Home რუბრიკები პოლიტიკა შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ?

შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ?

624

უკრაინულივიკილიქსისმიერ რამდენიმე დღის წინათ გავრცელებულმა ჩანაწერებმა, რომლებშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების წინააღმდეგ პროვოკაციულ მოქმედებებზე ესაუბრება თანაპარტიელ გიგა ბოკერიასა დარუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას, გააჩინა ეჭვი, რომნაციონალური მოძრაობახელისუფლების სათავეში დასაბრუნებლად სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობდა

ამ ეჭვის საფუძველი კი არის “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის _ გოკა გაბაშვილის, “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი ლიდერის _ გიგა ბოკერიას მეუღლის _ თამარ ჩერგოლეიშვილისა და საქართველოს პრეზიდენტის _ გიორგი მარგველაშვილის განცხადებები უკრაინული “ვიკილიკსის” მიერ ჩანაწერების გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე.

 მანამდე კი, 2014 წლის 9 მაისს, იყო “რუსთავი 2”-ის გენდირექტორის _ ნიკა გვარამიას ეს განცხადება (სტილი დაცულია):

2014 წლის 9 მაისი.

ნიკა გვარამია, “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი:

“როგორც კი ერთმა ჩემმა მეგობარმა შეგპირდათ, ჯოჯოხეთს მოგიწყობთ ნამდვილად, ყველაფერი გამოაშკარავდება თავის დროზე, ამაზე უარესი ამბების გამოაშკარავებასაც გპირდებით”.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/goka.jpg

17 ოქტომბერი, 12 დღით ადრე სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნებამდე. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგანცხადება, რომელიც წაიკითხა გოკა გაბაშვილმა:

“ჩვენ დავიწყებთ ფართო საპროტესტო მოძრაობას, მასობრივ მანიფესტაციებს, და, განსხვავებით ბოლო სამი წლის განმავლობაში გამართული ჩვენი ხალხმრავალი საპროტესტო აქციებისგან, ეს არ იქნება ერთჯერადი ხალხმრავალი პროტესტი, არამედ მიიღებს გრძელვადიან პერმანენტულ სახეს და მათ შორის მოხდება სამთავრობო შენობების პიკეტირება”

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/tamara.jpg

22 ოქტომბერი, სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნებამდე ერთი კვირით ადრე.

თამარ ჩერგოლეიშვილი:

“ჩვენ გვაქვს გეგმა “ბე”, რომლის მიხედვითაც აუცილებლად ვიმოქმედებთ. ივანიშვილი ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს ვერანაირი მეთოდით, ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ამისთვის ჩვენ რესურსი გვაქვს, ინტელექტუალურიც და სხვაგვარიც”.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/margvela.jpg

22 ოქტომბერი, სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნებამდე ერთი კვირით ადრე.

გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი:

“ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა მოახდინა პოლიტიკური კლიმატის ესკალაცია და შექმნა კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისა და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები”.

ახლა თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნა, ძვირფასო მკითხველო, _ აწყობდა თუ არანაციონალური მოძრაობაშეთქმულებას სახელმწიფოს წინააღმდეგ და იცოდა თუ არა ამის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტმა

1 COMMENT

  1. რა თქმა უნდა აწყობდა შეთქმულებას ამჟამინდელი ხელისუფლების დასამხობად, ანუ სახელმწიფო გადატრიალებას! ამას გარდა მაგათ უკვე შედგენილი აქვთ სიები ამჟამინდელი ხელისუფლებიის მომხრეები როგორ და რა მეთოდებით აწამონ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here