Home რუბრიკები პოლიტიკა “მხოლოდ ამიტომ უნდა დაეჭირათ გიგი უგულავა!” ანუ, ნარმანია, წიე, სადღაა შენი პირობა?!

“მხოლოდ ამიტომ უნდა დაეჭირათ გიგი უგულავა!” ანუ, ნარმანია, წიე, სადღაა შენი პირობა?!

736

ეს სიტყვები გულშემაწუხებელი სანახაობით აფორიაქებულმა შუახნის კაცმა წამოისროლა და ჰაერში მუშტი მოიღერა. რა მოხდა ასეთი?

თავისუფლების მოედნის ქვემოთ, პუშკინის ქუჩაზე, თბილისის აწ უკვე ყოფილი მერის, გიგი უგულავას, ნებითა და თავკაცობითტავის დროზე გათხრები დაიწყო,_ უნიკალურ სიძველეებს მივაკვლიეთო. არადა, ასეთი საუკუნოვანი ქვები და აგურები ძველ თბილისში ყოველ ნაბიჯზეა, სადაც ბარს დაარტყამ. დავიწროვდა პუშკინის ქუჩა და ხალხი იძულებული შეიქნა, მოპირდაპირე მხარეს, ხელოვნების მუზეუმის კედელზე აკრულს ევლო გზაწვრილზე, რაც დღემდე გრძელდება. არადა, ერთმანეთის გვერდის ავლა აქ თითქმის შეუძლებელია, რასაც ემატება იმის შიში, რომ “კოლმეურნეობის მოედნიდან” ამომავალმა უამრავმა ავტობუსმა თუ ავტომანქანამ კედელს არ მიგასრისოს!

ასეა კარგა ხანია!.. ახალმა მერმა, პატივცემულმა ნარმანიამ თავის დროზეფიცირომ დადო, ისიც აღნიშნა, არქეოლოგები მალე დაამთავრებენ კვლევაძიებას პუშკინის ქუჩაზე, მერე გადავხურავთ იქაურობას და ქუჩასაც გავაფართოებთ, კარგ ტროტუარსაც გავაკეთებთო.

ძვირფასო თბილისელებო, კი ხედავთ, რაც გააფართოვეს და რა ტროტუარიც გაიყვანეს _ ხალხი ისევ გულისფანცქალით მიმოდის ხელოვნების მუზეუმის კედელს აკრული ჰოდა, იმ დღეს ის მამაკაცი, იცით, რამ ააყვირა?! ახალგაზრდა ქალს სამი ბავშვი მოჰყავდა: ერთი ატატებული, ორი ბიჭუნა კი თავისთვის მოდიოდა და ერთ-ერთი კინაღამ მანქანას შეუვარდა, რასაც თვალი მოჰკრა მოპირდაპირე მხრიდან მომავალმა მამამაკაცმა და კიდეც შეუკურთხა უგულავას!

ჰო, მაგრამ ხომ მორჩა, ხომ დამთავრდა, ხალხო, ეს უგულავა?! დღევანდელი მერია და მერი რაღას აკეთებს?!

ნარმანია, წიე, სადღაა შენი პირობა?! იმას უცდით, აქ რაიმე უბედურება დატრიალდეს?! ღმერთმა ნუ ქნას! ხოლო, რაც მოგივათ, ღირსებიც იქნებით, უგულავა კი, თუ იუკუღმართა, ქე იხდის იმისთვის სასჯელს.

ვილენ მარდალეიშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here