Home რუბრიკები სამართალი ცოლზე ძალადობაში ბრალდებულ პირს ზუგდიდის სასამართლომ 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ცოლზე ძალადობაში ბრალდებულ პირს ზუგდიდის სასამართლომ 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა

558

ცოლის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებასა და ოჯახში ძალადობაში ბრალდებულ პირს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლე დავით გელაშვილმა პირი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 136-ე პრიმა მუხლებში დამნაშავედ ცნო.

24 აგვისტოს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან „ქალთა მოძრაობის” წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, ბრალდებული და მისი ოჯახის წევრები დაზარალებულზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ, მიზეზად კი დაზარალებულის ქალწულობაში ეჭვის შეტანას ასახელებდნენ. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here