Home რუბრიკები პოლიტიკა “ალასანიას დანა პირს არ უხსნის, ფანჯიკიძე კედლებს ეხეთქება, ბუკა ინტერნეტში ილანძღება”

“ალასანიას დანა პირს არ უხსნის, ფანჯიკიძე კედლებს ეხეთქება, ბუკა ინტერნეტში ილანძღება”

964

ზუსტად ამ ფრაზით შეგვატყობინა პარტიათავისუფალ დემოკრატებშიშექმნილი ვითარება მათ ოფისში შეპარულმა ჩვენმა არც ისე სპეციალურმა კორესპონდენტმა, ჩქარმა ელიკომ. მისი ცნობით, თავისუფალ დემოკრატებში დიდი გლოვა გამოცხადდა. პარტია იძულებით პოლიტიკურ დიეტაზეა და შავ პურზე გადავიდა.

ლიდერები დეპრესიაში არიან. იკას დანა პირს არ უხსნის, ბუკა ოთახშია ჩაკეტილი და “ფეისბუქიდან” ილანძღება, მაიკო პლედშემოხვეული ზის ანთებულ “პლიტასთან” და ჩაფიქრებული ხელებს ითბობს, ცალ ხელში უშაქრო ჩაის ჭიქა უჭირავს, თან ფიქრობს, ეს რა ვქენი, რა დღეში ჩავიგდე თავიო.

უფულობის გამო ირაკლი ალასანიამ ქორწინების ბეჭედი ნაცნობის ლომბარდში შედარებით ძვირად ჩააბარა და ოფისის თანამშრომლებისთვის რამდენიმე დღის სამყოფი პური, რამდენიმე ცალი ჩაის ფერი და “პავიდლო” იყიდა.

ისიც დაუმატებია, თუ ვინმეს საშუალება გაქვთ, სახლიდანაც შეგიძლიათ მოიტანოთ და რამენაირად გადავაგოროთ ეს ორი წელიო. ზოგი დათანხმდა ცოტნე დადიანობას, ზოგმაც უსიტყვოდ დატოვა პარტია და გასვლის წინ ხეზე დააკაკუნა, _ აქ მომსვლელის დედაცო.

მაიკო კედლებს ეხეთქება, ამ დღეებში ინტერნეტი და დენი ითიშება, იკა კი მის სიტყვებს იმეორებს: “მე რა ვქნა, მეე?!” თუმცა…

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/petriashvili.jpg

ბუკაც პერიოდულად გამოდის ჩაკეტილი ოთახიდან ზებრის ზოლებიანი ხალათით და კოლეგებს ეკითხება, ხო არ დაურეკიათო. პასუხი: არა, არაო… უპერსპექტივობის განცდით შეპყრობილი ბუკა ისევ ოთახში შედის და ვიდეოზე ბრუსლის კინოებს უყურებს, თან სიგარეტს სიგარეტზე უკიდებს, რა თქმა უნდა, უფილტროს.

მაიკოს უთქვამს, ბიძინას ნაჩუქარი საყურეები და საკაბე მაქვს შავი დღისთვის გადანახული და, თუ მაგრად დაგვერხევა, ჩავდებთ ან გავყიდითო, ალასა ცოტა დამშვიდებულა ამ სიტყვებზე, მაგრამ მაინც დარდიანი თვალები ჰქონია.

დავით ზალკალიანს (ზალკალას) უთქვამს _ მე შაქარი მაქვს და ჩემთვის უჭმელობა არ შეიძლებაო და სულ ბოდიშებით წამოსულა პარტიიდან.

ჩქარი ელიკოს ინფორმაციით, ერთი ხანობა მაიკოს ისიც უფიქრია, ხვედოს (ეკა ხვედელიძეს) ხომ არ დავურეკო, მოვიკითხოო, მაგრამ ვერ ბედავს, ქმარი გავულანძღე და ტეხავსო.

ვიქტორაც (ვიქტორ დოლიძე) ცდილობს სიტუაციიდან გამოსავალის პოვნას, წულუსთვის (თეა წულუკიანი) დაუმესიჯებია, რას შვრებიო და თეას მოუწერია, რომელი ხარო. ამაზე სულ ჩაუქნევია ხელი ვიქტორას, წაუშლია ნომერი, რაღა აზრი აქვს მიწერასო და თავი გაუნებებია.

ერთადერთ იმედად თინა და დათო დარჩათ, თინას უთქვამს, “კამანდიროვკაში” ვარ, რომ ჩამოვალ, გნახავთო.

არც თამრო ბერუჩაშვილი ყოფილა კაი დღეში, იმ დღეს დაურეკავს მაიკოსთვის და სულ ცხარე ცრემლით უტირია, შევცდი, დაო, მაპატიეო. მაიკოს უთქვამს, მაღალმა ღმერთმა გაპატიოსო, და ტელეფონი გაუთიშავს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/1434449392.jpg

მოკლედ, დიდი ამბებია პარტიაში, ყველა ტელეფონის ზარს ელოდება, მაგრამ ვინ არის ზარის სავარაუდო ავტორი ჯერჯერობით უცნობია.

პარტიაში ხშირად გაიგონებთ მხოლოდ ამ კითხვას: “ხო არ დაურეკია?”. პასუხია: “არა, არა!”

ელიკო სილაძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here