Home რუბრიკები პოლიტიკა თემურ ქორიძე: ივანიშვილის ბიძაშვილს შევუთვალე, _ იზოლაციაში მოაქციეთ, ვიდრე დაუძახია, ნაპოლეონი ვარო

თემურ ქორიძე: ივანიშვილის ბიძაშვილს შევუთვალე, _ იზოლაციაში მოაქციეთ, ვიდრე დაუძახია, ნაპოლეონი ვარო

1489

საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, აწ უკვე მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა ქართველ საზოგადოებას განუცხადა, _ “ჭარბი ნდობით” ვსარგებლობო. მართალია, ხალხს ერჩივნა, ეს თვითონვე ეთქვა ივანიშვილისთვის, მაგრამ მან, როგორც ყოველთვის, დაგვასწრო და გვითხრა, რომ ჩვენ მას ვენდობით და თანაც “ჭარბად”. ვესაუბრებით უზენაესი საბჭოს ყოფილ წევრს, ფილოლოგ თემურ ქორიძეს.

_ ბატონო თემურ, ქართველი საზოგადოება ივანიშვილის შეცდომებს იმკის. მან კიდევ ერთხელაღიარაშეცდომა და განაცხადა, პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევაში შევცდიო. ყველას კარგად გვახსოვს, რომ თავის დროზე ის სააკაშვილს უჭერდა მხარს და შეცდახალხს მისი ყველა შეცდომა ახსოვს, მაგრამ ივანიშვილი მაინც დარწმუნებულია, რომჭარბი ნდობააქვს

_ ივანიშვილი მტკივნეული თემაა… ქართველი ხალხი ისეა შეჭირვებული, რომ ხავსს ეჭიდება და, თუკი ვინმე სასიკეთოს დაჰპირდება, სჯერა, მაგრამ ბევრი იმედგაცრუება ვნახეთ.

ბიძინა ივანიშვილი თავისი საჯარო გამოსვლებით ყოველთვის გვაოცებს, მისი ბოლო გამოსვლა კი აღმაშფოთებელი იყო. მან ხუთჯერ ახსენა შვეიცარია და თქვა, _ ხალხს უნდოდა, საქართველო ოთხ წელიწადში შვეიცარიად ქცეულიყოო. ნუთუ ივანიშვილი ფიქრობს, რომ ვინმე ამ ქვეყანაში ისეთი სულელია, რომ შვეიცარიის აშენებას ელის? თუ მართალაც ასეა, მაშინ მისგან კატეგორიულად მოვითხოვ, დაასახელოს წყარო, დადოს ფაქტი _ სად, როდის და ვინ მოითხოვა საქართველო შვეიცარიად ქცეულიყო. საქართველო სულელებით დასახლებული ქვეყანა არ არის, როგორც ივანიშვილს წარმოუდგენია. არავის უნდა შვეიცარია, არც დუბაი, ეს დამამცირებელია საქართველოს ისტორიული ყოფისთვის. ჩვენ ვითხოვთ, ნორმალური, კეთილმოწყობილი საქართველოს აშენებას, რასაც დრო სჭირდება და ქართველმა ეს ძალიან კარგად იცის. ჩვენი გაჭირვება არის ის, რომ პოლიტიკოსად წოდებული ადამიანები ხშირად გვატყუებენ, რაც, როგორც ჩანს, თავიანთი არასრულფასოვნების განკურნებაში ეხმარებათ. გამონაკლისი არც ბიძინა ივანიშვილია, ხალხის მოტყუებით ისიც ტკბება.

მოგეხსენებათ, ივანიშვილს უყვარს თავისი სიყრმის გახსენება და ხშირად ლაპარაკობს, რა სიღატაკე აქვს გამოვლილი. ბუნებრივია, უკიდურესი სიღატაკიდან მილიარდებამდე ასვლის პროცესში ადამიანის ფსიქიკა ძალიან ზარალდება, ძნელია ამის ღირსეულად მიღება და, როგორც ჩანს, ბიძინას ფსიქიკა სერიოზულად არის შერყეული. პოლარული ხტომა ერთი მდგომარეობიდან მეორეში ვერ აიტანა, ამიტომ შეკითხვასრისთვის სჭირდება ივანიშვილს ეს ყველაფერი, ერთი პასუხი აქვს _ ივანიშვილს ფსიქიკური აშლილობა აქვს. ამას ყოველგვარი ცინიკური დამოკიდებულების გარეშე ვამბობ, ეს სამწუხარო რეალობაა და უბედურია ის ადამიანი, რომელიც ამას ვერ ამჩნევს, რადგან უკვე დაგროვდა უამრავი ფაქტი იმისა, რომ მოტყებულები ვართ. ამის შემდეგ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს.

