Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილს დაჭრილი სამხედროებისთვის განკუთვნილი თანხის გაფლანგვაში ადანაშაულებენ

სააკაშვილს დაჭრილი სამხედროებისთვის განკუთვნილი თანხის გაფლანგვაში ადანაშაულებენ

593

ოდესის გუბერნატორის ირგვლივ კორუფციული სკანდალი არ წყდება. ამჯერად ამის მიზეზი სარეკლამო რგოლები გახდა, რომლებშიც გუბერნატორის მიღწევები იყო ასახული. რეკლამა ტელეკომპანიაინტერისეთერში ტრიალებდა.

 “ოდესელებმა გუბერნატორს დაუთვალეს, რა თანხა დაუჯდებოდა მას ეთერში რეკლამის განთავსება. აღმოჩნდა, რომ 3 დღის განმავლობაში რეკლამის განთავსების ღირებულება 3 მილიონი გრივნა იქნებოდა“, – აღნიშნულია ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციაში.

NTV-ს ცნობით, საქმეს ფარდა ქართველმა ჰაკერმა ახადა. მან სააკაშვილის მრჩევლის _ თეიმურაზ ნიშნიანიძის ელფოსტა გატეხა, საიდანაც გაირკვა, რომ ეს თანხები მოდიოდა საქველმოქმედო ფონდიდან „ოდესის საკეთილდღეოდ“, რომელიც დონბასში დაჭრილი სამხედროების დასახმარებლად შეიქმნა.

ადგილობრივებმა და დეპუტატებმა უკვე გაგზავნეს მოთხოვნა გენერალურ პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის გუნდში არსებული კორუფციული სქემების გამოძიების შესახებ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here