Home რუბრიკები საზოგადოება ვანო ჯავახიშვილი მონოლოგებს იღლიებში ყავარჯნებითა და ხელში ცოცხით წაიკითხავს

ვანო ჯავახიშვილი მონოლოგებს იღლიებში ყავარჯნებითა და ხელში ცოცხით წაიკითხავს

686

ქართული მედიასაშუალებების უმეტესობამ გასული კვირა და მიმდინარე კვირის დასაწყისიც მეტწილად ისევ და ისევ ტელეკომპანიარუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დაუთმო.

ამჯერად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ “დაუყოვნებელი აღსრულების” წესის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის მიღების გარდა, განხილვის მთავარი თემა იყო ის, რა ბედი ელით “რუსთავი 2”-ის თანამშრომლებს, თუკი ეს ტელევიზია მართლაც გადავიდა ქიბარ ხალვაშის ხელში.

ასეთ მსჯელობებს საფუძველი ჩაუყარა სააკაშვილ-გვარამიას კიდევ ერთმა ფარულმა სატელეფონო ჩანაწერმა, რომელიც უმალ გავრცელდა, და რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი ყოფილ პროკურორს პირდაპირ ეუბნება: დაიბარე თანამშრომლები და აუხსენი, რომ, თუ ტელევიზია ქიბარის ხელში გადავიდა, მაგათ ყველას აუცილებელად გაყრიან”.

როგორც ჩანს, “რუსთავი 2”-ის კოლექტივში, მკვეთრი დაპირისპირება თუ არა, გარკვეული ყოყმანი და ფიქრი მაინც არის.

ასეთი შიშის მთავარი მიზეზი გახდა ის, რომ ამ ტელევიზიის ეზოში “თავისუფალი სიტყვის” დაცვის საბაბით შეკრებილი ხალხის რაოდენობამ სასამართლო პროცესიდან პროცესამდე მკვეთრად იკლო და გასულ პარასკევს “რუსთავი 2”-ის გაწბილებულ წამყვანს ისღა დარჩენოდა, დილიდან საღამომდე ეძახა ეთერში: “ხალხი ჩვენი ტელევიზიის დასაცავად მოსვლას აპირებს”. ვერ დაგიზუსტებთ, საიდან იცოდა “რუსთავი 2”-ის გულთმისანმა წამყვანმა, რას აპირებდა ხალხი, მაგრამ ფაქტია, რომ იგი ამ შემთხვევაში ძალიან უიღბლო “ვანგა” გამოდგა და საბოლოოდ, ნიკა გვარამიამ “უხალხობა” ჯერ ამინდს და არც ისე ძლიერ წვიმას დააბრალა, ბოლოს კი გაიქაჩა: მოვუწოდებთ მხარდამჭერებს, რომ აღარ მოვიდნენ ჩვენ მხარდასაჭერად, რადგან მათ უსაფრთხოებაზე პასუხს ვერ ვაგებთ”-.

ასე იყო თუ ისე, “რუსთავი 2”-ის თანამშრომლებმა, თუ სხვამ ვერავინ, საკუთარი თავი, მგონი, მართლაც დაირწმუნეს, რომ კარის ზღურბლზე მისული და უკვე ქუჩაში გასავარდნად გამზადებული ათიათასობით მხარდამჭერი თავადვე შეაბრუნეს სახლებში და მთავარი აქცენტი ფინასურ თანადგომაზე გადაიტანეს.

ანუ, მათი თქმით, პრიორიტეტი ის უფროა, რომთავისუფალი სიტყვისუამრავმა მხარდამჭერმა გადარიცხოს ფული, ვიდრე მოვიდეს და დადგესრუსთავი 2”-ის ეზოში.

სხვათა შორის, ეს ხმები მართლაც დაგვიდასტურა “რუსთავი 2”-ის სამზარეულოში შეპარულმა ჩვენმა აგენტმა, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამია და მისი ქვეშევრდომნი აპირებენ, უფრო დამაჯერებლად ემათხოვრონ საზოგადოებას.

