Home რუბრიკები საზოგადოება როცა “ოცნებაც” ცოცხებისკენ მიფრინავს…

როცა “ოცნებაც” ცოცხებისკენ მიფრინავს…

569

მართლაც, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, ან, როგორც ხშირად ამა ქვეყნის ძლიერნი მოგვიხსენიებენ ხოლმე, “ობივატელიან უკეთ _ “საშუალო სტატისტიკური ქართველიასეთ შემთხვევაში? ანუ რა გავაკეთოთ, როდესაც თვალნათლივ ვხედავთ, როგორ ემსგავსებაქართული ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობას”?

ეს კითხვა აწვალებს უკვე საქართველოს მოსახლეობის 72 პროცენტს, პასუხი კი არსად ჩანს. რატომ 70 პროცენტს? პასუხი მარტივია _ საგარეჯოს ყბადაღებულ არჩევნებში ამომრჩეველთა მხოლოდ 28 პროცენტი მივიდა. მათი ხმები თითქმის თანაბრად მიიღეს “ქართული ოცნებისა” და “საქართევლოს პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატებმა.

თუკი საგარეჯოს მონაცემს სრულიად საქართველოზე განვაზოგადებთ, რაც, როგორც წესი, დაშვებული კრიტერიუმია, მივიღებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 14 პროცენტს ჯერ კიდევ სჯერაქართული ოცნებისა”. დანარჩენი 86 პროცენტი უკვე არცქართულ ოცნებასენდობა. მათგან 14 პროცენტს ხელი მთლად არ ჩაუქნევია და რატომღაც ჰგონია, რომსაქართველოს პატრიოტთა ალიანსშიახსნა. ხოლო 72 პროცენტს ერთიც ფეხებზე ჰკიდია, მეორეც და, უბრალოდ, ანგარიშმიუცემლად ადევნებს თვალს, როგორ ემსგავსებაქართული ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობას”.

ჰო, კარგი, დავუშვათ ისიც, რომ ამ 72-დან, დიდი-დიდი, 12 პროცენტი იყოს “ნაციონალების” ტვინდაცემენტებული მხარდამჭერი. აი, 60 პროცენტი უკვე სრული უიმედობით რომ არის შეპყრობილი, ეს მართლაც უდავო ფაქტია.

იქნებ ვინმემ თქვას, _ კარგი, გამოსავალს შევეშვათ, ამგრამ ასეთ მძიმე სურათს რატომ ხატავ და, საერთოდ, საიდან ასკვნი, რომ “ქოცები” “ნაცებს” ემსგავსებიანო?

სიმართლე გითხრათ, მათ შორის დიდ განსხვავებას ვერც აქამდე ვხედავდი.

განსხვავება იყო მხოლოდ ერთში და ფორმულა ასე გამოიყურებოდა: “ქართული ოცნებაუდრისნაცმოძრაობასმინუს ძალადობა. დანარჩენში, კერძოდ, ხალხის პრობლემებისადმი გულგრილობაში, პოპულიზმში, არაფრის კეთებაში და ბიუჯეტის ძარცვაში, ეს ორი პოლიტიკური ძალა ყოველთვის გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს.

ახლა კი, როგორც ჩანს, ეს ფორმულაც ირღვევა და “ნაცებსა” და “ქოცებს” შორის შეიძლება, მალე პირდაპირ ტოლობის ნიშანი დაისვას. ამის ძირითადი ნიშნები სწორედ საგარეჯოს არჩევნების შემდეგ გამოიკვეთა.

ერთი, რაც აშკარად გამოჩნდა _ “ოცნებას” “ნაცმოძრაობაზე” არანაკლებ სამარცხვინოდ ეხერხება არჩევნების გაყალბება და ფაქტია, ისინიც ისევე ეფექტიანად იყნებენ სხვადასხვა ბერკეტს, როგორც “ნაცები”. საუბარია არაქართულენოვანი მოსახლეობის დაშინებასა და “სპეცუბნებში” დამატებითი სამხედრო კონტიგენტის გადასროლაზე, აგრეთვე, ადმინისტრაციული რესურსის უნამუსო გამოყენებაზე მინისტრების ჩათვლით. ეს ბოლო “საარჩევნო ნოუ-ჰაუ” სწორედ “ოცნებამ” შემოგვთავაზა და ამ მხრივ “აჯობა” კიდეც “ნაცებს”.

მეორეც _ “ოცნება” უკვე უარს არ ამბობს არც ძალისმიერ მეთდებზე პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლაში. მოშიმშილეთა ფეხებზე დაკიდების კლასიკურ მაგალითთან ერთად, ნათლად ჩანს კარვების წართმევის, პოლიციის თავდასხმისა და სხვა ტიპის ძალისმიერი მეთოდებიც.

ვერ გეტყვით, დამთხვევაა თუ ესეც გამიზნულად ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ “ძალისმიერი არჩვენებისა” და მოშიმშილეებზე ძალადობის პარალელურად გააქტიურდა სამართალდამცველთა ძალადობის, ასე ვთქათ, არაპოლიტიკური შემთხვევებიც.

ვაკესაბურთალოს პოლიციაში ადვოკატის უმოწყალოდ ცემის გახმაურებულ ფაქტს დაემატა ქობულეთის პოლიციაში მამრობითი სქესის პატიმრის გაუპატიურების მცდელობაც. დიახ, რაც აქამდე მხოლოდნაცებისერთგვარსაფირმო დანაშაულადითვლებოდა, “ოცნების პოლიციაუკვე ამასაც წაეპოტინა!

გავიხსენოთ: “ნაციონალების” ხელისუფლებასაც დაახლოებით ეს დრო დაჭირდა იმისათვის, რომ “გამარჯვებული ხალხის” მთავრობიდან “ხალხზე მოძალადე” მთავრობად გადაქცეულიყო… ძალადობისა და მანიაკობის მთავარი ფაქტები სწორედ 2006-2007 წლიდან დაიწყო და შეუქცევადი და ძალიან საშიში ხასიათი მიიღო…

სწორედ ამიტომ, ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი-შეკითხვა _ უკვე ხომ არგადაჯდა ცოცხზეპატივცემულიოცნების მთავრობაც”?

ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ უკვე ნათელია: ამ სტატიის შესავალში ნახსენებ ობივატელს ან, უფრო სწორად, “საშუალო სტატისტიკურ ქართველს”, უფრო მარტივად კი მე, შენ და სხვა ჩვენნაირჩვეულებრივმოქალაქეებს, 2012 წლის 1 ოქტომბერს ნამდვილად არგვიოცნებიაიმაზე, რაც დღეს საქართველოში ხდება!

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here