Home რუბრიკები საზოგადოება “განათლების სამინისტრო სასკოლო სავარჯიშოების ნუსხაში მამათმავლობისა და ლესბოსელობის სიმულაციის შეტანას გეგმავს”

“განათლების სამინისტრო სასკოლო სავარჯიშოების ნუსხაში მამათმავლობისა და ლესბოსელობის სიმულაციის შეტანას გეგმავს”

893

“მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი” სასულიერო პირებსა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად აპროტესტებს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი საგნების _ “მე და საზოგადოება”, “ჩვენი საქართველო” _ სწავლების შემოღებას და განათლების სამინისტროს სთხოვს, ამ საგნების სწავლება არ დაუშვას, ვინაიდან მომავალი თაობისთვის დამღუპველი შედეგის მომტანი იქნება. მათი აზრით, ამ ერთი შეხედვით უწყინარი სახელმძღვანელოების მიღმა საფრთხე იმალება. ახალი საგანი “მე და საზოგადოება” მესამე-მეოთხე კლასელებისთვის, ხოლო “ჩვენი საქართველო” მეხუთე-მეექვსე კლასელებისთვისაა განკუთვნილი და მათ საჯარო სკოლებში სასწავლო პროგრამაში შეტანას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2016-1017 წლებში გეგმავს. გვესაუბრება “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” ხელმძღვანელი ავთანდილ უნგიაძე.

_ ბატონო ავთანდილ, თქვენ საქართველოს საჯარო სკოლებში ორი ახალი საგნის სწავლებას აპროტესტებთ. პედაგოგთა გადამზადებისა და სამოქალაქო განათლების პროგრამაში მითითებულია, რომ ეს საგნები მიზნად ისახავს, მოსწავლეს გააცნოს სოციალური გარემო, დაეხმაროს მას საკუთარი თავის აღქმაში, განუვითაროს თვითგამოხატვის უნარი, ასწავლოს პირადი ჰიგიენისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა და .. რა საფრთხეს ხედავთ, თუ მოსწავლეები აღნიშნულ საგნებს ისწავლიან?

_ ამ საგნების სწავლება სინამდვილეში მიზნად ისახავს მომავალი თაობის პიროვნული და ეროვნული ფასეულობების ნგრევას, მართლმადიდებლობისა და ეკლესიის როლის დასუსტებას, საზოგადოების ლგბტ-ზაციას, ერთნაირსქესიანი, არატრადიციული ოჯახების ნორმად მიჩნევას და ხელს უწყობს არაეროვნული, ანტიმართლმადიდებლური, კოსმოპოლიტური და ეკუმენისტური ცნობიერების მქონე პიროვნების ჩამოყალიბებას. სახელმძღვანელოში გარკვევითაა მითითებული სწავლების ერთ-ერთი მიზანი _ დაეხმაროს მოსწავლეს იმის გაცნობიერებში, რომ საქართველოს ერთ-ერთი მახასიათებელი მისი ბუნებრივი, ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნებაა და არა მართლმადიდებლობა, ჩვენი ეროვნული, ავთენტური კულტურა, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები.

ჩვენ გავეცანით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტს, რომელიც შეეხება ახალი საგნების _ “მე და საზოგადოებადაჩვენი საქართველო” _ სკოლებში დანერგვას, წავიკითხეთ მათი სასწავლო გეგმები და სტანდარტები, პედაგოგთა გადასამზადებელი სახელმძღვანელოები, ესენია _ პედაგოგთა გადამზადებისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის დამხმარე სახელმძღვანელო (სტატიების კრებული; წიგნი პირველი; ინდივიდები და საზოგადოებები); კომპასი (სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროშო ახალგაზრდების მონაწილეობით) და კომპასიტო (სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ბავშვებისთვის), რომლებიდანაც ცხადი ხდება ამ სწავლების მიზანი, ის ბოროტება, რაც ამ საგნების დასავლელ დამკვეთებსა და აღმასრულებლებს ჩვენი შვილების გასარყვნელად და დასაღუპავად აქვთ ჩაფიქრებული. სხვათა შორის, ეს ყველაფერი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეც იყო განთავსებული, მაგრამ მას შემდეგ, რაც საპატრიარქოს სასწავლო ცენტრმა ამ დოკუმენტებზე განცხადება გააკეთა, ინფორმაცია განათლების სამინისტროს ვებგვერდიდან გაქრა.