“მე მგონი, აქციებსა და მიტინგებზე რომ გვქონდა ყურადღება გადატანილი, მათხოვრის როლი კარგად ვერ ვითამაშეთ და ამიტომ ძალიან ცოტა თანხა გადმოირიცხა ჩვენს ანგარიშზე”, _ დაუწუწუნია სპეციალურ თათბირზე პროკურორ-დირექტორს.

ამავე თათბირზე გადაწყდა, რომ აწი არხის მთავარი მათხოვრის ფუნქციას ვანო ჯავახიშვილი შეასრულებს. ჩვენი შეპარული კორესპონდენტი იტყობინება, რომ ვანოს მონოლოგები მთლიანად დაეთმობა მათხოვრობას, რადგან ხუმრობები მაინც უკბილოა და ასეთ დებილურ ხუმრობებს ალალი მათხოვრობა ჯობიაო,_ უთქვამს არხის ხელმძღვანელობას.

რაც მთავარია, გადაწყვეტილია, რომ ვანო ჯავახიშვილი მათხოვარს გარეგნულადაც დაამსგავსონ, უფრო ზუსტად, საუბარია ჩაცმულობასა და რეკვიზიტზე, თორემ გარეგნულად ისედაც რომ ჰგავს და შინაგანად ისედაც რომ არის მათხოვარი, სწორედ ამიტომაც დააკისრეს არხის მთავარი მათხოვრის როლი.

მოკლედ, უკვე გადაწყვეტილია, რომ მომავალ გადაცემებს ვანო ჯავახიშვილი იღლიაში ამოჩრილი “კასტილებით” წაიყვანს, ხელში კი ცოცხი და ბოთლი ეჭირება, რა თქმა უნდა, იატაკზე დაგდებული ცილინდრის თანხლებით.

“ცილინდრი ჯანდაბას, მაგრამ ყავარჯენმა, ცოცხმა და ბოთლმა, მათხოვარი არა და, სხვა რაღაცები არ მოაგონოს მაყურებელს და კიდევ უფრო არ გააღიზიანოს ჩვენ მიმართო”, _ ეჭვი გამოუთქვამს “რუსთავი 2”-ის ზოგიერთ, შედარებით გონიერ თანამშრომელს, მაგრამ, ვინაიდან მათხოვრისთვის შესაფერისი სხვა უკეთესი ვერც ფორმა მოიფიქრეს და ვერც კანდიდატურა, არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, ჯერჯერობით მაინც, ძალაში რჩება.

გადაწყვეტილია ისიც, რომ, რადგან ბიძინა ივანიშვილს არ აქვს იუმორის აღქმის უნარი, დღეიდანრუსთავი 2”-ელი . . იუმორისტები შეწყვეტენ ბიძინაზე უკბილო ხუმრობებს და გასაგები ქართულით, მარტივად და პირდაპირ სთხოვენ მას ბანკის კრედიტების დაფარვას.

როგორც შევიტყვეთ, ისინი ისე გაღორებულან და “ნაცების” უძლეველობის იმედად იმხელა კრედიტები აუღიათ და ისეთი სახლები და ავტომობილები უყიდიათ, რომ, სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში, შესაძლოა, მართლაც შავ დღეში აღმოჩნდნენ…

დიდუ აგირაია

1 COMMENT

  1. რა თქმა უნდა ,რუსთავი2-ის თანამშრომლებს სამსახურის დაკარგვის შიში აქვთ,მაგრამ ჩემის აზრით,მათ კიდევ იმისიც ეშინიათ,რომ ვაითუ ამ მთავრობამ კიდევ დაუთმოს ნაციონალებს და მხარი თუ არ დაუჭირეს გვარამიას,მერე ამ მხრიდან დაკარგავენ სამსახურს.სამსახურის დაკარგვა კი დღევანდელ დღეს არც ისე ადვილია.საწყლები ორ წყალს შუა არიან.

  2. აფსუს, რა ნიჭიერი იუმორისტი აღმოჩნდა კონფორმისტის ტყავში… მეცოდება ვასო. ფაქტია, რომ მიშას ლანძღვაზე გულიანად ეცინება უკვე,

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here