Home რუბრიკები პოლიტიკა ტრისტან წითელაშვილი: უკრაინაში შექმნილი ბანდფორმირების შტაბმა “რუსთავი 2”-ში გადმოინაცვლა

ტრისტან წითელაშვილი: უკრაინაში შექმნილი ბანდფორმირების შტაბმა “რუსთავი 2”-ში გადმოინაცვლა

666

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დისონანსი შეიტანა ორი ქვეყნის _ უკრაინისა და საქართველოს _ ურთიერთობაში. რა საფრთხის შემცველია ორი ქვეყნისთვის ისედაც დაძაბული ვითარების ფონზე სააკაშვილის გააქტიურება და რას ფიქრობენ მასზე უკრაინელი ძალოვანები _ ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე გვესაუბრება სამხედრო ექსპერტი, გენერალი ტრისტან წითელაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინის ძალოვანი სტრუქტურები სააკაშვილის წინააღმდეგ უკვე ამუშავდნენ. 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა სოციალურ ქსელში დაწერა: “დღეს მოვისმინე შსს ოპერატიული სამსახურების მოხსენება, რომელშიც შესულია უშიშროების სამსახურის ინფორმაციაც და მივიღე გადაწყვეტილება, თითოეულ თქვენგანს მოგმართოთ. ოპერატიული სამსახურების მონაცემებით, უახლოეს დღეებში მოგვიწევს, გადავიტანოთ დესტრუქციული, ანტიუკრაინული ძალების მცდელობები, განახორციელონ ქვეყანაში დესტაბილიზაცია”. ეს განცხადება გენერალ ტრისტან წითელაშვილის ნაამბობს თითქოს ამყარებს.

_ ბატონო ტრისტან, რამდენიმე კვირაა, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩანს და ვაღიაროთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას თავის ტკივილიც გაუჩინა. საშიშია ის საქართველოსთვის?

_ სააკაშვილი ძალიან საშიშია, თანაც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის. ის აქტიურად იყო ჩართული უკრაინაში მიმდინარე პროცესებშიც, “მაიდნის” ამბებს ვგულისხმობ. სააკაშვილის მისია იყო, უკრაინის არეულობაში საქართველო აქტიურად ჩართულიყო, ამ მხრივ ძალიან გაგვიმართლა, რომ მიშა ქვეყნის მეთაური აღარ იყო, რადგან, რაც აქ დატრიალდებოდა, იმასთან შედარებით, 2008 წელი მონაგონი იქნებოდა. საქართველოს ხელისუფლებას გონიერება ეყო და პროცესებში არ ჩაერთო, თავი აარიდა.

სააკაშვილისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა მხოლოდ განცხადებები, ამერიკელებთან ერთად დაგეგმა, რომ კიევის ცენტრში, მაიდანზე ქართველი დაღუპულიყო და ასეც მოხდა _ ვინმე ყიფიანი დაიღუპა კიდეც. ამის შემდეგ საქართველოში ხმამაღალი განცხადებების კეთება დაიწყეს, რუსეთს ოკუპანტი უძახეს და უკრაინის დასახმარებლად დაირაზმნენ. სააკაშვილის მომხრე ზონდერებმა ნელ-ნელა გადაინაცვლეს უკრაინაში. ყოფილ პრეზიდენტს ისინი ძალიან სჭირდებოდა.

დღეს უკრაინის ძალოვანი სტუქტურის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მაიდანზე მშვიდობიან მომიტინგეებს პირველი ტყვიები პოლონელმა, ბალტიისპირელმა და ქართველმა სნაიპერებმა ესროლეს, ოღონდ ეს ამერიკელების გეგმა იყო, რომელიც სააკაშვილმა პირნათლად შეასრულა. უკრაინაში ყველამ იცის, რომ პოლონელი, ბალტიისპირელი და ქართველი სნაიპერები სასტუმროუკრაინაშიიყვნენ დისლოცირებულნი და პროვოკაციისთვის ემზადებოდნენ.

