Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოკრატიის სახელით

უზნეობა დემოკრატიის სახელით

791

გლობალიზაცია, რომელიც ახლავს სხვადასხვა კულტურის შერწყმის მცდელობას, ფასეულობების სისტემაში _კონფლიქტებს, ადამიანებს შორის გაუცხოებას იწვევს. ევროპამ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქადაგებდა სიტყვისა და ადამიანის თავისუფლებას, თანასწორობასა და ტოლერანტობას და რომელმაც კარგა ხანია, უგულებელყო ქრისტიანობა, დაკარგა ის ფასეულობები, რომლებმაც აქამდე მოიყვანა, სამაგიეროდ, ჩაიძირა სულიერ და ზნეობრივ ქაოსში, სადაც წინა პლანზე წამოწეულია .. ნეოლიბერალური ფსევდოღირებულებები.

საზოგადოდ კი, დღეს .. დემოკრატიული ფასეულობები მხოლოდ ძალაუფლებისა და ეკონომიკური უპირატესობის გაძლიერების გამართლებაა, რომელსაც დასავლეთი იყენებს ქვეყნებისა და ხალხების დასამორჩილებლად. დასავლეთის თანამედროვე ფასეულობების სისტემა _ ეს არის სისტემა, რომელიც აშშმა შექმნა სხვადასხვა ქვეყანაში მათთვის მიუღებელი რეჟიმების დასამხობად დემოკრატიის სახელით. ესფასეულობებიკი ეწინააღმდეგება საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ქრისტიანულ (მართლმადიდებლურ) ტრადიციებს ოჯახის, ერის, განათლების, ზნეობის შესახებ და ეწევა ჰომოსექსუალობის, გარყვნილების, ანტირელიგიური იდეების პროპაგანდას, ამის ნათელი დასტურია აშშის სახელმწიფო მდივნის _ ჯონ კერის მუქარა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე, ამის ნათელი დასტურია ფრანგული გამოცემაშარლი ებდოსანტიმუსლიმანური კარიკატურები, რომელთა გამოც ტრაგედია დატრიალდა; შვედი ლესბოსელიმღვდელმსახურის(?!) განცხადება ეკლესიებიდან ქრისტიანობის სიმბოლოს _ ჯვრის ჩამოხსნის შესახებ, დანიის ქალაქ ოდენსეს ზოოპარკში შოკისმომგვრელი სანახაობის _ ლომის ლეშის გაკვეთის _ ჩვენება ბავშვებისთვის, მასობრივი მკვლელობები ამერიკის სასწავლო დაწესებულებებში _ სკოლებსა და უნივერსიტეტებში და ..

ახალ რუბრიკაში, დროებავ, , ზნეჩვეულებანო” (ციცერონის ფრაზა) გთავაზობთ სწორედ ისეთ ფაქტებს, რომლებიც მიუღებელია არა მხოლოდ ქართველი საზოგადოებისთვის, არამედ ყველა ნორმალური ადამიანისთვის.

დარწმუნდებით, რომ ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/oqtoberfest6.jpg

ოქტობერფესტი _ ფესტივალი პირუტყვივით გასალეშად

ყოველი წლის სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში გერმანიაში, მიუნხენის ცენტრში, რკინიგზის ცენტრალურ სადგურთან ახლოს, ტერეზას მინდვრებზე იმართება დიდი სახალხო სეირნობაგართობა _ ოქტობერფესტი, რომელიც 16 დღეს გრძელდება და რომელშიც მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. მიუნხენური ლუდსახარში კომპანიები სპეციალურად ფესტივალისთვის ასხამენ ალკოჰოლის მაღალი შემცველობის ლუდს (5,8-6,3%).

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/oqt7.jpg

აი, როგორ ისვენებენ საუკეთესო ევროპული ტრადიციების გერმანელები და მათი სტუმრები, როცა ევროპის სახელმწიფოებს, მათ შორის, გერმანიას, ასიათასობით ლტოლვილი უტევს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან: როგორც ფოტოებზეა ასახული, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების საჯაროდ დაკმაყოფილება, პირღებინება იშვიათი მოვლენა არ არის…

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/oqt8.jpg

ამ ღონისძიებისადმი სიტყვა “კულტურის” დამატება ცინიკურია. ერთი შეხედვით, უზნეო არაფერია _ ლუდის მდინარეები, სოსისები, ძეხვები, ატრაქციონები, ღრმადეკოლტიან ბავარიულ კაბებში გამოწყობილი გოგონები… ორიოდე საათის შემდეგ კი, როდესაც “კლიენტები საჭირო კონდინციას” მიაღწევენ, საფესტივალო სივრცეს “კულტურული შოკი” ემართება.

საფრანგეთში ქრისტიანული ტაძრების ნგრევა დაიწყეს

საფრანგეთში 1905 წელს მიიღეს კანონი სახელმწიფოსგან ეკლესიის გამოყოფის შესახებ და მას შემდეგ ტაძრების უმრავლესობა სახელმწიფოს ან კიდევ მუნიციპალიტეტებისა და რელიგიური თემების საკუთრებაში გადავიდა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/wminda--bleizis-samreklos-n.jpg

ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების ფონზე ეკლესიების ნგრევა კიდევ ერთი გააფთრებული შეტევაა ქრისტიანული ფასეულობების წინააღმდეგ.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/aseti-iyo-abevilis-eklesia.jpg

საფრანგეთში ქრისტიანული ეკლესიის ისტორიული შენობების რესტავრირება-რეკონსტრუქციაზე უარს ამბობენ ან ეკლესიებს ცუდად აღადგენენ, შემდეგ კი ანგრევენ.

