Home რუბრიკები პოლიტიკა ჰამლეტ ჭიპაშვილი: რესპუბლიკელებმა საგარეჯოში არჩევნები ივანიშვილის მიერ გაცემული განკარგულებით მოიგეს

ჰამლეტ ჭიპაშვილი: რესპუბლიკელებმა საგარეჯოში არჩევნები ივანიშვილის მიერ გაცემული განკარგულებით მოიგეს

497

გასული კვირა კვლავ ხმაურიანი იყო და კვლავრუსთავი 2” –ის მიზეზით, ოღონდ პროცესში ამჯერად ოდესის გუბერნატორი ჩაერია, რასაც საქართველოშინაცებისლიდერისა და ტელეკომპანიარუსთავი 2”-ის დირექტორის დაკითხვა მოჰყვა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა, თუმცა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნაპრეზიდენტალ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვას. პარალელურად კახეთში, საგარეჯოს საარჩევნო ოლქში, “პატრიოტთა ალიანსისწარმომადგენლების მტკიცებით, შუალედური არჩევნები გაყალბდა და დღეს ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი ორი რესპუბლიკელი მინისტრის _ თინა ხიდაშელისა და გიგლა აგულაშვილის _ მოხსნას მოითხოვს. საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი გვესაუბრება.

_ გასულ კვირას საქართველორუსთავი 2” –ის გარშემო ატეხილ ხმაურს ისმენდა. ამას ფარული ჩანაწერების გავრცელებაც მოჰყვა, სადაც სააკაშვილი თანაპარტიელებს დირექტივებს აძლევდა. ხალხი, რომელიც სამართლიანობის აღდგენას მოითხოვდა, დღეს ისევნაციონალებზეკარგავს უამრავ დროს. უღირს თუ არა ხელისუფლებას დროის ფუჭად კარგვანაცმოძრაობისგამო, როდესაც ქვეყანაში უამრავი პრობლემაა?

_ დიდი ხანია, “რუსთავი 2” -ზე ვლაპარაკობთ და ასე, ალბათ, კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება… ამ ყველაფრისთვის წერტილის დასმა ხელისუფლებას შეეძლო, მაგრამ მომენტი ხელიდან გაუშვა. “რუსთავი 2” სამი წლის წინათ უნდა გაეჩერებინათ. ხელისუფლებამ ვერ გაიგო, რას წარმოადგენს “ნაცმოძრაობა”. ის არის ანტინაციონალური და ანტიჰუმანური ორგანიზაცია, “რუსთავი 2” კი _ ამ ორგანიზაციის რუპორი, ამიტომ ის საზოგადოებისგან მოსაკვეთია. ეს რომ 2012 წელს მომხდარიყო, ახლა ამ პროცესების მომსწრენი არ ვიქნებოდით.

_ სააკაშვილის, გიგა ბოკერიასა და ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბრების ჩანაწერების გავრცელების შემდეგ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ყოფილ პრეზიდენტს მოქალაქეობა ჩამოართვას. სწორია ეს გადაწყვეტილება? უკეთესი არ იქნებოდა, სააკაშვილი ქართული კანონმდებლობით გაესამართლებინათ?

_ ძნელია თქმა, რომელი ჯობია. საინტერესოა, რატომ გაახსენდა იუსტიციის მინისტრს დღეს ეს ამბავი. წულუკიანი ამბობს, რომ უფრო ადრე ვფიქრობდით ამის გაკეთებას, მაგრამ უკრაინამ დოკუმენტები არ გამოგზავნაო. ეს უფრო აღმაშფოთებელია, ვიდრე ის, ჩამოერთმევა თუ არა სააკაშვილს მოქალაქეობა. უკრაინა საქართველოს ხელისუფლებას არაფრად აგდებს.

სააკაშვილი საშიში არავისთვის აღარ არის. სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით ხელისუფლება მოსახლეობის დიდ ნაწილს, უბრალოდ, კოჭს უგორებს. მოქალაქეობის ჩამორთმევა სააკაშვილისთვის არაფერია. ეს მისი დასჯა არ არის.

