Home რუბრიკები საზოგადოება მშვიდობის დარგში ნობელიის პრემიის 2009 წლის ლაურეატმა ამ პრემიის 1999 წლის ლაურეატი...

მშვიდობის დარგში ნობელიის პრემიის 2009 წლის ლაურეატმა ამ პრემიის 1999 წლის ლაურეატი დაბომბა

809

ბარაკ ობამამ პრეზიდენტობის წლებში მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა _ “მშვიდობის მტრედიგადაიქცაქორად”, რომელიც ნებისმიერი საშუალებით ცდილობს აშშის ინტერესების დაცვას მსოფლიოში. ამა წლის ოქტომბრის დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციამ ავღანეთის ქალაქ ყუნდუზში დაბომბა ჰოსპიტალი არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციისაექიმები საზღვრებს გარეშე”. დაიღუპა 22 ადამიანი, მათ შორის, 3 _ ორგანიზაციის თანამშრომელი _ ექიმი, 30 უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.

პარადოქსული ფაქტია:

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის 2009 წლის ლაურეატმა 1999 წლის ლაურეატი დაბომბა.

2009 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ბარაკ ობამამ მიიღო, 1999 წელს კი ეს პრემია მიანიჭეს ორგანიზაციას “ექიმები საზღვრებს გარეშე”.

ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ ობამამ მოუბოდიშა საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციის ხელმძღვანელ ჯოანა ლიუს და განაცხადა, რომ აშშ-ის ავიაციამ ჰოსპიტალი შეცდომით(?!) დაბომბა.

რა თქმა უნდა, ყუნდუზში ჰოსპიტლის დაბომბვის ბრძანება პირადად ობამას არ გაუცია, მაგრამ ის, როგორც აშშის პრეზიდენტი, პირადად აგებს პასუხს, რასაც აშშის შეიარაღებული ძალები, სხვა სახელმწიფო სტრუქტურები და ქვეშევრდომები ჩაიდენენ ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ.

მშვიდობის პრემიის ლაურეატ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში კი, 2009 წლიდან დღემდე, აშშ ბევრი საშინელება აქვს ჩადენილი:

* პრეზიდენტის სავარძლის დაკავებამდე ობამა ამომრჩეველს დაჰპირდა და მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ ბოლოს მოუღებდა საოკუპაციო ომებს ერაყსა და ავღანეთში, “გადატვირთავდააშშის ურთიერთობას რუსეთთან, გააუმჯობესებდა აშშის საშუალო ფენის ცხოვრების პირობებს. დღეს კი ნეოკონსერვატორმა ქორებმა როგორც მის ადმინისტრაციაში, ისე მის გარეთ, ობამა ახალ ომში ჩაითრიეს ახლო აღმოსავლეთში, აიძულეს, დაეწყო ახალი ცივი ომი რუსეთთან და დაპირისპირებოდა ჩინეთს;

* 2009 წელს ობამამ ორჯერ გაზარდა აშშის სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში. ახლა აზიის ამ ქვეყანაში დაახლოებით 70 ათასი ამერიკელი ჯარისკაცია;

* 2011 წლის ამერიკელი სამხედროები ნატოელ მოკავშირეებთან ერთად მონაწილეობდნენ ლიბიის დაბომბვასა და კანონიერი ხელისუფლების დამხობაში (პრეზიდენტი მუამარ კადაფი გააუპატიურეს და მოკლეს), შედეგად ერთ დროს ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა დღეს გაპარტახებულია და მისი მოსახლეობა ევროპაში გარბის;

* .. არაბული გაზაფხული, რომელიც დაიწყო 2011 წლის 14 იანვარს. აშშის ხელშეწყობით რევოლუციების ტალღამ გადაუარა ირანს, ტუნისს, ეგვიპტესა და იემენს, სამოქალაქო ომი დაიწყო ლიბიაში, ალჟირსა და სუდანში, ბაჰრეინსა და ომანში, მაროკოში.

აშშის არმიამ გაეროს ნებართვის გარეშე დაიწყო შეტევა ტუნისისა და ლიბიის ტერიტორიაზე, ოპერაციაოდისეა. განთიადი”;

* 2013 წლის ნოემბერში აშშ-ის დაუფარავი ხელშეწყობით უკრაინაში მოეწყო ე.წ. ევრომაიდანი, შედეგად დაიღუპა ასობით ადამიანი, დაემხო კანონიერად არჩეული პრეზიდენტის _ ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლება, ქვეყანაში იმძლავრა ნაციონალიზმმა და აშშ-ის წაქეზებით უკრაინელებმა ძმათამკვლელი ომი გააჩაღეს რუსებთან, თუმცა რაც მოიმკეს, ყველასთვის ნათელია: დაკარგეს ყირიმის ნახევარკუნძული და დონბასისა და ლუგანსკის ოლქები; დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ასიათასობით ადამიანი კი ლტოლვილად იქცა. აი, სწორედ ამ პროცესების შემოქმედია მშვიდობის პრემიის ლაურეატი, პრეზიდენტი ბარაკ ობამა.

ცნობისათვის:

* ძალადობასთან მებრძოლ დიდი ინდოელს _ მაჰათმა განდის მშვიდობის დარგში ნობელის პრემია არ აღირსეს, მიუხედავად იმისა, რომ 12-ჯერ იყო წარდგენილი.

* ფაშიზმის მამები _ ბენიტო მუსოლინი და ადოლფ ჰიტლერი წარდგენილი იყვნენ ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში, შესაბამისად _ 1935 და 1939 წელს.

* 1973 წელს ვიეტნამელმა პოლიტიკოსმა ლე დიკ თხომ უარი თქვა ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში, რადგან ვიეტნამში ომი კვლავ გრძელდებოდა.

ნობელის პრემიაზე, ოღონდ ლიტერატურის დარგში, უარი თქვა ფრანგმა ფილოსოფოსმა, მწერალმა და ესეისტმა ჟანპოლ სარტრმაც.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here