_ ივანიშვილი დანაშაულს აღიარებს და კიდევ ერთ საარჩევნო ვადას ითხოვს

_ არა, ივანიშვილი დანაშაულს არ აღიარებს, მას მიაჩნია, რომ წამოსცდა, რომ გულუბრყვილოა, კარგი ადამიანია და ამიტომ ვერ შეამჩნია სააკაშვილში ცუდი თვისებები. არადა, იმიტომ ვერ შეამჩნია, რომ გაუნათლებელი იყო, ვერ მიხვდა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა სააკაშვილის გაპრეზიდენტება.

გავიხსენებ ივანიშვილის ერთ-ერთი ინტერვიუს, რომელშიც ის ამბობს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისთვისრუსთავი 2”-ის გადაცემა ჩემ თვალწინ მოხდაო. ხალვაშის ხელშირუსთავი 2” 2004 წელს გადავიდა. დავსვათ შეკითხვარა უნდოდა ივანიშვილს იქ, სადაც ერთი პიროვნება მეორეს ტელევიზიას ართმევდა? ვინ იყო ივანიშვილიპროკურორი, ადვოკატი თუ კანონიერი ქურდი? საინტერესოა, რატომ არ დაინტერესდა ამ განცხადებით სასამართლო? რატომ არ ეკითხებიან ივანიშვილს, რა მოხდა მაშინ, რა აქტი გახორციელდა?

ქართველები ჩვენს ბედსა და მდგომარეობას ზედაპირულად ვუყურებთ, სხვა შემთხვევაში, ივანიშვილის ასეთ აღიარებებს ყურადღებას მივაქცევდით, ნუთუ ასეთი ფაქტები ბევრ რამეზე არ მეტყველებს? ნუთუ ეს არ გვაჩვენებს, რომ ივანიშვილი ყველგან და ყოველთვის ტყუის? ბიძინა ივანიშვილის მთელი ბიოგრაფია სიცრუეზეა დამყარებული და ეს ყველაფერი იმისთვის სჭირდება, რომნარცისიზმითარის შეპყრობილი და განდიდების მანია სჭირს. თუ ჩემი სიტყვის არ გჯერათ, გაიხსენეთ მისი სიტყვები: სწორება ივანიშვილებზე”, “მე ყველაზე ნიჭიერი ვარ”, “მე კრეატიული ვარ”, “მე ყველაფერს ვაკონტროლებ”… მისი გამონათქვამები უბრალო ფსიქოლოგს რომ წააკითხო, დასვამს დიაგნოზს _ “ივანიშვილი შეურაცხადია”. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ქართველი კაცი ამ ერთი შეურაცხადის გამო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ივანიშვილის ბიძაშვილს შევუთვალე, _ იზოლაციაში მოაქციეთ, ვიდრე დაუძახია, ნაპოლეონი ვარო.

_ რა უნდა ვქნათ, რომშეურაცხადისგანგავთავისუფლდეთ? იქნებ კიდევ ერთი საარჩევნო ვადა მივცეთ და შეცდომების გამოსწორება ვაცალოთ?

_ ხელისუფლებას უჩვენოდაც აქვს ბერკეტი, რომ არჩევნები მოიგოს. მეორე ვადით არჩევისას ხელისუფლება აკრძალულ ილეთებს იყენებს, ეს ილეთები არ ყვირის, რადგან ბიულეტენებს არ ყრიან, არ იპარავენ. სახელმწიფო აპარატი შეესევა მოსახლეობას, ეს პროცესი დაწყებულია, მოსახლეობაზე ზეწოლა, ზემოქმედება უკვე მიმდინარეობს. 2016 წლის არჩევნებში უპირატესობა ამჟამინდელ ხელისუფლებას ექნება.

პროგნოზების გაკეთება არ გვიჭირს, რადგან მიუკერძოებლები ვართ, პირუთვნელი დამკვირვებლები საქართველოში მიმდინარე პროცესებისა. 2016 წელს არ იქნება “ქართული ოცნების” ტრიუმფალური გამარჯვება, მაგრამ უპირატესობას მოიპოვებს, თუ მანამდე კიდევ რაიმე სიგიჟეს არ მოაწერეს ხელი. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ, თუ რადიკალური ცვლილებები არ განახორციელეს და ხელშესახები არ გახდა პროგრესი, თანაც _ ყველასთვის, მაშინ განრისხებული ხალხი ქუჩაში გამოვა და პირველი მსხვერპლი ივანიშვილის შუშის სასახლე იქნება, მას მიჰყვებიან უმაქნისი მინისტრები, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ მათი ინტერესი ხელისუფლებაში ყოფნისა მხოლოდ ფულია, ფული და ფული.

