Home რუბრიკები საზოგადოება “მედიკამენტის მწარმოებელ ფარმაცევტულ კომპანიას, აუცილებელია, ჰქონდეს ხარისხის ნიშანი”

“მედიკამენტის მწარმოებელ ფარმაცევტულ კომპანიას, აუცილებელია, ჰქონდეს ხარისხის ნიშანი”

525

ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებზე ფასების დასარეგულირებლად, ერთერთ აუცილებელ პირობად ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება დაასახელა.

ჯენერიკ მედიკამენტების გამოყენებაზე, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის საინფორმაციო სერვისის მენეჯერმა თამარ ტოგონიძემ ისაუბრა.

„წლების წინათ ჯენერიკებს იშვიათად ვიყენებდი, უპირატესობას უფრო ბრენდულ მედიკამენტებს ვანიჭებდი. თუმცა, შემიძლია დღეს ვაღიარო, რომ ამ მიმართულებით მიდგომები შეიცვალა როგორც კლინიკებში, ისე ოჯახებშიც. ირგვლივ ყველა ჩემი კოლეგა ჯენერიკებს იყენებს და საკმაოდ კმაყოფილნი არიან მისი შედეგებითა და მოქმედებით. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ ჯენერიკი ინდური წარმოებისაა, არ მიმაჩნია, რომ ის აუცილებლად უხარისხოა. მედიკამენტის წარმოებისას მთავარია კომპანიას, რომელიც მას აწარმოებს, ჰქონდეს ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი. ქარხნის გეოგრაფიულ მდებარეობას მნიშვნელობა არ აქვს”, _ განაცხადა თამარ ტოგონიძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here