Home რუბრიკები საზოგადოება რა აკავშირებს ჰელოუინს სატანიზმთან და ვინ და რატომ გადაწყვიტა საქართველოს საჯარო სკოლებში...

რა აკავშირებს ჰელოუინს სატანიზმთან და ვინ და რატომ გადაწყვიტა საქართველოს საჯარო სკოლებში მისი აღნიშვნა

1126

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა, სასულიერო პირებმა და მრევლმა რამდენიმე დღის წინათ განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს და საქართველოში, კონკრეტულად კი საჯარო სკოლებში, ჰელოუინის, როგორც სატანისტური დღესასწაულის, აღნიშვნა გააპროტესტეს. 

ჰელოუინს ყოველი წლის 31 ოქტომბრის ღამეს აღნიშნავენ ამერიკასა და ევროპაში. ეს არის წარმართული კელტური დღესასწაული, რომელიც ბოროტი სულების განდევნასა და დაშინებას ისახავს მიზნად და, ძირითადად, კოსტიუმირებულ სანახაობას წარმოადგენს. რამდენიმე წელია, მას საქართველოშიც აღნიშნავენ, მაგრამ ამჯერად, საპროტესტო აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ზეიმის ორგანიზება სკოლის დირექტორებს დაავალესვინ და რატომ გადაწყვიტა სკოლებში ჰელოუინის აღნიშვნა, რა საფრთხეს ხედავს ამ, ერთი შეხედვით, გასართობი ღონისძიების მიღმა ეკლესია და რა აკავშირებს ამ დღესასწაულს სატანიზმთან _ ამ საკითხებზესაქართველო და მსოფლიოსაქციის ორგანიზატორები და მონაწილეები _ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ხელმძღვანელი ავთანდილ უნგიაძე და დაბა კაზრეთის წმიდა სამების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილ ქიტუაშვილი ესაუბრნენ.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/ungiaze_2106.jpg

ავთანდილ უნგიაძე, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ხელმძღვანელი:

_ ჰელოუინი რომ წარმართული დღესასწაულია, ყველასთვის ცნობილია. საქართველოს საპატრიარქომ ჯერ კიდევ 2009 წელს აღნიშნა, რომ ამ ე.წ. დღესასწაულის ჩატარება და მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობა ქრისტიანისთვის ყოვლად დაუშვებელია, ვინაიდან ასეთ ღონისძიებაში მონაწილე პირი, ნებსით თუ უნებლიედ, კერპთაყვანისმცემლობას აღიარებს და ეკლესიას ღალატობს.

ჰელოუინის, რომელიც თავისი წარმოშობით წარმართული, დღეს კი უკვე ოკულტური დღესასწაულია, მართალია, კარნავალის სახე აქვს, მაგრამ ღონისძიების მიმდინარეობისას სხვადასხვა რიტუალი ტარდება და მასში მონაწილე ადამიანი თავისთავად ამ რიტუალის თანამონაწილეც ხდება. დაუშვებელია, ამგვარი ღონისძიების სკოლებში გამართვა.

_ უკვე რამდენიმე წელია, ჰელოუინს საქართველოშიც აღნიშნავენ, მაგრამ ამჯერად სკოლებში გადაწყვიტეს მისი აღნიშვნა?

_ დიახ, აქამდე მას სკოლებში არ აღნიშნავდნენ, თუმცა ადრეც იყო მცდელობა, მაგრამ იმხანად საპატრიარქომ გააკეთა განცხადება და ჩვენც სკოლები შემოვიარეთ, განვუმარტეთ, თუ რას წარმოადგენდა ეს ე.წ. დღესასწაული. როგორც ვიცი, მაშინ უარი თქვეს ამ ღონისძიების ჩატარებაზე.

შარშან ეს ღონისძიება ნიუტონის სკოლაში ჩატარდა, იქაც მივედით, გავაფრთხილეთ, ავუხსენით, რას წარმოადგენს ეს დღესასწაული, მაგრამ რთულია, კერძო სკოლას რაიმე მოსთხოვო. წელს ვაკის პარკთან ფრანგული სკოლა რომ არის, იქ აღნიშნეს ჰელოუინი და მას ერთგვარი ქველმოქმედების სახე მისცეს. თითქოს ორჭოფობენ, თავადაც არ სურთ ამ დღესასწაულის აღნიშვნა, მაგრამ ფაქტია, ეს რაღაც ძალებს სურთ.