ძალიან ხარბია ჩვენი ხელისუფლება. გაიხსენეთ ზვიად გამსახურდიას მორალი: წარმოუდგენელ მკრეხელობად ითვლებოდა პრემიებისა და ხელფასებზე საუბარი. იონა მეუნარგია შენიშნავს ერთგან, თურმე უცხოელი სტუმრები ჩამოსულან გურიაში და უთქვამთ: “ღარიბ სამთავროს მთავარიც ღარიბი ჰყავსო”. თუკი საზოგადოებაში რაიმე აღშფოთებას იწვევს, ხელისუფალთა გაუმაძღრობაა, უფსკრული, რომელიც მთავრობამ შექმნა, ისინი ხალხს გაურბიან, ცოცხალი, შინაარსიანი შეხვედრების ეშინიათ.

დღეს ქვეყანაში არნახული ნეპოტიზმია, რომელიც ივანიშვილმა წაახალისა, როდესაც თქვა, რომ საქართველოში ყველა ნათესავია, ხოლო პრემიერმა ღარიბაშვილმა დაგვცინა, როცა გვითხრა, ცოლის ნათესავი ნათესავი არ არისო. ამ ყველაფერს ჩვენი ხალხი ვერ მოითმენს, ამ წუთას ემოციის გამოხატვაში ხალხს ხელს “ნაციონალური მოძრაობა” უშლის, მისი არსებობა. ერთადერთი, ვისაც ისინი გულში ჩახუტებული ჰყავდა და ჰყავს, ივანიშვილია.

_ ბატონო თემურ, თქვენ ისე ლაპარაკობთ, თითქოსნაციონალებსადაოცნებასშორის სხვაობას ვერ ხედავთ.

_ ერთი გონივრული სიბრძნე მახსენდება: “არავინაა უფრო სასტიკი, ვიდრე ყოფილი მეგობარი”. უახლოესი მეგობრები იყვნენ სააკაშვილი და ივანიშვილი. თქვენ ვერსად ნახავთ ივანიშვილის ისეთ გამონათქვამებს სააკაშვილზე, როგორიც ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდეგეებს ჰქონდათ. 1990-იანი წლების პრესას რომ გადახედოთ, ნახავთ, რა სიძულვილს აფრქვევდნენ ზვიადის წინააღმდეგ მისი მოწინააღმდეგენი, მსგავს რამეს დღეს სააკაშვილის მისამართით ივანიშვილისგან ვერ მოისმენთ. ივანიშვილი და სააკაშვილი უბრად კი არიან, მაგრამ ერთად იმდენი აქვთმირთმეული”, რომ ერთმანეთს არასოდეს გაწირავენ. გაიხსენეთ მათი შეხვედრა ბათუმში, ამერიკულ ხომალდზე, როგორ გაეხუმრნენ ერთმანეთს. ივანიშვილმა, ვითომ მწარედ უთხრა _ გულზე რა გიკეთიაო? სააკაშვილმა ღიმილით უპასუხა _ თუ გინდა, შენც გიშოვიო. ისინი განაწყენებულ შეყვარებულებს ჰგავდნენ. “ცოლ-ქმრის ჩხუბი ბრიყვს მართალი ეგონაო”, _ ეს ანდაზა შეეფერება ივანიშვილისა და სააკაშვილის ურთიერთობას. ვთქვათ სიმართლე: ივანიშვილი და სააკაშვილი იმიტომ დამეგობრდნენ, რომ ერთი დონის მოაზროვნეები არიან, თუკი ამას აზროვნება ჰქვია.

ივანიშვილმა სააკაშვილი იხსნა. ბიძინამ იცოდა, რომ მიშა 2012 წლის არჩევნებს გააყალბებდა და ეს იმით დასრულდებოდა, რომ სააკაშვილს ხეზე ჩამოკიდებულს ვნახავდით, ის კადაფის ბედს გაიზიარებდა. ივანიშვილმა, რჩევის მიუხედავად, სააკაშვილს ვერაფერი გააგებინა, მიხვდა, რომ მიშა საბედისწერო ნაბიჯს გადადგამდა და იხსნა, ერთი წლით თვითონ მოვიდა ხელისუფლებაში და მიშას განსაცდელი აარიდა.

