Home რუბრიკები პოლიტიკა თუ ბიძინას არ სცალია, იქნებ ვინმემ მაინც წაუკითხოს “ქვათა ღაღადი”!

თუ ბიძინას არ სცალია, იქნებ ვინმემ მაინც წაუკითხოს “ქვათა ღაღადი”!

1037

ბიძინა ივანიშვილი შეცდომას შეცდომაზე უშვებს. მისი პირველი შეცდომა იყო კოალიცია “ქართულ ოცნებაში” ირაკლი ალასანიასა და მისი თანაგუნდელების შეყვანა და არჩევნების შემდეგ საკვანძო თანამდებობებზე დანიშვნა, რასაც მოგვიანებით მათი დათხოვნა და ალასანიას ტყუილების თქმაში დადანაშაულება მოჰყვა. 

მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ აღიარებს, მისი კიდევ ერთი შეცდომა ურეიტინგო რესპუბლიკელებისთვის, რომლებიც ქართველი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტისა და მინისტრების პორტფელების ჩამორიგება, ანუ ხელისუფლების გადაბარება; შეცდომაა ქართველი ერის წინაშე დამნაშავენაციონალურ მოძრაობასთანკოჰაბიტაცია, თბილისის მერად _ დავით ნარმანიას, პრეზიდენტად კი პლასტელინა გიორგი მარგველაშვილის დანიშვნა, რომელიც ვერაფრით გამოიყვანეს მიხეილ სააკაშვილის აშენებული სასახლიდან

მაგრამ ის, რაც ამა წლის 31 ოქტომბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის სურბ გევორქის საკათედრო ტაძრის ხელახალი კურთხევისა და გახსნის ცერემონიაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ყოველგვარ ზღვარს სცდება:

ამდენი საუკუნეა, ჩვენ მეზობლად ვცხოვრობთ და ძალიან ცოტა წყენა შეიძლება გავიხსენოთ (?! _ ..). კამათი, რაც ორ ერს შორის გრძელდება, შეიძლება ითქვას, არის ძალიან სასიამოვნო (?!) და სიმბოლური. ჩვენ ვკამათობთ, რომელი კულტურის ძეგლი ვის ეკუთვნის. თუ ისტორიას ვუყურებთ, სახელმწიფოებს შორის მეგობრობა ძალიან რთულია. ჩვენ მრავალი საუკუნის განმავლობაში ძმობისა და მეგობრობის მეტი არაფერი გაგვიკეთებია(?). სომხური ეკლესიის რესტავრაცია დასრულდა, ის საოცრად ლამაზია. ამაში მეც მივიღე მონაწილეობა და ძალიან ამაყი ვარ”.