_ აქციაზე ითქვა, რომ განათლების სამინინისტროს რესურსცენტრის წარმომადგენლები სკოლებში მიდიან და დირექტორებს ჰელოუინის აღნიშვნას სთხოვენ.

_ დიახ, ჩვენ ზოგიერთი სკოლიდან გვქონდა ინფორმაცია, რომ რესურსცენტრის წარმომადგენლები მივიდნენ სკოლების დირექტორებთან და ჰელოუინის აღნიშვნის მითითება მისცეს. პირდაპირ ვამბობთ: საქართველოში ჰელოუინის, ამ წარმართული დღესასწაულის დაწესება ამერიკის საელჩოს სურს.

_ რა მიზანი შეიძლება ამოძრავებდეთ?

_ ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რისთვის სჭირდებათ ეს ყველაფერი? ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საზოგადოების დემონიზაცის მიზნით ხდება, დასავლეთში უკვე წარმატებითაც განხორციელდა. თუ ადრე აშშში შობა იყო მთავარი დღესასწაული, დღეს ის, ფაქტობრივად, ჰელოუინმა ჩაანაცვლა.

საქართველოში მათ ეკლესიის გავლენა, მრევლის რაოდენობა და ეკლესიისადმი მოსახლეობის დიდი ნდობა აშფოთებთ. ამიტომ ასეთი მეთოდებით ცდილობენ, ებრძოლონ მართლმადიდებლობას.

მათი მცდელობა გასაკვირი არაა, მაგრამ ამ ყველაფერში რომ სახელმწიფო უწყება მონაწილეობს, სწორედ ეს არის საგანგაშო.

_ აქციის მონაწილეებთან განათლების სამინისტროს წარმომადგენელი მივიდა, თუ გამოიღო აქციამ შედეგი?

_ მინისტრი არ შეგვხვდა, ამის იმედი არც გვქონდა, მაგრამ სამინისტროს წარმომადგენელი გამოვიდა და ვესაუბრეთ. იმედი გვაქვს, ამ აქციით ყველას დავანახვეთ, რომ საზოგადოებას, მცირე გამონაკლისის გარდა, ეს ყველაფერი არ მოსწონს და ასეთი ღონისძიებების ჩატარება სკოლებში ყოვლად დაუშვებელია.

_ აქციაში სასულიერო პირები მონაწილეობდნენ, თუმცა საპატრიარქო თქვენს აქციას გაემიჯნა და მხოლოდ სპეციალური განცხადება გაავრცელა

_ ეს არ არის საპატრიაროს განცხადება, ეს არის კერძო პირების განცხადება. რა დასამალია, ყველამ ვიცით, რომ, თუ ადრე სოსო თოფურიძე და გიგი უგულავა მიდიოდნენ საპატრიარქოში და, რაც არ მოსწონდათ, იმას არ აკეთებინებდნენ, დღეს ვითარება არ შეცვლილა. ვიცით, დღეს ვინც მიდის ამ მიზნით საპატრიარქოში, მაგრამ გვარებს არ დავასახელებთ

ასე რომ, ეს არ არის პატრიარქის პოზიცია. კი, ბატონო, მათ შეეძლოთ, ეთქვათ, რომ ამ აქციის ორგანიზატორები არ იყვნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, გაემიჯნენ და ასეთი განცხადება გაავრცელეს. ასეთი განცხადება საპატრიარქოს მხრიდან არასწორად მიგვაჩნია, რადგან ზოგიერთმა სკოლამ, შესაძლოა, გამოიტანოს დასკნა, თითქოს საპატრიარქო მსგავსი ღონისძიების ჩატარების მომხრეა. თუ ასეთი რამ მოხდა, გარკვეული პასუხისმგებლობა იმ პირებსაც დაეკისრებათ, რომლებმაც ეს განცხადება გაავრცელეს.

საპატრიარქოს ასეთი განცხადებისკენ, შესაძლოა, იმან უბიძგა, რომ აქციაზე განათლების მინისტრის გადადგომის საკითხი დავაყენეთ. ალბათ, ჩათვალეს, რომ ეს პოლიტიკური განცხადება იყო და გაემიჯნენ. ჩვენ მხოლოდ უზნეობას ვეწინააღმდეგებით, გავაპროტესტეთ სკოლებში სწავლება ორი საგნისა _ “მე და საზოგადოებადაჩვენი საქართველო”. დაპირების მიუხედავად, განათლების სამინისტრო ამ საგნების სწავლებას მაინც აპირებს. ჩვენ ვნახეთ პედაგოგებისთვის შექმნილი მასწავლებელთა მოსამზადებელი სახელმძღვანელოები, რომლებიდანაც ცხადი ხდება, რომ პროექტის მიხედვით, პედაგოგებმა მოზარდებს განსხვავებული ორიენტაციის პირების როლის თამაში უნდა შესთავაზონ. ეს საგნები სწორედ ლგბტსაკითხების სკოლებში დანერგვასა და პოპულარიზაციას ემსახურება. ეს არის დასავლეთის დაკვეთა, დიდი ხანია, ეს ვიცით.