აბევილის (კანტონი კონფლან-ან-ჟარნიზი, ლოტარინგიის რეგიონი) სენ ჟაკის სახელობის ეკლესია 1878 წელს ააშენეს. ამა წლის თებერვალში კი ქალაქის მერიამ ჩათვალა, რომ ეკლესიის შენობა, რომელსაც მრევლი არ ჰყავდა, ავარიულია და დანგრევა გადაწყვიტა, რადგან რესტავრაციას 1,9 მლნ ევრო დასჭირდებოდა.

აი ასე გამოიყურებოდა აბევილის ეკლესია ძველ ფოტოზე (მარცხნივ). ასეთია დღეს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/jestes-eklesia-2013-wlis-20.jpg

წმინდა ბლეიზის ეკლესიის სამრეკლოს ნგრევა. 2013 წლის 28 იანვარი.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/jestes-eklesia.jpg

ფრანგი ბლოგერები აღნიშნავენ, რომ დანგრეული ეკლესიების რაოდენობა იმატებს. ძეგლების დამცველები, სასულიერო პირები და რიგითი ფრანგები კი უძლურნი არიან, ეს პროცესი შეაჩერონ _ კანონი მათ მხარეს არ არის.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/hellouin.jpg

ჰელოუინი _ ბოროტების დაცინვა თუ გაუაზრებელი წარმართული დღესასწაული

31 ოქტომბერი _ 1 ნოემბრის ღამეს ამერიკელებსა და კანადელებთან ერთად მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღნიშნავენ ჰელოუინის _ წარმართულ დღესასწაულს, რომლის აზრიც ბევრს არც კი ესმის.

“ბოროტებასთან თამაში აუცილებლად აისახება ადამიანის ცხოვრებაზე, ჰელოიუნი კი უკვე კარგა ხანია, გადაიქცა სანახაობად, სადაც ბევრია სისასტიკე, ძალადობა და სექსუალური აღვირახსნილობა. სახის დამახინჯებამ ნიღბებით, რომლებიც დემონურ არსებებს გამოსახავენ, შეუძლებელია, დაღი არ დაასვას ადამიანის ფსიქიკას”, _ გვაფრთხილებენ სასულიერო პირები.

ადამიანების შეშინების მოყვარულები კი ფულსა და დროს არ იშურებენ სამასკარადო კოსტიუმების შესაძენად, “საშინელებების დისკოთეკებსა” და “ფრიკ-ბალებზე” დასასწრებად, თუმცა ბევრი მათგანი არასოდეს დაფიქრებულა, რას ზეიმობს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/policeyskiy_izbil-(1).jpg

ამერიკელმა პოლიციელმა შავკანიანი მოსწავლე გზაზე არასწორად გადასვლის გამო გალახა.

ქალაქ სტოკტონში (კალიფორნია, აშშ) პოლიციელმა შავკანიან მოსწავლეს მხოლოდ იმიტომ სცემა, რომ გადასასვლელზე არ გადავიდა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/saavadmkofo-shvedetSi.jpg

კლინიკა გაუპატიურებული მამაკაცებისთვის

შვედეთის ხელისუფლებამ 15 ოქტომბერს გახსნა მსოფლიოში პირველი საავადმყოფო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცებისთვის. მომსახურება უფასო იქნება, _ იუწყება შვედური გამოცემა Local.

კრიმინალური მოქმედების პრევენციის შვედეთის ნაციონალური საბჭოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2014 წელს შვედეთში 370 საქმე აღიძრა ბიჭებსა და მამაკაცებზე სექსუალური თავდასხმის გამო. შვედეთი გაუპატიურების მაჩვენებლებით ევროპაში პირველ ადგილზეა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/izvrashchenec2.jpg

გარყვნილი ფლორიდელის გატაცება _ ქალის ფეხის სუნი

52 წლის ფლორიდელი მამაკაცი ხშირად სტუმრობდა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას, ოღონდ არა ცოდნის მისაღებადმამაკაცს ბიბლიოთეკაში სტუდენტი გოგონების ფეხების სუნი აღაგზნებდა.

ედი უანი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მიდიოდა და სამკითხველო დარბაზში ერთ-ერთი მაგიდის ქვეშ შეძვრებოდა ხოლმე, რათა დაეკმაყოფილებინა თავისი ამაზრზენი სურვილი: ეყნოსა სტუდენტი გოგონების ფეხის სუნი…

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/465676.jpg

რამდენიმე კვირის წინათ ერთ-ერთმა სტუდენტმა გოგონამ, რომლის ფეხის სუნმაც, როგორც ჩანს, ისე გააბრუა გარყვნილი მამაკაცი, რომ სიფრთხილე დააკარგვინა, მაგიდის ქვეშ მის ფეხებთან განრთხმულ ფეტიშისტს ფოტო გადაუღო.

დაცვის თანამშრომლებმა ვიდეოჩანაწერებზე ნახეს, რომ მოულოდნელი “ფოტოსესიის” შემდეგ მაგიდის ქვეშ შემძვრალი ედი უანი სასწრაფოდ წამოხტა, დაიხურა თეთრი კეპი, გაიკეთა შავი სათვალე, დაჯდა მოპედზე და ბიბლიოთეკას სასწრაფოდ გაეცალა, მაგრამ სამართალდამცველებს ვერ დაემალა…

ქალის ფეხები ედი უანის ერთადერთი უჩვეულო გატაცება არ არის. 1992 წელს ის მოზარდის გარყვნის გამო დააპატიმრეს.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here