ამის შემდეგ, როდესაც უკრაინა საბრძოლო მოქმედებებში ჩაება, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ ციხიდან მობილიზაცია გამოაცხადა და შტაბის უფროსად თავისი ყოფილი მრჩეველი მამუკა მამულაშვილი წარადგინა, რომელიც ამჟამად უკრაინაში სააკაშვილის მითითებებს ასრულებს, მისი სახელი და გვარი უკრაინის ძალოვანი სტრუქტურებისთვის კარგად არის ცნობილი, მასთან ერთად არის გიგი კალანდაძეც.

უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან ძალიან მალე პარლამენტარმა გიორგი ბარამიძემ ფრონტი მოინახულა, მართალია, წინა ხაზზე არ იყო, 60 კილომეტრის მოშორებით ჩავიდა, მაგრამ თავისი საქმე კარგად შეასრულა. მას შეხვდა ქუთაისის ბატალიონის წევრი ლევან ჭანჭალეიშვილი, რომელიც იქ “ნაცებმა” ჩაიყვანეს. ამ ჭანჭალეიშვილს შემდეგ უკვე თვითონ მიჰყავდა აქედან მებრძოლები და ერთ-ერთი ასეთი მებრძოლი ვინმე კიკაძე იყო, რომელიც ბარამიძეს გააცნეს. ის მეორე დღესვე დაიღუპა, რასაც კვლავ აჟიოტაჟი მოყვა. ყველაფერი ეს სააკაშვილის მიერ შედგენილი გეგმის ნაწილი იყო.

გახსოვთ, ალბათ, ყოფილი თავდაცვის მინისტრის _ მინდია ჯანელიძის განცხადებაც, უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებზე პასუხს არ ვაგებთ, ჩვენი საქმე არ არისო. ეს განცხადება “ნაცებმა” ქაღალდებში შეუცურეს და მანაც წაიკითხა. მიუხედავად იმისა, რომ განცხადება ძალიან სწორი იყო, სააკაშვილის წისქვილზე დაასხა წყალი და ამერიკელებმა ჯანელიძის გათავისუფლება მოითხოვეს.

დღევანდელი მონაცემებით, სააკაშვილის დაქვემდებარებაში საკმაოდ დიდი და ძლიერი, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებაა სახელწოდებითსაქართველოს ხსნის შტაბი”, რომელსაც თვითონ აფინანსებს.

მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ოდესაში გადავიდა, სწორედ ამ შეიარაღებული ხალხით ახერხებს, იმავე მეთოდებით მართოს ოდესა, რომლითაც საქართველოს მართავდა. იქ იტაცებენ ბიზნესმენებს, ფულს სძალავენ, აშინებენ და ა.შ. ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა, ახლა ოდესაში ხდება.

უკრაინის მოსახლეობის ნაწილი ჯერ ვერ ხვდება, ვისთან აქვს საქმე, მაგრამ მაღალ ეშელონებში ყველაფერი იციან. სააკაშვილს უკვე აშკარად დაუპირისპირდა უკრაინის პრემიერმინისტრი, რომლის ადგილის დაკავებასაც ცდილობს. სააკაშვილი ახერხებს, უკრაინაშიც იმავე მეთოდებით გააყალბოს ხელმოწერები და არჩევნები, როგორც ამას საქართველოში აკეთებდა.

ასე რომ, სააკაშვილი უკრაინისთვისაც ძალიან საშიშია და საქართველოსთვისაც.

საფრთხე ჩავლილი არ არის. იმ დღეებში, როდესაც ფარული ჩანაწერები გამოქვეყნდა, საქართველოში უკრაინიდან მიშას ხალხი ჩამოვიდა, ვიცი გვარები იმ ადამიანებისა, რომლებიც უკრაინიდან ჩამოსულ “ბოევიკებს” გადაადგილებაში ეხმარებოდნენ. აგრეთვე, მაქვს კონსპირაციული ბინების მისამართები, რომლებიც სამართალდამცავ ორგანოებს გადავეცი, ამიტომ ახლა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. უკრაინაში შექმნილი ბანდფორმირების შტაბმა “რუსთავი 2”-ში გადმოინაცვლა. სააკაშვილის გეგმამაიდნისგეგმას ჰგავდა. იმ შემთხვევაში, თუნაცებიმრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციის მოწყობას შეძლებდნენ, სნაიპერი რამდენიმე ადამიანს მოკლავდა და საქმეცგაიჩარხებოდა”.

