Home რუბრიკები პოლიტიკა ქინძების რევოლუცია, ანუ ვირთხები ხაფანგში და ხაფანგს გარეთ

ქინძების რევოლუცია, ანუ ვირთხები ხაფანგში და ხაფანგს გარეთ

540

მე მგონია, რომ რაღაც ამყრალდა”, _ ასეთი ფრაზა გამოირჩევა ნუგზარ წიკლაურისა და მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრის ფარულ ჩანაწერში და, სავარუდოდ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანი იმდენად ცუდ დღეშია, რომ უკვე თავისივე სიმყრალე აწუხებს.

სიმართლე ითქვას, კი მიკვირდა, მთელი წინა დღეების განმავლობაში რატომ აქტიურობდა ასე ნუგზარ წიკლაური, დღეში რვაჯერ რომ აძლევდა ინტერვიუს და გამუდმებით გაიძახოდა, _ “ეს ფარული ჩანაწერები ფე-ეს-ბე-ს ფაბრიკაციაა”-ო.

თურმე იცოდა კაცმა, რომ, რაც მანამდე გვარამია-ბოკერიას გაუვრცელეს, იგივე აქვს თავადაც მიქარული და შიშის ფეთებაშია, რომ აგერ-აგერ მის საუბარსაც გამოაქვეყნებენ, ამიტომაც “პრევენციული” ზომების მიღება გადაწყვიტა და წინასწარ აცხადებდა ჩანაწერების ფაბრიკაციის თაობაზე.

ზოგადად, ამ საუბრების შინაარსიდან რაც გამომდინარეობს და როგორც, ეს ყველამ გადსარევად იცის. მე, უბრალოდ, მკითხველის ყურადღებას მივაპყრობ ბოლო დროს საქართველოში ხელოვნურად გააქტიურებულ იმ თემაზე, რომელსაც ე.წ. რუსული პროპაგანდა ჰქვია.

მიუხედავად იმისა, რომ ამ აზრის დამკვიდრების მოსურნეებს, თითქოს ჩვენს ქვეყანაში მილიონებით ფინანსდება მედიასაშულებები, რათა მათ რუსეთის სასარგებლო პროპაგანდა აწარმოონ, არაერთხელ გავეცით პასუხი და არგუმენტირებულად დავუსაბუთეთ ასეთი აზრის აბსურდულობა, ისინი მაინც დაჟინებით ცდილობენამერიკული კრახისაქართველოშიწარმატებულ რუსულ პროპაგანდასდააბრალონ.

აქ აღარ გავიმეორებთ იმ არგუმენტებს, რომლებიც ნათლად მეტყველებს, რომ რაიმე სერიოზულ “რუსულ პროპაგანდაზე” საქართველოში საუბარი სასაცილოა…

მთავარი კითხვა ის არის, რომ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ამერიკასთან და ამერიკულ კურსთან ასეთი ამაზრზენი ადამიანები, ასეთი ამაზრზენი პერსონები და ამდენად ამაზრზენი ფაქტები და მოვლენები ასოცირდება, რაღატომ უკვირს მავანს ამერიკული კურსის ასეთი აშკარა კრახი და, შესაბამისად, რუსული მიმართულების მომხრეთა მკვეთრი ზრდა?!

როგორ გგონიათ, რას იფიქრებს ჩვეულებრივი ქართველი მოქალაქე, როდესაც გავრცელებული საუბრების შემდეგ, სადაც მის ქვეყანას ომში და ქაოსში გახვევას უპირებენ, გამოდის ნიკა გვარამია და ადასტურებს ჩანაწერის სისწორეს, ასევე ადასტურებს მას გიგა ბოკერიაც და თვით მიხელ სააკაშვილიც, ანუ საუბრის ყველა მონაწილე ამბობს, _ კი, ჩვენ ნამდვილად ვისაუბრეთო, ხოლო ამერიკის შეერთებული შტაბების ელჩი საქართველოში, ბატონი იან კელი უტიფრად აცხადებს: “ეს საუბრები ფალსიფიცირებულია”-ო.

სწორედ კელის ამ უპასუხისმგებლო განცხადების შემდეგ “აბრუნებენ ფირფიტას” საუბრების მონაწილენი და უკვე იწყებენ ამ საუბრების უტიფარ უარყოფას. ყოველივე ამის შემდეგ განა გასაკვირია, რომ რიგით ქართველს უჩნდება პროტესტი და ზიზღი ამ ადამიანების მიმართაც და იმ ძალის, ქვეყნის თუპოლიტიკური მეგობრისმიმართაც, რომელსაც მის ქვეყანაში ეს ამაზრზენი ადამიანები წარმოადგენენ?”

პირდაპირ გეტყვით: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ძალიან სულელი უნდა იყოს, რომ საქართველოში ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ პროპაგანდაში მილიონები ჩადოს.

ამას ხომ ყოველგვარირუსული მილიონებისგარეშეც შესანიშნავად ახერხებენ .. პროამერიკელები?! მაშ, ფუჭად რისთვის უნდა დახარჯოს პუტინმა ფული?!

