Home რუბრიკები პოლიტიკა მე, რურუა, პუტინი და მარინ ლე პენი

მე, რურუა, პუტინი და მარინ ლე პენი

499

მორჩა, დღეიდან დიდი სიამაყით უნდა განვაცხადო, რომ მე ვარ პუტინის აგენტი. არა, სინამდვილეში არც არასოდეს მიფიქრია, არც ვაპირებ და დიდი ეჭვი მაქვს, რომ თვითონ პუტინს უნდოდეს და სჭირდებოდეს ჩემი აგენტობა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილმა კულტურის მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტის შესახებ თქვა, ჩემთვის პუტინის აგენტობა ფრიად საამაყო საქმეა.

დიახ, ნიკა რურუამ ისე აქო და ადიდა ვლადიმერ პუტინი ღია სატელევიზიო ეთერში, რომ დარწმუნებული ვარ, მხოლოდ მე არ გამჩენია პუტინის აგენტობის სურვილი და უკვე ათასობით მიმდევარიც მყავს. ხოლო, თუკი რურუას ამ გამოსვლას უფრო მეტი ადამიანი მოისმენს მსოფლიოში, “პუტინის აგენტების” რაოდენობა აუცილებლად გაუტოლდება მილიონებს.

დღეს საფრანგეთში და მთელ დასავლეთ ევროპაში ვლადიმერ პუტინის ყველაზე დიდი დასაყრდენი, მოკავშირე და პუტინის დაკვეთების შემსრულებელი არის მარინ ლე პენი”, _ განაცხადა ნიკა რურუამ და, ალბათ, არც კი იცის, რამდენი დამფასებელი და თაყვანისმცემელი შესძინა რუსეთის პრეზიდენტს.

როგორ, თუკი საფრანგეთისა და მთლიანად ევროპული პოლიტიკის ერთ-ერთ პოპულარულ და კაშკაშა ვარსკვლავზე, საფრანგეთის “ნაციონალური ფრონტის” ხელმძღვანელზე, ფრანგი ხალხის ყველაზე ეროვნული და პატრიოტი ნაწილის საყვარელ ლიდერზე პუტინს გავლენა აქვს, თავის ჭკუაზე ათამაშებს, “დავალებებს” ასრულებინებს და, ერთ სიტყვით, თუკი ამ დონის ფიგურები “შნირებად” ჰყავს ევროპაში გაგდებული, წარმოიდგინეთ რა წონის, რა ზომის, რა გაქანების ფიგურა ყოფილა თვითონ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი!

მოდი, გულზე ხელი დაიდეთ და პირდაპირ თქვით, რომ ნიკა რურუას ამ სულელურმა გამოხტომამ, რომელიც, რეალურად, პუტინის ლანძღვას ისახავდა მიზნად, გაცილებით უფრო აამაღლა პუტინი მათ თვალში, ვინც ეს სიდებილე მოისმინა.

უფრო ზუსტად, თუკი რურუას ამ ბოდვას დაიჯერებ, ვლადიმერ პუტინის “ფანი” თუ არა, ღრმად პატივისმცემელი მაინც უნდა გახდე ადამიანი.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/8172267-12757429.jpg

სინამდვილეში კი, რა თქმა უნდა, ის, რომ ლე პენს პუტინი მართავს და თავის ჭკუაზე ატარებს, ზუსტად ისეთივე ბოდვაა, როგორიცჟანგიანი რუსული ტანკები”, “რუსულ არმიაზე გაცილებით ძლიერი ამერიკელების მიერ გაწვრთნილი ქართული ჯარიდა სხვა მრავალინაციონალური ზღაპარი”.