ეს საფრთხეები სტანდარტებსა და გეგმებში არაპირდაპირ, შეფარულადაა აღწერილი, ერთი შეხედვით, თითქოს პოზიტიური ტერმინების მიღმა, მაგრამ მათში ძალიან დიდი საფრთხე იმალება.

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა (ACETT) სამოქალაქო განათლების პედაგოგის დამხმარე სახელმძღვანელოა და ტექსტები სამ წიგნად გამოიცემა. პირველი წიგნი მიმოიხილავს სოციალური მეცნიერებების საგანსა და ამოცანებს, მიკრო და მაკრო სოციალურ თეორიებს, გენდერის, რელიგიისა და კულტურის ცნებებს.

მაგალითად, რელიგიისა და რწმენისადმი მიძღვნილ სპეციალურ თავში (71-72 გვ.) სარწმუნოება ისეა განხილული, თითქოს ის ტერორისა და ძალადობის წყაროა. მათი მიზანია, პედაგოგმა მოსწავლეს რელიგიასა და სარწმუნოებაზე ნეგატიური წარმოდგენა ჩამოუყალიბოს. ხოლო სპეციალურ თავში _ გენდერი (105-136.გვ) ნათქვამია, ვინაიდან საზოგადოება თავისი ტრადიციული შეხედულებებით ბიოლოგიური სქესის მატარებელზე ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს, ძალადობს მასზე, რათა იგი ჩამოყალიბდეს არა საწინააღმდეგო სქესის, არამედ თავისი ბიოლოგიური სქესის შესაბამისად, ეს სტერეოტიპები უნდა დაინგრეს და ბავშვს მიეცეს საშუალება, თვითონ აირჩიოს სქესი და სოციალური როლი. საგულისხმოა, რომ ამ თეორიის მიმდევრები ყველანაირად ცდილობენ, ბავშვს დეზორიენტირებული სქესობრივი მიდრეკილებები და მისწრაფებები გაუღვივონ.

_ სახელმძღვანელოში მითითებულია, რომ ბავშვმა თვითონ უნდა აირჩიოს სქესი?

_ დიახ, ასე წერია. ის, რაც სტანდარტებში შეფარვითაა გადმოცემული, პედაგოგთა გადამზადების სახელმძღვანელოში უკვე ღიად წერია და მეტიც, მითითებულია, თუ რა სავარჯიშოები უნდა შესთავაზოს პედაგოგმა ბავშვებს. მაგალითად, იმავე გენდერის თავში მოცემულია ასეთი განსახილველი თემა _ სავარჯიშო (გვ.105): “წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღეს სხვა სქესის წარმომადგენელი გახდით. რისი შეცვლა მოგიწევდათ? პირველ რიგში, ალბათ, თქვენს გარეგნობას შეცვლიდით _ ტანისამოსს, ვარცხნილობას და, შესაძლოა, სამკაულს. შესაძლოა, აგრეთვე, ადამიანებთან ქცევის მანერის შეცვლაც მოგიწიოთ

დაბადების მომენტიდანვე ბიჭებისა და გოგონების მიმართ ქცევაზე გენდერული მოლოდინები ახდენს გავლენას. ახლა, როდესაც უკვე შესაძლებელია მუცლადყოფნის პერიოდში ბავშვის სქესის დადგენა, გენდერული მოლოდინები დაბადებამდე ყალიბდება… კვლევების დიდი ნაწილი გვიჩვენებს, რამდენად სტერეოტიპულია მშობლებისა და გარემოს ქცევა ბავშვების მიმართ”.

_ გამოდის, რომ პროექტის მიხედვით, პედაგოგებმა მოზარდებს . . როლური თამაშების მეშვეობით, განსხვავებული ორიენტაციის პირების როლის თამაში უნდა შესთავაზონ?