მივუბრუნდეთ უკრაინის მხრიდან ჩვენი ქვეყნის უპატივცემულობის საკითხს. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს მთავრობა უკრაინის მთავრობას ეკითხებოდა, რატომ შეიფარეთ ქართველი დამნაშავეებიო, მაგრამ პასუხის ღირსადაც არ ჩაგვთვალეს. საქართველოს წყენა მარტივად უნდა გამოეხატა. ელჩი მიხეილ უკლება სასწრაფოდ უნდა გამოეწვია და საქართველოს საელჩოს დონე მესამე მდივნამდე უნდა დაეყვანა. ის, რაც უკრაინამ საქართველოს წინაშე ჩაიდინა, დიპლომატიური სკანდალია. დარწმუნებული ვარ, მიხეილ უკლება სააკაშვილთან უფრო მჭიდროდ თანამშრომლობს, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებასთან, ის ხომ მათი კაცია?!

_ ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომჭარბი ნდობითსარგებლობს და მომავალ არჩევნებში კვლავ გაიმარჯვებს

_ ივანიშვილისადმი ნდობა ისეთივეა, როგორიცნაციონალებისმიმართ აქვს ხალხს. ივანიშვილმა ცუდად იმუშავა, მისი ყოველი გამოსვლა ანტიჰუმანური და ანტიეროვნულია. ის ვერც ხვდება, როგორ შეურაცხყოფს მოსახლეობას. ტყუილს ჯიქურ ამბობს, თეთრზე შავს გვეუბნება და გვაიძულებს, დავიჯეროთ.

სააკაშვილის მოშორება არჩევნების გზით შესაძლებელი იყო, მაგრამ ივანიშვილს ვერ მოვიშორებთ, რადგან მან ყველაფერი “ყმაწვილებს” ჩააბარა, განზე გადგა და ქურდულ-მაფიოზური სისტემა შექმნა, რომლის მსგავსიც მსოფლიოში არ არსებობს. ივანიშვილი ამბობს, რომ რიგითი მოქალაქეა, მაშ, რატომ მიდიან მასთან ჟურნალისტები? რატომ წერენ აკადემიკოსები წერილს და აბარებენ ანგარიშს, რა გაკეთდა გასულ წელს? რატომ ეკითხებიან ჭკუას მთავრობის წევრები? საზოგადოება მას რატომ მიმართავს, როგორც მმართველს? სწორედ, ამიტომ სჯერა ივანიშვილს, რომჭარბი ნდობითსარგებლობს. ივანიშვილის განათლება ძალიან დაბალ დონეზეა. როცა მას ჭკუას ეკითხებიან, თავი ღმერთი ჰგონია, ეს ასეა, მისიც და ერის სამწუხაროდ. ივანიშვილის მმართველობა დემოკრატიული არ არის, საქართველოში არის კლანური, ქურდული მმართველობა.

_ საქართველოდან 700 კილომეტრში ომია

_ მართალია, 700 კილომეტრში ომია _ რუსეთი სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებს ბომბავს და საკმაოდ წარმატებითაც. სირიის სამთავრობო ჯარები შეტევაზე გადავიდნენ და მათ ირანელები, ქურთები, “ჰეზბოლა” ეხმარებიან. არის ნიშნები, რომ სირიიდან ტერორისტებს მალე განდევნიან. რუსეთმა ამ დამომბვებით დიდი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა, ის ახლო აღმოსავლეთში დაბრუნდება. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგია, მას ჭკუას მაინც ეკითხებიან.

რუსეთს შორს მიმავალი გეგმები აქვს _ თუ გაიმარჯვებს, რუსეთი-ირანი-”ჰეზბოლა”-სირია, ეს ის ძალაა სამომავლოდ, რომელიც ანტივაჰაბიტური და ანტისალაფიტური მოძრაობის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ამას გარდა, რუსეთი აღნიშნულ რეგიონში პირველ ძალად ჩამოყალიბდება და ამერიკა მეორე პლანზე გადავა.