ამიტომ ვამბობ, ბრძოლა აუცილებელია. თუ საზოგადოება არ იაქტიურებს, ისინი თავისას გაიტანენ და ამ საგნებს სასწავლო პროგრამაში ჩართავენ, რაც ჩვენი შვილებისთვის დამღუპველი იქნება.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/mama-archil-kituashvili-1ff.jpg

დეკანოზი არჩილ ქიტუაშვილი, დაბა კაზრეთის წმიდა სამების ტაძრის წინამძღვარი:

_ მორწმუნე ქრისტიანისთვის ჰელოუინში მონაწილეობა კატეგორიულად დაუშვებელია. სწორედ ამის განმარტება გვსურს განათლების სამინისტროსთვისაც და მორწმუნე ერისთვისაც. ეს გასართობი დღესასწაული არ არის. სატანის თაყვანისცემა სატანის თაყვანისცემად დარჩება, მიუხედავად იმისა, ჩვენ ამით ვერთობით თუ სერიოზულად აღვიქვამთ.

დაუშვებელია, მორწმუნე ადამიანმა მსგავს დღესასწაულში მიიღოს მონაწილეობა.

_ რატომ არიან რესურსცენტრის წარმომადგენლები დაინტერესებულები ამ დღესასწაულის სკოლებში აღნიშვნით?

_ ალბათ, ჩვენი ტრადიციული მართლმადიდებლური დღესასაწაულების ამ გაურკვეველი დღესასწაულებით ჩანაცვლება სურთ. ვაპროტესტებთ ამგვარი ღონისძიებების სკოლებში ჩატარებას და ვთხოვთ განათლების სამინისტროს, მისი აღნიშვნა არავის დააძალოს. მორწმუნე ადამიანებს, რომლებიც თავს მართლმადიდებლად და ეკლესიის წევრად მიიჩნევს, ვურჩევთ, მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიიღონ.

_ საქართველოს საპატრიარქომ განაცხადა, რომ თქვენს სულისკვეთებას არ იზიარებს. რატომ გაემიჯნა საპატრიარქო თქვენს აქციას?

_ ვერ ვხვდები, რას ნიშნავს “ჩვენი სულისკვეთება” და ამ შემთხვევაში საპატრიარქო რას ემიჯნება. ის, რომ ჰელოუინის აღნიშვნა ქრისტიანისთვის მიუღებელია, ამას საპატრიარქო ვერ გაემიჯნება! ვფიქრობ, საპატრიარქოს მცდარი ინფორმაცია მიაწოდეს.

_ აქციას სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურნენ. ბევრმა აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც სასულიერო პირები ჰელოუინს აპროტესტებენ, რატომ არ გმობენ ბერიკაობას, ჭიაკოკონობას, ლომისობის დღესასწაულზე ტაძრის ეზოში ცხოველების მსხვერპლშეწირვასო. თუმცა, ვიცი, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გმობს წარმართული დღესასწაულების აღნიშვნას, მაგალითად, ჭიაკოკონობის

_ ნებისმიერ იმ დღესასწაულში, რომელიც წარმართობასთან არის დაკავშირებული, მართლმადიდებელი ქრისტიანის მონაწლეობა კატეგორულად აკრძალულია. რაც შეეხება ლომისობას, ნამდვილად არ ვიცი, იქ რა და როგორ ხდება, ამიტომ კომენტარისგან თავს შევიკავებ. თუ ვინმე თავის ეზოში ცხვარს დაკლავს და დღესასწაულს აღნიშნავს, ეს სულ სხვა თემაა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ხშირად სასულიერო პირებს ნაკლებად ეკითხებიან, როდესაც ეკლესიის ეზოში ცხოველს კლავენ. რაც შეეხება ბერიკაობასა და ჭიაკოკონობას _ ეს წარმართული, არაქრისტიანული დღესასწაულებია და ქრისტიანმა მასში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here