Home რუბრიკები პოლიტიკა ორი პრეზიდენტი და სხვა საქართველო

ორი პრეზიდენტი და სხვა საქართველო

751

გასული 30 წლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა უამრავი წინასაარჩევნო ლოზუნგი ნახა და მოისმინა: ზოგი მართლაცკრეატიული”, ზოგი მეტად სულელური და ზოგიც, საერთოდ, გაუგებარი. არაერთს ემახსოვრება ასლან აბაშიძის საარჩევნო ბლოკის _ “საქართველოს აღორძინების კავშირისლოზუნგი ერთერთ არჩევნებზე: “ორი თვალი ჯობია ერთს”, “ორი ყური ჯობია ერთსდა . ., მათ ქვეშ ჩამოთვლილი იყო ყველაფერი ის, რისი ერთის ქონას თუ ყოლას ორის ქონა და ყოლა სჯობია. მაშინ, რა თქმა უნდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დაგვიდგებოდა დრო, როდესაც იმაზე დავიწყებდით ფიქრს, ორი პრეზიდენტი ჯობია თუ ერთი?

დაგვაფიქრა კი ისევ და ისევ ჩვენმა “ყოვლისმცოდნე” მილიარდერმა, როდესაც ტელეინტერვიუში თქვა: “მე პრეზიდენტის არჩევნებისას ვხედავდი ერთ მარგველაშვილს და არჩევნების მერე გამოჩნდა უკვე სულ სხვა, მეორე მარგველაშვილი!”

ბიძინა ივანიშვილის ამ ფრაზის მოსმენისთანავე ექსპერტები დაინტერესდნენ, რა ტიპის ანომალიურ მოვლენასთან აქვთ საქმე; მსწრაფლ შეეცადნენ, გაერკვიათ, _ თავად ბიძინა ივანიშვილს სჭირს გარკვეული “გაორებული ხედვები” თუ რეალურად არსებობს ორი გიორგი მარგველაშვილი.

მეცნიერთა მტკიცებით, გამორიცხული არც ერთია და არც მეორე, ვინაიდან ბატონი ბიძინა არაერთგზის არის შემჩნეული მსგავს ჰალუცინაციაში, როდესაც ამბობს, რომ რომელიმე მის მიერ თანამდებობაზე წამოსკუპებული ჩინოსანი “ასეთი” ეგონა და თურმე “ისეთი” ყოფილა.

საზოგადოდ, წარმოუდგენელია, ვინმეს ამდენჯერ და ასე ეშლებოდეს ადამიანების რეალური სახის შეცნობა. ამიტომ, საბოლო ჯამში, ექსპერტები უფრო იმ დასკვნისაკენ იხრებიან, რომ ორი გიორგი მარგველაშვილი, ასევე ორი ირაკლი ალასანია, ორი მაია ფანჯიკიძე, ორი არჩილ გამზარდია და სხვები მართლაც არსებობენ ამ სამყაროში. ისინი პარალალელურ განზომილებებში ცხოვრებენ და ხან ერთი სახით გამოეცხადებიან ხოლმე ბიძინა ივანიშვილს და ხან _ მეორეთი, რათა გადარიონ და ჭკუიდან შეშალონ

სხვა საქმეა, მათი ასეთ გართობა რაიმე ბოროტ მიზანთან არის დაკავშირებული თუ კეთილ განზრახვასთან, თუმცა, როგორც ჩვენი არც ისე სპეციალური კორესპონდენტის მამიდაშვლი გვატყობინებს, ყოველივე ამან ექპერტები სხვა კუთხითაც ჩააფიქრა.

კერძოდ, უკვე დაიწყო სერიოზული ფიქრი იმაზე, მართლაც ხომ არ გამოვიყენოთ სასიკეთოდ ეს ორივე პარალელური სამყარო.

მარტივად რომ ვთქვათ, ექსპერტთა ნაწილს მიაჩნია, რომ ჩვენი ფენომენალური მილიარდერი ამ კუთხითაც ფენომენალური ნიჭით არის დაჯილდოებული და ის მართლაც ხედავს ყველაფერს ორს.

როგორც ვარაუდობენ, შესაძლებელია, ზუსტად ასეთივე უნარი გამოვუმუშაოთ საქართველოს ყველა მოქალაქეს და მაშინ ცნობილი ლექსი “სხვა საქართველო სად არის” საბოლოოდ დაკარგავს აზრს! ანუ რეალურადაც იარსებებს ორი სხვადასხვა საქართველო და, ვისაც სად უფრო მოეწონება, იმ საქართველოში აირჩევს ცხოვრებას.

ბოლოს და ბოლოს, ყველაფერ სხვას თავი რომ დავანებოთ, ამ ორი სხვადასხვა საქართველოდან ერთი საქართველო ნატოში შევა, მეორე საქართველო _ “ევრაზიის კავშირში” და საბოლოდ დავისვენებთ ამ უაზრო გაწამაწიისგან, ყველგან რომ შევდივართ და საბოლოოდ მაინც არსად გვიღებენო, _ აცხადებენ ექსპერტები.

ველოდი რახანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here