საქართველოში გამოქვეყნდა ჩანაწერები სააკაშვილისა და “ნაციონალების” სატელეფონო საუბრებისა, მაგრამ არავინ მიაქცია ყურადღება, რომ გამოქვეყნდა სხვა მასალებიც, რომლებშიც სააკაშვილის, კეზერაშვილისა და უკრაინელი მაღალჩინოსნის _ გერაშენკოს საუბარია. ამ ადამიანებს უშუალო ურთიერთობა აქვთ ჯონ მაკკეინთან. საუბარობენ იმაზე, როგორ უნდა გადასხან სირიაში უკრაინელი “ბოევიკები” და იქ ამერიკული თვითმფინავები ჩამოყარონ, რათა ამერიკამ ეს ყველაფერი რუსეთს დააბრალოს. წარმოგიდგენიათ, რამხელა ავანტიურაში მონაწილეობს სააკაშვილი?!

_ რუსეთი წინ მიიწევს და, სავარაუდოდ, ამ ბრძოლიდან, როგორც პოლიტოლოგები ამბობთ, გამარჯვებული გამოვა. ასეთ ვითარებაში საქართველოს პირველი კანონმდებელი დავით უსუფაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს _ იენს სტოლტენბერგს ეუბნება: “როცა თქვენ ჩვენთან ხართ, მშვიდად ვართ, ან მიგვიღეთ ნატოში, ან დარჩით ჩვენთან”…

_ უსუფაშვილი იყო კლერკი, პატარა ბიჭი, რომელიც პოლიტიკურად არ გაზრდილა, მისი უმწიფრობა საქართველოზე უარყოფითად მოქმედებს. ასეთი ადამიანების ბედი ხალხის გადასაწყვეტია. უსუფაშვილსა და მის ცოლს ჰგონიათ, რომ ამერიკელებზე მეტი ამერიკელები არიან და ამერიკელებზე მეტად უნდათ ნატო. უსუფაშვილი ამ სიტყვებით საქართველოს ცუდ საქმეს უკეთებს. საერთოდ, საქართველს ხელისუფლება მუშაობს ცუდად. როდესაც ხედავ, რომ რუსეთი კასპიის ზღვის აკვატორიიდან სირიას ბომბავს და საქართველოს ტერიტორიაზე მაინც აკეთებ ნატოს საწვრთნელ ბაზას, აზროვნებასთან ცუდად გაქვს საქმე. რუსეთმა დაამტკიცა, რომ დაჟანგული ტანკები არ ჰყავს. ამ ქვეყანას შეუძლია, წამში გაანადგუროს საქართველო, თუკი ამ ზომამდე მივიყვანთ.

_ არის ამის ნიშნები?

_ არის ამის ნიშნები, რადგან თინა ხიდაშელი წავიდა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაღაც დანადგარები იყიდა, ნატოს საწვთნელი ბაზაც გააკეთეს. საქართველოს ხელისუფლებამ სამი წლის განმავლობაში არ გამოიჩინა ინიციატივა, რუსეთთან ურთიერთობა მოეგვარებინა, რადგან ხან სააკაშვილის ეშინოდა, ხან _ ამერიკის.

ახლო აღმოსავლეთში ვითარება ისეა დაძაბული, რომ არავინ იცის, “ისლამური სახალიფოს” წევრები სად წავლენ. იქ ხომ ქართველი “ბოევიკებიც” არიან, რომლებიც საქართველოში დაბრუნდებიან. ასეთი 500 ადამიანია.

ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინათ დსთ-ს ქვეყნების უშიშროების სამსახურების უფროსები შეკრიბა. შეხვედრის დასასრულს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა საფრთხეებზე ისაუბრა და წარმოადგინა სია, რომელი ქვეყნიდან რამდენიბოევიკიიბრძვის სირიაში. საქართველო მეორე ადგილზე იყო, თანაც, “ისლამური სახელმწიფოსხელმძღვანელთა შორის ბევრი ქართველია.