“მოაწყვეთ ბარიკადები”, “დაღვარეთ სისხლი”, “ჩამოიყვანეთ ყოფილი სპეცნაზელები”, “საჭიროა, ვინმე მოკვდეს, რომ ხალხი გაბრაზდეს” და სხვა მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ განა ვინმეს სჭირდება “პუტინის მილიონები” იმისათვის, რომ ეს ყოვლად უგვანო, უტიფარი მანიაკები შეზიზღდეს მათი უცხოური “ზურგიანად”?!

ნამდვილად ვერ გეტყვით, ხვალ და ზეგ მიხეილ სააკაშვილის კიდევ ვისთან ნასაუბრები რა დოზის სისულელეები გავრცელდება ინტერნეტით, მაგრამ ის, რაც უკვე გავრცელდა, აშკარად საკმარისია სერიოზული სისხლის სამართლის საქმის წამოსაწყებად.

“ნაცების” ცნობილი მეთოდი, როდესაც მათ ირაკლი ბათიაშვილს ბრალად “ამბოხის ინტელქტუალური მხარდაჭერა” წაუყენეს და მისი დაპატიმრებიდან ერთი კვირის შემდეგ შეიტანეს ეს მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში, რა თქმა უნდა, მიუღებელია.

თუმცა ფაქტია, რომ, თუკი ძიება სერიოზულად იწარმოებს, ფარული ჩანაწერების გარდა, სხვა მტკიცებულებათა მოპოვებაც გახდება შესაძლებელი.

ჯერჯერობით კი, ალბათ, მოგვიწევს ცქერა, როგორ მივლენ ხოლმე “მოდულის” შენობაში გივი თარგამაძე, ნუგზარ წიკლაური, გიგა ბოკერია, სოფო ნიჟარაძე და სხვები და როგორ გამოვლენ იქიდან ვითომ აუღელევებელი და გაღიმებული სახეებით

სინამდვილეში, ყველაფერი მაინც იქით მიდის, რომ საბოლოოდ ვიღაც მართლაც აბამს ვირთხებს ხაფანგში, ნელა, მაგრამ დაჟინებით.

როდის ჩაიკეტება ხაფანგი, ამის დანამდვილებით თქმა შეუძლებელია, მაგრამ მისი მოქმედების პირობებში ჩვენი ბედკრული ქვეყნის მოქალაქეებს, ფაქტია, კარგი გასართობი არ მოაკლდებათ.

ამის გარანტი, რაღა თქმა უნდა, ჩვენი ყოფილი შეურაცხადი პრეზიდენტია, რომელიც ამ სატელეფონო საუბრებისას უამრავ, მისთვის დამახასიათებელ იდიოტურად სასაცილო ფრაზას იყენებს. მაგალითად: “პორო ვნახე”, “ქინძი ვიყო”, “ნოდარ მელაძე იქნება ფილდ-კომანდერი” და სხვა მრავალი.

სიტყვამ მოიტანა და შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ ამ ფარულ საუბრებში ხაფანგში უშუალოდ მოყოლილ ვირთხებთან, ანუ ექსპრეზიდენტის უშუალო თანამოსაუბრეებთან ერთად, ბევრი ხაფანგსგარეთა ვირთხაც აუცილებლად იქნება ნახსენები.

ამის ყველაზე ნათელი მაგალითი სწორედ ვანო მერაბიშვილის ჯიბის “ჟურნალისტი” და ერთ-ერთი ყველაზე უტიფარი ადამიანი ნოდარ მელაძეა.

მიუხედავად იმისა, რომ პირადად მასთან სააკაშვილის საუბარი არ გამოქვეყნებულა (შესაძლებელია აწი გამოქვეყნდეს!), ფაქტია, ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ მელაძეზე დიდ იმედებს ამყარებს. აქ შეგვიძლია სოფო ნიჟარაძის ერთგვარი ეჭვიანობაც კი დავიჭიროთ. დაუკვირდით, საუბრის იმ მონაკვეთში, სადაც მიხეილ სააკაშვილი ნოდარ მელაძით მოხიბლულია, სოფიკო გაღიზიანებულად პასუხობს: “ეგ ყველაზე მშიშარაა, მაგან რა უნდა გაგიკეთოს, იმდენად ჩასვრილია, რომ შორიდანაც კი სუნი ასდის”.

მიხედავად ამისა, მიშა მაინც “ნაცების” მთავარ “ჩეგევარად” სწორედ ნოდარ მელაძეს ასახელებს და ბარიკადების მთავარ “მედროშედაც” აყენებს.

მე თუ მკითხავთ, ეს, როგორც ჩანს, სააკაშვილის ახალი ავანტიურისტული იარაღია.

აბა, წარმოიდგინეთ: გაშმაგებული უტევთ ბარიკადს, იერიშით არბიხართ მასზე და იქიდან უცებმრისხანედ წამოიმართებანოდარ მელაძე და გიყვირით: “არ დაგნებდები!”.

ალალად თქვით, ხომ ჩაიკეცებით სიცილით და ამ ბარიკადის ამღები ხართ ამის მერე?

ასე რომ, ფრთხილადნაცებისმზაკვრობასთან, ქართველებო!

ძალიან ფრთხილად! არ არის გამორიცხული სწორედვარდების რევოლუციის” 12 წლის თავზე მათ უკვე ქინძების რევოლუცია წამოიწყონ.

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here