უფრო სამწუხარო კი ის არის, რომ ქართველი საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი, 10-წლიანი ბოდვებისა და რეალობის არასწორი აღქმით მიღებული კატასტროფული შედეგების მიუხედავად, დღემდე მაინც იჯერებს ასეთ ზღაპრებს და ნიკოლა სარკოზის განცხადებას _ “რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე მსოფლიო ტერორიზმის დამარცხება შეუძლებელია!” _ ჯიუტად აფასებს: “სარკოზი პუტინის აგენტია!” ნაცვლად იმისა, რომ ეს ისტორიულ რეალობად მიიღოს, რასაც ჯერ კიდევ 5 საუკუნის წინათ დაედო სათავე და რამაც აქცია რუსეთის იმპერია მსოფლიოს ერთ-ერთ ძლიერ სახელმწიფოდ…

არადა, უკვე თითქმის დადგა ის დრო, როდესაც ამ აქსიომის დაჯერებაჯიუტ ამერიკელებსაცკი უწევთ. ამის დასტური თურქეთში გამართულიჯი-20”-ის (მსოფლიოს დიდი ოცეულის) შეხვედრის მიმდინარეობისას ბარაქ ობამასა და ვლადიმერ პუტინის განცალკევება და ფოიეში მდგარ მაგიდასთან სახელდახელო ერთიერთზე მოლაპარაკებაც კმარა. ამ კადრებმა მსოფლიოს ტელეეკრანები მოიარა, მაგრამ. დარწმუნებული ვარ, “ნაციონალები” და მათგან, როგორც ჩანს, უკიდეგანოდ და გამოუსწორებლად “დაბოლებული” საზოგადოების ხსენებული ნაწილი, უმალ დაიჯერებს, რომ ბარაქ ობამაც “პუტინის აგენტია”, ვიდრე იმას, რომ დღევანდელ მსოფლიოში რუსეთი მართლაც ანგარიშგასაწევი ძალაა და სჯობს, მასთან ვცადოთ რაიმეს მიღწევა, ვიდრე მის მოწინააღმდეგეებთან ლაქუცით ჩვენთვის უფრო საზიანო და ხისტი ნაბიჯები გადავადგმევინოთ ჩრდილოელ ზესახელმწიფოს…

გასაგებია, ამის წამკითხველი “ნაცები” და “ნაც-დაბოლებულები” ისევ და ისევ გაცვეთილ “ლაჩრობისა” და “რუსული ჩექმის კოცნის” ვითომდა “ვაჟკაცურ” და “პატრიოტულ” რიტორიკას “შეუბერავენ”…

ჩვენ ხომ ისიც გვახსოვს, თავის დროზე ჩვენი ქვეყნის პირველმა პირმა, იმ მიზნით, რომ უხეში შეცდომები არ ეღიარებინა, როგორი რიხით განაცხადა, ჯორჯ ბუში კრემლის აგენტიაო.

ჩემთვის, მართლაც, გაუგებარია, როდემდე შეიძლება ერმა, ქვეყანამ, სახელმწიფომ ამ დონის სიდებილით იცხვროს, ან რატომ უკვირს ვინმეს მერე ამ სიდებილის მომყოლი სავსებით ლოგიკური შედეგები?..

არაერთხელ მითქვამს და კიდევ ვიტყვი: “ვაჟკაცობა” ყველამ იქ და იმ ფორმით დაიჩემოს, სადაც საქმე მხოლოდ მის პირად პრობლემებს ეხება! როდესაც სასწორზე მთელი ქვეყნის, მთელი ერის, სახელმწიფოს ბედი დევს, “ვაჟკაცობის” უფლება ნაკლებად აქვს მავანს და ერის ფიზიკური გადარჩენისთვის სხვა, უფრო ჭკვიანური და თუნდაც “არავაჟკაცური” ხერხებია საჭირო და გამართლებული.

რაც შეეხება “პუტინის აგენტობას,” ისევ და ისევ ამ დებილთა გამო, ეს ტერმინი თუ “წოდებაც” ისე გაუფასურდა და გამასხარავდა, რომ კიდვე ვიმეორებ: დღეიდან ყველგან ამაყად განვაცხადებ, რომ პუტინის აგენტი ვარ!

აბა, სადაც მარინ ლე პენს, ნიკოლა სარკოზისა და თვით ბარაკ ობამასაც კი ესტიტულიმიანიჭესჩემთვის და ჩემნაირებისთვის მათ გვერდით დადგომა განა საპატიო და საამაყო უფრო არ არის, ვიდრე სამარცხვინო და მიუღებელი?!

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here