_ დიახ, ეს ე. წ. როლური თამაშები ძალიან საშიშია. თუმცა ეს საკითხებიც ძალიან მზაკვრულადაა გადმოცემული. თითქოს ეს როლური თამაშები რომელიმე სოციალურ თემას უკავშირდება, მაგალითად, ნაგვის გატანას. კი ბატონო, ამის წინააღმდეგი არავინ არ არის, მაგრამ ანალოგიურად შეიძლება, ბავშვებს სექსუალურ უმცირესობებთან ურთიერთობების სცენაც დაადგმევინონ. შესაძლოა, მოსწავლეს დაეკისროს რომელიმე უმცირესობის წარმომადგენლის, მაგალითად, ლბტ-თემის ან რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლის როლის შესრულება, რაც მოსწავლეში არა მხოლოდ ცოდვის მიმართ შემწყნარებლობას, არამედ ამ ცოდვისადმი მიდრეკილების პროვოცირებასაც იწვევს.

კატეგორიულად მიუღებელია ..როლური თამაშების საშუალებით, (სიმულაციები, ცხელი სკამი, გაფუჭებული ტელეფონი და .) მოსწავლეთა ცნობიერების წარმართვა, რადგან .. როლური თამაშები ფსიქიკაზე ზემოქმედების მძლავრი საშუალებაა.

ასევე დაუშვებელია მსგავსი თამაშების საშუალებით მოსწავლის ცნობიერების წარმართვა მშობლების წინააღმდეგაც. მაგალითად, ბავშვებმა უნდა ჩაატარონ პრეზენტაცია იმისა, როგორ არ ესმით ოჯახის წევრებს მათი. როლური თამაშის დადგმა, სადაც მოსწავლეთა ერთი ჯგუფი მშობლის როლს მოირგებს, მეორე კი _ ბავშვების და ერთმანეთს რჩევებს მისცემენ ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებით (იხ. გზამკვლევი. გვ. 27).

სახელმძღვანელოში აღწერილია ექსპერიმენტი, რომლითაც ცხადი ხდება, როგორი დავალებების მისცემას აპირებენ ბავშვებისთვის (106 გვ. თავი _ სქესის შეცვლა): ჩაატარეთ ექსპერიმენტი ამ ნაწილის დასაწყისში მოყვანილი ტექსტის მაგალითზე. მაგალითად, “1. პირველ რიგში, ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც, თქვენი აზრით, დაგჭირდებოდათ იმისათვის, რათა შეგეცვალათ თქვენი საქციელი, თუკი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი გახდებოდით… 2. 24 საათის განმავლობაში შეეცადეთ, შეცვალოთ ის, რისი შეცვლაც გსურთ. აწარმოეთ დღიური, რომელშიც მონიშნავთ, თუ როგორ რეაგირებენ სხვები თქვენს საქციელზე ამ პერიოდის განმავლობაში და თუ როგორ იგრძნობთ თავს აღნიშნული ცვლილებების განხორციელებისას; 3. ექსპერიმენტის დასრულებისთანავე მოამზადეთ წერილობითი ანგარიში, რომელშიც აღნიშნული იქნება, თუ რა გასწავლათ თქვენმა ხანმოკლე ექსპერიმენტმა საპირისპირო სქესის ამპლუაში ყოფნის თაობაზე და როგორ ხდება (ან არ ხდება) გენდერული იდენტობის მხარდაჭერა სოციალური ურთიერთქმედებისას”.

ამას გარდა, წარმოდგენა ქალსა და მამაკაცს შორის განსხვავებების არსებობის შესახებ რასიზმთან არის შედარებული.

კომპასიტო _ ეს არის ბავშვების სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში (ევროპის საბჭო. 2004 წ). იმისთვის, რომ გავერკვეთ, რა მიზნებს ემსახურება ეს სახელმძღვანელო, საკმარისია, გავეცნოთ მოცემულ თემებსა და სავარჯიშოებს. მე-17 თავში, სახელწოდებით “იყო და არა იყო რა” წერია: ნახე, რა ხდება, როდესაც ცნობილი ზღაპრის პერსონაჟებს სქესს შეუცვლიდა იქვე მოცემულია სავარჯიშოს აღწერა: ბავშვებმა უნდა მოყვნენ ცნობილი ზღაპარი, რომელში პერსონაჟებს სქესი აქვთ შეცვლილი, “რასაც გენდერულ სტერეოტიპებზე დისკუსა მოჰყვება”.

