Home რუბრიკები პოლიტიკა მეორე ნიურნბერგი გარდაუვალია! ანტიბანდერული მარში კიევში

მეორე ნიურნბერგი გარდაუვალია! ანტიბანდერული მარში კიევში

509

ორიოდე წლის წინათ, რომ არაფერი ვთქვათ, უფრო ადრინდელ პერიოდზე, წარმოუდგენელი იყო, რომ დიდ სამამულო ომში გამარჯვებულთა შთამომავლობის მიერ ფაშისტი დამპყრობლებისგან კიევის გათავისუფლების საზეიმო აღნიშვნა გმირობის ტოლფასი იქნებოდა.

უკრაინის დედაქალაქი ამჟამად ბანდერელებს აქვთ დაპყრობილი, მაგრამ მათ პარპაშს ბოლო მალე მოეღება, თუ ყველა ადამიანი, რომელიც მათ ბუნაგში იმყოფება, ხმას ამოიღებს და შეახსენებს, რისთვის გაწირა მილიონობით ადამიანმა თავი მეორე მსოფლიო ომში.

ჯერჯერობით კი რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მარშით აღნიშნა ფაშისტი დამპყრობლებისგან კიევის გათავისუფლების 72-ე წლისთავი.

აქციის მონაწილეებმა, ბანდერელთა რეჟიმის აკრძალვის მიუხედავად, წითელი დროშები ააფრიალეს და გაშალეს გეორგიევსკისლენტიანი ტრანსპარანტები და პლაკატები წარწერებით: “გამყიდველები გუშინ ჰიტლერს ემსახურებოდნენ, დღეს _ აშშ-ის იმპერიალიზმს!”, “უკრაინული ნიურნბერგი გარდაუვალია!”, “კიევი გმირი ქალაქია _ გახსოვდეს, მოღალატევ!”, “ობამა, მერკელი, ეშტონი პასუხს აგებენ ნაცისტური დიქტატურის დამყარების გამო!”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here