ყოფილი პრემიერმინისტრის ამ მოკლე განცხადებაში საქართველოს ისტორიისა და ქართულ-სომხური ურთიერთობების უცოდინარობა გამოსჭვივის. თავი რომ დავანებოთ საუკუნეების განმავლობაში სომეხთა უმადურობას (სომხეთის სამეფოს დაცემის შემდეგ ბევრმა სომეხმა თავი საქართველოს შეაფარა, ბევრმა სომეხმა, აგრეთვე, შეაფარა თავი საქართველოს, როდესაც თურქებმა თავიანთი ქვეყნიდან გამოდევნეს), ღალატსა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ძირგამომთხრელ საქმიანობას (იხ. ივ. ჯავახიშვილი, “საქართველოს საზღვრები”), ჯავახეთის მოსახლეობაზე თავდასხმებს (შ. ლომსაძე, “სამცხე-ჯავახეთი”, 1975 წ.), ქართველთა დაუძინებელ მტერ აღა-მაჰმად-ხანთან თანამშრომლობას ქართლ-კახეთის ასაოხრებლად (ს. ქვარიანი, “ქართული ერის ისტორია”. 1919 წ.), მათ მონაწილეობას სამეფო ტახტიდან ბაგრატიონთა ჩამოცილების საქმეში (ალ. ჯამბაკურ-ორბელიანი, “მეფე ერეკლეს ცოტა-ცოტა ამბები”), ბატონ ბიძინას, ეტყობა, არაფერი სმენია სომეხთა პრეტენზიაზე საქართველოს ძირძველი ტერიტორიების მიმართ, აგრეთვე, პრეტენზიაზე, რომ თურმე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ეკლესიებიდან 442 (იმაზე მეტი, ვიდრე სომხეთშია) მათი აშენებულია და, შესაბამისად, მათ ეკუთვნის (აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემულ ჩამონათვალში ტაძრებისა, რომელთა საქართველოს იურისდიქციიდან გამოყვანა და ეჩმიაძინისთვის დაქვემდებარება სურს სომხურ ეკლესიას, არ შეიყვანეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე არსებული 221 ეკლესია, ამით ეს ტერიტორიები საქართველოს შემადგენელ ნაწილებად არ ცნეს). ყოფილ პრემიერსა და ამჟამად საქართველოს პირველ მოქალაქეს, ჩანს, იმაზეც არაფერი სმენია, რომ სომხები თავიანთ კუთვნილებად აცხადებენ ქართულ “საფერავს”, ხაჭაპურს, მაწონს, ჩურჩხელას, სოფიკო ჭიაურელსა და ქეთი მელუას _ სომხებად; ალბათ, არც ის იცის, რა ხდება ქობულეთში და რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს საქართველოს სამცხე-ჯავახეთიდან.

მართალია, ბიძინა ივანიშვილს უყვარს ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიაზე საუბარი, “სოთბისადაკრისტისაუქციონებში მონაწილეობა, პაბლო პიკასოს აბსტრაქტული ნახატიდორა მაარი კატით” (95 მლნ დოლარად შეიძინა), ჰენრი მურისა და ბერნარ ვენეს სკულპტურები, ზვიგენები და პინგვინები, მაგრამ ჩანს, საქართველოს ისტორიასთან მწყრალად არის, ამიტომ შევახსენებთ დიდი ილია ჭავჭავაძისქვათა ღაღადს”, რომელიც 1899 წელს დაიწერა და გაზეთივერიაშიგამოქვეყნდა სათაურითსომეხთა მეცნიერებანი და ქვათა ღაღადი”.

მაშ ასე, რამდენიმე ამონარიდი ილია ჭავჭავაძის “ქვათა ღაღადიდან”:

ჩვენისთანა დაბრიყვებული, დაბალ ღობედ მიჩნეული ერი, ჩვენისთანა სახელგატეხილი ძნელად თუ სხვა მოიპოვება დედამიწის ზურგზე. ვინც გნებავთ, ზედ გვაბოტებს, ან გვქელავს და მიწასთან გვასწორებს. ლამის კავკასიის ქედს აქეთ ჩვენი ხსენება გააჩანაგონ, ქართველების სახელი დედამიწის ზურგიდამ აღგავონ და ჩალასავით ქარს გაატანონ. თითქო არც ოდესღაც ვყოფილვართ, არც დღესა ვართ… სულით დაბალნი, ჭკუაგონებით ჩლუნგნი, ზნეობადაცემულნი, სულელნი, უსწავლელნი, გაუნათლებელნი, გაღატაკებულნი, ფლიდნი, პირისგამტეხნი, მხდალნი-ლაჩარნი _ აი ჩვენის სულიერ და ხორციელ ავლა-დიდების სურათი! აი რანი ვყოფილვართ, რანი ვართ დღეს იმათის სიტყვით, ვისაც ასე თვისდა სასარგებლოდ მიუჩნევია ჩვენის სახელის გატეხა, ჩვენი მიწასთან გასწორება. წერით თუ სიტყვით, შინ თუ გარეთ წელებზე ფეხს იდგმენ, რომ ქვეყანა დააჯერონ, ვითომც ჩვენ სწორედ ასეთი უხეირონი და უღირსნი ვყოფილვართ და დღესაც ასეთნივე ვართ, თუ არ უარესნი. ამისთანა დაღით შუბლზე გაისტუმრეს ქართველის სახელი ევროპაში, საცაკი ენა და კალამი მიუწვდებოდათ