თავში _ დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის გამო”, განმარტებულია ტერმინი ჰომოფობია და აღნიშნულია: მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ჩატარებულმა სამართლებრივმა რეფორმებმა გააძლიერა ჰომოსექსუალებისა და ლესბოსელების უფლებები, ჰომოსექსუალები აწყდებიან დისკრიმინაციულ კანონებს, შეურაცხყოფას და ძალადობას როგორც საზოგადოების, ისე ხელისუფლების მხრიდან. ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი მიიჩნევს ჰომოსექსუალიზმს ავადმყოფობად, ფსიქოლოგიურ აშლილობად ან მორალურ ცოდვად. სხვები შეგნებულად თუ შეუგნებლად იყენებენ ჰეტეროსექსუალურ ნორმებს ჰომოსექსუალებისა და ლესბოსელების მიმართ, ადანაშაულებენ მათ იმაში, რომ ისინინორმალური ადამიანებისმსგავსად არ იქცევიან”.

ოჯახისადმი მიძღვნილ თავში ნათქვამია, რომ, ტრადიციული ოჯახის გარდა, რომელიც გულისხმობს დაქორწინებულ მშობლებს და მათ ბიოლოგიურ ბავშვებს, ევროპელები სხვა ოჯახებადაც ცხოვრობენ, მაგალითად, როგორიცაა: სხვადასხვა თაობისგან შემდგარი ოჯახი; მარტოხელა დედის ან მამის ოჯახი, როცა ერთ-ერთი მშობელი არ ცხოვრობს ოჯახში _ განქორწინებულია ან მიტოვებული ჰყავს ოჯახი, ან გარდაცვლილია, ან სხვა მიზეზების გამოა წასული სახლიდან; დე ფაქტო კავშირი, როცა ორი ადამიანი ერთად ცხოვრობს ქორწინების გარეშე და ასევე ოჯახი, რომელიც ერთნაირი სქესის მშობლებისგან შედგება.

ხოლო სწავლება ჯანმრთელობის, პირადი ჰიგიენის დაცვის, ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკების მოხმარებისა და სწორი კვების გარდა, უსაფრთხო სექსუალური კავშირების შესახებ ინფორმაციის ფლობასაც მოიცავს. როდესაც განათლების მინისტრს შევხვდით, პირდაპირ ვკითხე, აპირებდნენ თუ არა უსაფრთხო სექსის შესახებ მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, მან შეიცხადა და უარყო,_ როგორ გეკადრებათო.

კომპასი _ ეს სახელმძღვანელო მოზარდებისთვის არის განკუთვნილი და მასში განხილული თემები და სავარჯიშოებია: გენდერული თანასწორობა, დისკრიმინაცია და ქსენოფობია, მოქალაქეობა. საგულისხმოა, რომ 7 აგვისტო _ ტრანსგენდერული უფლებებისა და განათლების საერთაშორისო დღე _ ღირსშესანიშნავ თარიღადაა მოხსენიებული.

ვისაუბროთ სექსზე_ ასეთი სპეციალური თავი ეთმობა სექსზე საუბარს, სადაც დასმულია კითხვები: “რომელი ძალების ზემოქმედების შედეგად ვითარდება ჩვენი სექსუალობა? რაზეა დამყარებული ადამიანების ზნეობრივი შეხედულებები სექსუალობის შესახებ? განსხვავდება მონაწილეების დამოკიდებულება სექსუალობის მიმართ მათი მშობლებისა და წინაპრების დამოკიდებულებებისგან?

ზოგიერთი ხშირად დასმული შეკითხვა და განსახილველი თემებია: რა არის სექსუალობა? რა განსხვავებაა ჰეტეროსექსუალ, ჰომოსექსუალ, ლესბოსელ, ბისექსუალ და ტრანსსექსუალ ადამიანებს შორის? არის ჰომოსექსუალობა დაავადება? და ა.შ.