ბიძინა მართალს ამბობდა, როდესაც ხალხს მიმართავდა, _ ჩემი ცხოვრება სასწორზე დავდეო, რადგან მის ფულს საფრთხე ემუქრებოდა, დასავლეთს ივანიშვილის ერთი ნაბიჯიც რომ არ მოეწონოს, მეფე ლირივით მიუსაფარი გახდება, უგროშოდ დარჩება.

_ ივანიშვილის ბოლო გამოსვლამ ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც ისეროვნულიეგონა, იმედი გაუცრუა

_ ივანიშვილის ეროვნულობაში ეჭვი მეპარება, რადგან 2013 წლის დეკემბერში ერთ-ერთ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა: “ჩემი ოჯახის ყველა წევრი რუსეთის მოქალაქეა”. მისი დევიზია: “სადაც კარგად ვარ, ჩემი სამშობლო იქ არის”. ცუდია, როდესაც 7 მილიარდის მერე გაგახსენდება სამშობლო. როდის ჩამოვიდა ივანიშვილი საქართველოში? _ მას შემდეგ, რაც რუსეთში ვლადიმერ პუტინი გამოჩნდა. პუტინმა ყველას “თავები დააყრევინა”. ყველა მილიარდერი ბაზრის ვირთხებივით დაიფანტა. სწორედ იმ დროს ჩამოვიდა საქართველოში თავის გადარჩენის მიზნით, თორემ სამშობლოში ყოფნა კი არ უნდოდა. ივანიშვილმა იცოდა, რაც მოელოდა, ის რუსეთში ვერ ჩავა. ივანიშვილმა თავშესაფარი საქართველოში მოძებნა. აქ ჩამოსულმა კი პირველი რა გააკეთა? ფული პოლიციის აღორძინებაში ჩადო, რადგან ბანდიტურ საქართველოში თავდაცვა სჭირდებოდა. პოლიციაში ფულის ჩადება საკუთარი თავის უზრუნველყოფა იყო და მერე ვეღარ შეამჩნია, რომ პოლიცია მონსტრად იქცა.

ივანიშვილი ამბობს, რომ სამი მილიარდი დახარჯა საქართველოში, მაგრამ 3 მილიარდი საქართველოსთვის ძალიან ცოტაა, თუკი ივანიშვილს საქართველოს ყიდვა უნდა. ფულზე დახარბებული ობივატელების იმედზე ნურავინ იქნება, საქართველი რუსთაველია, გრიგოლ ხანძთელია…

მოვიქცეთ გონივრულად. მარკ ტვენს ჰკითხეს: “როგორ უნდა მოვიქცეთ, ერთი ნახვით რომ არ შეგვიყვარდესო?”, მარკ ტვენმა უპასუხა: “მეორედაც უნდა შეხედოთ!”. შევხედოთ მეორედ ბიძინა ივანიშვილს და, თუკი კიდევ გვეტყვის, მხარი ამას და ამას დაუჭირეთო, სრულიად საპირისპიროდ მოვიქცეთ და მხარი არ დავუჭიროთ. ამერიკელებში არის გავრცელებული ასეთი აზრი _ როდესაც ყოყმანობთ, გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, დახედეთ დოლარის ბანკნოტს, რომელზეც გამოსახულია აბრაამ ლინკოლნი და წარმოიდგინეთ, როგორ მოიქცეოდა ის. მოიქეცით ასე და ჩათვალეთ, რომ გაიმარჯვეთ. როდესაც არჩევანის წინაშე დავდგებით, წარმოვიდგინოთ, როგორ მოიქცეოდა ბიძინა ივანიშვილი და მოვიქცეთ სრულიად საპირისპიროდ… და ჩვენ გავიმარჯვებთ!

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. ნასყიდაშვილი – ბატონო თემურ, თქვენ ისე ლაპარაკობთ, თითქოს “ნაციონალებსა” და “ოცნებას” შორის სხვაობას ვერ ხედავთ.
    ნახეთ რა სატოპკე აუწია?!
    ამანაც არ დაახანა და როგორც ყოველთვის ასფუთიანი დააბრეხვა – ივანიშვილი და სააკაშვილი იმიტომ დამეგობრდნენ, რომ ერთი დონის მოაზროვნეები არიან, თუკი ამას აზროვნება ჰქვია.
    ბოლოს კითხვითი ნიშანი მაინც დაგეწერა ეკა!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here