_ თქვენ მჭიდრო ურთიერთობები გაქვთ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან. რას ამბობენ ისინი სააკაშვილზე და იციან თუ არა მის შესახებ ის, რასაც ამბობთ?

_ გაოცებულები არიან, ბოლომდე ვერ იჯერებდნენ, რასაც სააკაშვილზე, ვამბობდით, მაგრამ იმ ფარული კადრებისა და ჩანაწერების შედეგ ყველაფერში დარწმუნდნენ და, რა თქმა უნდა, საჭირო ზომების მიღებასაც გეგმავენ. მათ უკვირთ, როგორ გავუშვით აქედან ცოცხალი. მათ არ მოსწონთ მისი რეფორმები. უკრაინაში ნელ-ნელა იქმნება ორგანიზაციები, რომელებიც სააკაშვილს იქ ჩადენილ დანაშაულზე პასუხს აგებინებენ.

უკრაინელები მიხვდნენ, რომ სააკაშვილი ყველასგან დამოუკიდებლად მოქმედებს. უკვე ცნობილი შეიქნა, რომ უკრაინაში “თავისუფალი ზონის” 6 წევრი მოამზადეს, რომლებმაც სირიაში ორი ამერიკული თვითმფრინავი უნდა ჩამოაგდონ. საქართველოდან წასულები არიან თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები ლაშა რუხაია და ავთანდილ კემულარია. მათ თავის დროზე ნორიოს საწვრთვნელ ბაზაზე გაიარეს სერიოზული წვრთნა. ამ ფაქტის გამო უკრაინაში განგაში ატყდა, ძალოვანები ამბობენ, ქვეყანაში ნაღმი “გვყავს”, რომელიც აუცილებლად დაგვღუპავსო.

_ თქვენ ადრე განაცხადეთ, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტების საიდუმლო შეხვედრები იმართებოდა

_ დიახ, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩეჩენი ტერორისტები შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრის _ ვანო მერაბიშვილის მიერ გაცემული შსს მოწმობებით მოდულის შენობაში მოძრაობდნენ. უფრო მეტიც, ხელფასსაც იღებდნენ, მათ კრწანისის სასწავლო ცენტრში ამზადებდნენ. გარდა ამისა, სააკაშვილმა თავის დროზე ძალიან ბევრ საეჭვო პიროვნებას მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა.

ახლა ლაპარაკია იმაზე, რომ სირიიდან ლტოლვილები მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, თავიდან აირიდოს ახლო აღმოსავლელი ლტოლვილების შემოსვლა და, რაც მთავარია, რუსეთთან ურთიერთობა უნდა დაიწყოს. მეზობელმა ქვეყანამ ჩვენი საზღვრის პერიმეტრის კონტროლი უნდა გაამკაცროს, რადგან ტერორისტებს ჩვენი ქვეყნიდან ადვილად მიუწვდებათ ხელი რუსეთისკენ. საქართველო ვალდებულია, აქტიურად ითანამშრომლოს რუსეთის სპეცსამსახურებთან.

რუსეთის პოზიციები მყარდება, ის სწორი მიმართულებით მიდის, ყველა საცეცხლე წერტილი გაუნადგურა “ისლამურ სახელმწიფოს”. საქართველოში პატარ-პატარა კერები არის, რომლებსაც აკონტროლებენ, მაგრამ ვითარება ძალიან დაიძაბება, თუ სირიელ ლტოლვილებს შემოსვლის ნებას მისცემენ.

დღეს, როდესაც “ისლამური სახელმწიფო” გააფთრებულია და ომის ქარცეცხლი მძვინვარებს, საქართველოს მოსახლეობას მშვიდად ძილის შესაძლებლობა არ აქვს, ეს კი სააკაშვილის ნამოქმედარია, სწორედ მან აქცია ნაკვერჩხალი ცეცხლად, უბრალოდ, ვერ ააბრიალა და ამას ახლა ცდილობს. სააკაშვილისთვის სულერთია, ვისი დახმარებთ მოახერხებს ამას _ ტერორისტის თუ უბრალო ადამიანების ხელით; მას არ ადარდებს, რა მოხდება საქართველოში, მთავარია, დაკვეთა შეასრულოს და სურვილები აისრულოს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here