ზოგიერთ ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმი მიღებულია საზოგადოებაში და პარტნიორებს შეუძლიათ, იქორწინონ, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში ეს დანაშაულია და სიკვდილით ისჯება. როგორია ჰომოსექსუალების სქესობრივი ურთიერთობა?” ასევე, მოცემულია, თემები, რომლებიც შეიძლება მოზარდებს შევთავაზოთ განსახილველად: ქორწინების ასაკი (ან სქესობრივი კავშირის დამყარებაზე თანხმობის განცხადების ასაკი) უნდა იყოს განსხვავებული ჰომოსექსუალებისთვის? ბავშვის აყვანა და ქორწინება: უნდა მიეცეთ თუ არა ქორწინების უფლება ჰომოსექსუალთა წყვილებს? ბავშვის აყვანის უფლება?” დააკვირდით, მოსწავლეებისთვის მიცემული დავალება შემდგომში მდგომარეობს: “დაუკავშირდით თქვენს ქვეყანაში არსებული ჰომოსექსუალების ან ლესბოსელების საზოგადოებას. მათ შესახებ ინფორმაციის მოპოვება მოქმედებაზე გადასვლის ერთერთი გზაა. მოიწვიეთ მათი წარმომადგენელი ჯგუფთან სასაუბროდ, რათა გაარკვიოთ, რომელი საკითხები და უფლებებია ყველაზე მწვავე თქვენს ქვეყანაში”.

სახიფათოა სწავლება ბავშვთა უფლებების შესახებ, რომელიც მიმართულია ოჯახის სიმტკიცის, ოჯახში უფროს-უმცროსობის, მშობელთა პატივისცემისა და ოჯახური ტრადიციების წინააღმდეგ, რომელმაც ევროპა იუვენალური ფაშიზმის საფრთხის წინაშე დააყენა. ბავშვებმაგაფუჭებული ტელეფონისთამაშის გზით ერთმანეთს ბავშვთა უფლებების კონვენციის პუნქტები უნდა გაუზიარონ და ოჯახის წევრებს ინტერვიუ ჩამოართვან, თუ რატომ არ მისდევენ ჯანსაღი ცხოვრების წესს. მოსწავლემ უნდა აღწეროს კონფლიქტური სიტუაციები ოჯახში, ასევე, უნდა აიღოს ინტერვიუ ოჯახის წევრებისგან, რატომ არ ცხოვრობენ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ეს არის უპატივცემულობის დანერგვა მშობლების მიმართ. ცხადია, რომ ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტს უტევენ.

საყურადღებოა, რომ მასწავლებელთა გადასამზადებლად დასახელებულ წიგნებს აქვთ შემდეგი წინამძღვარი: სახელმძღვანელო მომზადდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ძალისხმევის საფუძველზე. ერთპიროვნული პასუხისმგებლობა მოცემულ დოკუმენტში ასახული ინფორმაციისა და მასში გამოთქმული მოსაზრებების თაობაზე ეკისრება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრს და ის არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს”, ანუ აცხადებენ, პასუხს არაფერზე ვაგებთო. არ ვიცი, ამას რა შეიძლება ეწოდოს.

_ განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა რამდენიმე ხნის წინათ განაცხადა, რომსამოქალაქო განათლების პრიორიტეტი ქვეყნის ევროპული ორიენტირიდან გამომდინარეობს, აღნიშნული საგნების სწავლება დასავლური ღირებულებების ადაპტირებას ემსახურებადა ჩვენი ევროპული მომავლისთვის აუცილებელია. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს გარკვეული ვალდებულები ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარეც აქვს

_ ევროკომისიის ერთერთი მთავარი რეკომენდაციამოთხოვნაა გენდერის შესახებ სწავლება. არსებობს ევროპის მინისტრთა საბჭოს რეკომენდაცია წევრი სახელმწიფოებისთვის _ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის აღმოფხვრის თაობაზე, რომელიც ასევე უკავშირდება ლგბტთემატიკას. ახალი საგნების შინაარსიც სწორედ იმ რეკომენდაციებს ითვალისწინებს, რომლებსაც ევროკომისია დირექტივად აძლევს საქართველოს. ეს დირექტივები მიზნად ისახავს არა ეროვნული, პატრიოტული და ტრადიციული სარწმუნოებისა და ღირებულებების მიმდევარი პიროვნების ჩამოყალიბებას, არამედ უსახური, უფესვებო, უოჯახო და ეგოისტური მიდრეკილებების მქონე მსოფლიო მოქალაქის აღზრდას, რომელსაც არ ექნება სამშობლო.

მესმის, რთულ პირობებში არიან, ვალდებულება აიღეს და ახლა ასრულებენ, მაგრამ ნუ ამბობენ, თითქოს ეს ქართველი ხალხის არჩევანია. ეს სიცრუეა, ქართველ ხალხს ასეთი არჩევანი არასდროს გაუკეთებია. თანაც, როგორ აკეთებენ ამას? _ საზოგადოების ნების წინააღმდეგ, ტყუილებით, მზაკვრულად.