* სიტყვითა და კალმით ქვეყანას ეფიცებიან, ვითომც კავკასიის ქედს აქეთ ტიგრისა და ეფრატის სათავეებამდე, თითქმის შავის ზღვიდამ კასპიის ზღვამდე, ეგრეთ წოდებული არმენია(ვითომც სომხეთი) ყოფილა ათადამ-ბაბადამ დღევანდლამდე, და თუ სადმე ვიღაც “ვრაცები” ყრილან _ ერთი ათიოდე ბოსლის ადგილი თუ სჭერიათ…

* ამ სახით ხომ გვართმევენ ყოველს ეროვნულს ღირსებას, სთითხნიან ჩვენს ვინაობას, და რომ სულ მთლად ბოლო მოგვიღონ ქვეყნის წინაშე, გვიბათილებენ მთელს ჩვენს ისტორიასაც, ჩვენს ისტორიულს მატიანეებს, ისტორიულს ნაშთსა და სახსოვარსა, მთელს ჩვენს სისხლითმოსილს ღვაწლს ქრისტიანობისათვის შეწირულსა, და ყოველს ამას თითონ იჩემებენ დიდის გაძვრენგამოძვრენითაეს რა შავი ყორანია, რომ თავს დაგვტრიალებს, ზედ დაგვყეფს და დაგვჩხავის?!

* ვის მოუვა ფიქრად, რომ ბოროტის მხილებას კრიჭა შეუკრას ვისამე წყენის შიშითა, თუ არ დოყლაპია ლიბერალისა… თუ მარტო ბალღების საცდენად და საფრთხობლად არ მოაქვთ აქ უადგილოდ ლიბერალობა, რატომ ამავე მიზეზით იმ გუნდს სომხებისას პირში კაპს არ ამოსდებენ, რომელთა მეცნიერნი, საცა გინდათ თუ არ გინდათ, ქართველს ერს _ დიახ, მთელს ქართველ ერს! _ თავზე ლაფს ასხმენ ქვეყნის წინაშე და საფლავს უთხრიან…

* არა ერთი და ორი მაგალითია იმისი, რომ ცდილან, ნიშანი ქართველობისა დაუკარგონ ძველს შენობას, ტაძარს თუ მონასტერს, ამოფხიკონ ქვაზედ ნაწერი ქართული ან წაშალონ, ან მთელი ნაჭერი ქვა შენობიდამ ამოიღონ და მის მაგიერ სხვა ჩასვან სომხურის წარწერითა. განსვენებული დ. ბაქრაძე მოგვითხრობს ერთს ამისთანა მაგალითს, რომელიც გვანიშნებს ამ მშვენიერ უნარს სომხების ერთგვარ გუნდისას. ართვინში ერთი დიდი ეკკლესიაა თურმე ძველის-ძველი. იქაურს სომხობას მოუწადინებია მზამზარეულად ამ ეკკლესიის დაჩემება. მინამ დაიჩემებდნენ, ბერძნები შესცილებიან, _ ეგ ეკლესია ძველთაგანვე ქართველებისა ყოფილა, მაშასადამე, ჩვენთვის, ვითარცა მართლმადიდებლებისათვის, უფრო უპრიანიაო. ამ ეკკლესიას მართლმადიდებლობის ნიშნად ზედა ჰქონია ქვა ქართულის წარწერითა. სომხებს აღარც უციებიათ, აღარც უცხეშელებიათ, აუღიათ და იგი ქვა სადღაც წაუბრძანებიათ და მიუმალავთ. ამ გზით იგი ეკლესია მართლმადიდებელთათვის ხელიდამ გამოუტაცნიათ და დღეს სომხებს დაუჩემებიათ…