მიხეილ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას წლების განმავლობაში ექსტრემისტ ისლამისტებთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ. ამაზე ამერიკელი მკვლევარი წერს. წიგნში აღწერილია, რამდენჯერ ჩატარდა ექსტრემისტი ისლამისტების დახურული შეხვედრა და რამდენი ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის, “ალ ქაიდას”. წიგნში ასევე ნახსენებია შეხვედრების ორგანიზატორის გვარი _ ლორთქიფანიძე, რომელიც ამჟამად უკრაინაში სააკაშვილთან ერთად იმყოფება. ის ყოფილი პოლიციელია. როდესაც ქვეყანას ასეთი კავშირები აქვს და კაცი, რომელიც ახლა უკრაინაში იმყოფება, პირდაპირ კავშირშია ამ ყველაფერთან, რატომ არავინ ფიქრობს, რომ სირიიდან წამოსული “ბოევიკები” არ აღადგენენ ძველ კავშირებს. საინტერესოა, სააკაშვილი გვარამიას რომ ეუბნებოდა, “ბოევიკები” მოიხმეთო, ვის გულისხმობდა.

_ ასეთ მძიმე ვითარებაში ამჟამინდელ ხელისუფლებას პროცესების მართვა შეუძლია?

_ არა. ხელისუფლება, რომელსაც ნატოს იმედი აქვს, ბრიყვია. ნატო არ ჩაერევა ამ არეულობაში, მით უმეტეს, ამ ხელისუფლების სასარგებლოდ. არც ამერიკა ჩაერევა, რომელმაც “ისლამური სახელმწიფო” შექმნა და დღესაც იარაღით ამარაგებს.

_ “ქართულმა ოცნებამშუალედური არჩევნები გააყალბა, რაშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი რესპუბლიკელები, კერძოდ, თავდაცვის მინისტრი. “პატრიოტთა ალიანსისლიდერ ირმა ინაშვილს არჩევნები ბოლო წუთს წააგებინეს

_ არ მიკვირს ის, რაც ამ არჩევნებში მოხდა. საქართველოში ერთადერთი დემოკრატიული არჩევნები კომუნისტებმა ჩაატარეს. მას შედეგ, არც ერთი არჩევნები სამართლიანი არ ყოფილა. 1995 წლის შემდეგ ამ პროცესებს “მწვანეთა პარტია” მართავდა, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა. ჟვანიაგოგორიშვილსააკაშვილის ტრიო არჩევნებს აყალბებდა. ამ ყველაფერს კისამართლიანადაფასებდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელსაც ჯერ უსუფაშვილი ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი _ ხიდაშელი და, ბუნებრივია, გაყალბების მეთოდები შესანიშნავად შეითვისეს.

ხელისუფლება, რომელსაც ბერკეტები აქვს, ყოველთვის შეეცდება არჩევნების გაყალბებას, მოსახლეობა კი ამას შეეგუება. რესპუბლიკელებმა საგარეჯოში არჩევნები ივანიშვილის მიერ გაცემული განკარგულებით მოიგეს.

_ სოციალურ ქსელში კვლავ გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ჯონ მაკკეინი სააკაშვილს ამშვიდებს, რომრუსთავი2”- არაფერი ემუქრება და მის ბიჭებს ხელს ვერავინ ახლებს. მეორე დღესვე სასამართლომ გადადო პროცესი _ “რუსთავი 2”-შიდაუყოვნებლივი აღსრულების პროცესიარ მოხდება, ანუ ქიბარ ხალვაში, სასამართლო რომც მოიგოს, “რუსთავი 2”- მაინც ვერ დაიბრუნებს.

_ ხელისუფლება ისეთი უსუსური, უმწიფარი, ქვეშაფსია და მშიშარაა, რომ დამოუკიდებელი ნაბიჯის გადადგმის უნარი არ აქვს. მათ ღვთის რისხვასავით ეშინიათ ამერიკისა (მაკკეინის სახით), მაკკეინის, რომელიც არაფერს წარმოადგენს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. მაკკეინი და მისნაირი ვაი მეგობრები უნდა მოშორდნენ საქართველოს ნაც, ბანდასთან ერთად. მაგენი მალე უკრაინას მთლიანად დაასამარებენ, პოროსენკო კი მატი მძევალია და არაფერს წარმოადგენს-იქ მიშა არეგულირებს ყველაფერს..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here