პირდაპირ ვიტყვი: საქართველოს განათლების მინისტრი, ქალბატონი თამარ სანიკიძე მატყუარაა!

_ წმინდა სინოდმა მოითხოვა ამ საგნების განხილვაში მონაწილეობა სკოლების სასწავლო პროგრამაში მათ შეტანამდე. შესრულდა თუ არა ეს მოთხოვნა?

_ გამოდიან და გაიძახიან, საპატრიარქოს განათლების კომიტეტთან ვთანამშრომლობთო, რაღაც შეხვედრებს აწყობენ, მაგრამ საპატრიარქოს ნათქვამს საერთოდ არ ითვალისწინებენ. ამ პროცესში მონაწილეობდნენ არასამთავრობოებიც. ეს ერთი მუჭა ხალხი, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, ფაქტობრივად, ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი აგენტურაა. მიიწვევენ ამ ხალხს, განიხილავენ რაღაც საკითხს და შემდეგ ამბობენ, ვითომ საკითხის საჯარო განხილვა მოეწყო, არასამთავრობო სექტორმაც მიიღო მასში მონაწილეობა და ყველაფერი რიგზეაო.

_ ინტერნეტში გავრცელდა პეტიცია, სადაც ზოგიერთი ამ საგნების სკოლებში დანერგვას ითხოვს

_ ეს ერთი და იგივე ხალხია, რამდენიმეკაციანი არასამთავრობოები, რომლებმაც ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ პეტიციასაც მოაწერეს ხელი. ეს არის დაქირავებული ხალხი, რომელსაც ხელფასს იმაში უხდიან, რომ ასეთი დაკვეთები შეასრულოს და შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციები ყველა პროცესში მონაწილეობენ. ჩვენნაირ, ეროვნულ პლატფორმაზე დაფუძნებულ ორგანიზაციებს არსად იწვევენ. ვფიქრობ, აღნიშნული საგნების სკოლებში სწავლება დიდი უმრავლესობისთვის მიუღებელი იქნება.

ჩვენი მიზანია, საზოგადოებას გავაგებინოთ, რას აპირებენ, რა სურთ, ასწავლონ მათ შვილებს და არჩევანი ყველამ თვითონ გააკეთოს.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

1 COMMENT

  1. ესღა გვაკლია ხალხო ახალგაზრდების საბოლოოდ დასაღუპად და ზნეობრივად გასანადგურებლად. ნუ აღვიძებთ ნაადრევ ლტოლვას სქესობრივი ცხოვრების უკუღმართობას და ნუ აკვალიანებთ მომავალ თაობას უგზო-უკვლოდ განათლებისათვის, ვის დავალებას ემსახურებით… რა მიზანს ემსახურება ეს? სკოლის მოსწავლეებს რად სჭირდებათ ამ სიბინძურეში გარკვევა, მოვა დრო და ისინი თავად გაერკვევიან ვინ ვინ არის….

  2. ესღა გვაკლია ხალხო ახალგაზრდების საბოლოოდ დასაღუპად და ზნეობრივად გასანადგურებლად. ნუ აღვიძებთ ნაადრევ ლტოლვას სქესობრივი ცხოვრების უკუღმართობას და ნუ აკვალიანებთ მომავალ თაობას უგზო-უკვლოდ განათლებისათვის, ვის დავალებას ემსახურებით… რა მიზანს ემსახურება ეს? სკოლის მოსწავლეებს რად სჭირდებათ ამ სიბინძურეში გარკვევა, მოვა დრო და ისინი თავად გაერკვევიან ვინ ვინ არის….

  3. მივმართავ ამ პროგრამების დანერგვის მსურველებს: თქვენ მამაკაცმა გაგაჩინათ? და საერთოდ, \\\” დოქსოპულოებო\\\”, დედა გყაავთ?

  4. es aris bavshvis psikikaze zemokmedeba. sad arian a dros mshoblebi? ratom ar aprotesteben. es xom pirdapiri dargvevaa bacvshvta uplebebis?. me piradad ar davushveb chemi shvili daeswros amgvar umsgavso gakvetils.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here