* როცა ქალკიდონის მსოფლიო კრებულს (596 წ.) ემოწმა ქართველობა და ამით სარწმუნოებით ერთმანეთს დაჰშორდნენ ქართველები და სომხები, სომხებმა ცალკე კრება მოახდინეს დვინს და დაადგინეს განაჩენი. ამ განაჩენის ძალით სომეხთა მაშინდელმა პატრიარქმა აბრაამმა ასე შეაჩვენა და კრულვა-წყევლას მისცა ქართველობა: “ჩვენ დავწყევლეთ და პირქვე დავამხეთ ქართველთა კათალიკოზი კირიონი და ქართველებზე ვბრძანებთ, რომ სომხებმა ამის შემდეგ არ იქონიონ არავითარი მისვლა-მოსვლა ქართველებთან, არავითარი ურთიერთობა, არც ლოცვითა, არცა ჭამა-სმითა, არც მეგობრობითა და არც შვილების აღზრდით; არ გაბედონ წასვლა სალოცავად არ სახელგათქმულ მცხეთის ჯვარისა, არც მანგლისის ჯვარისა, არ მისცენ ნება სიარულისა ჩვენს ეკლესიებში, ერიდნენ იმათთან დამოკიდებულებას ცოლ-ქმრობისას, ნება ეძლევათ მხოლოდ აღებმიცემობა იქონიონ, როგორც ურიებთან. ვინც ამ ბრძანებას გადავა, წყეულიმცა არს იგი სულითა და ხორცითა და ყოვლის ცხოვრებითა”. ამას მოგვითხრობს სომხის ისტორიკოსი კაღანკატვაცი…

* მოსე ხორენელს აღარ ვიტყით და განა სტეფანოზ ასოღიკი და არისტაკეს ლასტივერი მეთერთმეტე საუკუნეში, მათეოს ედესელი მეთორმეტე საუკუნეში, ვარდან დიდი მეცამეტე საუკუნეში და ბევრნი სხვანი საქართველოს სამეფოდ არ იხსენიებენ და მისთა მპყრობელ _ მეფეებად, როცა აღტაცებით მოგვითხრობენ საქართველოს მეფეების მზრუნველობას სომხების კეთილღდეობისა და მათის მონასტრებისათვის? ახია ჩვენზე, ახია! ესე გაბიაბრუება განა გაგონილა მეცნიერებისა, ესეთი გაყალბება მეცნიერისა!..

* მთელი ჩვენი ისტორიული დღენი მოვღალეთ და შევალიეთ სამხრეთის კარის დაკეტას და ვერა გავაწყეთ-რა. ღონემიხდილმა და დაქანცულმა საქართველომ აიღო თავი და შეაფარა დიდ რუსეთის იმპერიას, მტერს არ დანებდა და მეგობართაკენ პირი ჰქმნა და გული მიიბრუნა. განა ჩვენთვის-კი სანატრელია ესეთი დაქსაქსულობა სომხებისა! ღმერთმა მისცეთ ღონე და უნარი ერთად მოიყარონ თავი იქ, საიდამაც აყრილან და აქა-იქ გაფანტულან. ხოლო ჩვენ ჩვენსას ნუ გვეცილებიან, ჩვენი სახელის გატეხით ნუ ცდილობენ თავიანთის სახელის კეთებას და შემკობას. ჩვენ, ბევრი გვქონდა, თუ ცოტა, შეგივრდომეთ, შემოგიხიზნეთ, გიძმეთ და შინ მტრად ნუ გვეკიდებით. “მტერისა შინა ყოლასა, ლომისა გზასა ზედა წოლა სჯობია”, _ ასე იტყოდნენ ძველნი ქართველნი, ასე ვამბობთ ჩვენც, ასევე იტყვის ყოველი გონიერი სომეხი”.

ასეა, ბატონო ყოფილო პრემიერო და საქართველოს პირველო მოქალაქევ! ილიას ამ წერილის შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა სასიკეთოდ, პირიქით

 და, თუ დაძაბული სამუშაო რეჟიმის გამო არ გცალიათ და ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთქვათა ღაღადი”, იქნებ სთხოვოთ თქვენს მრჩევლებს _ კოკას, ნონას, ნოდარსიქნებ რომელიმემ წაგიკითხოთ ილიას გულიდან ამონახეთქიქვათა ღაღადი”.

ნიკა კორინთელი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here