Home რუბრიკები ბლოგი ვლადიმირ პუტინი: აშშ მსოფლიოს ატყუებდა, როცა ირანის მხრიდან ბირთვულ საფრთხეზე საუბრობდა

ვლადიმირ პუტინი: აშშ მსოფლიოს ატყუებდა, როცა ირანის მხრიდან ბირთვულ საფრთხეზე საუბრობდა

 „ვალდაის“ სადისკუსიო კლუბში სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ  ის დარწმუნებულია- ამერიკის შეერთებული შტატები მთელს მსოფლიოს ატყუებდა, როდესაც ირანის მხრიდან ბირთვულ-სარაკეტო საფრთხეზე საუბრობდა.

„ბირთვულ-სარაკეტო საფრთხის საბაბით ირანის მხრიდან დანგრეულია თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების ფუნდამენტური საფუძველი- ხელშეკრულება, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შეზღუდვის შესახებ“,- განაცხადა პუტინმა ვალდაის ფორუმის პლენარულ სხდომაზე საუბრისას.

„სხვათაშორის, დღეს ირანის ბირთვული პრობლემა მოხსნილია- არანაირი საშიშროება ირანის მხრიდან არც ყოფილა და არც ახლა არის. მიზეზი, რომელმაც თითქოს და გადააწყვეტინა ამერიკელებს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის მშენებლობა, აღარ არსებობს. ჩვენ გვეიმედებოდა, რომ შესაბამისად აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შემდგომი მშენებლობაც შეწყდებოდა და რა ხდება სინამდვილეში? არაფერი მსგავსი, პირიქით- ყველაფერი გრძელდება,“ – განაცხადა პუტინმა.

„ამ დღეებში აშშ-მა ჩაატარა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის პირველი საცდელი გამოცდა ევროპაში. რას უნდა ნიშნავდეს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მართლები ვიყავით, როდესაც ვკამათობდით ამერიკელებთან: ისინი ჩვენს და მთელი მსოფლიოს შეცდომაში შეყვანას აპირებდნენ, უფრო ზუსტად კი- გვატყუებდნენ!,“- განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.   

„ბირთვული იარაღის შექმნის დღიდან ნათელი გახდა, რომ გლობალურ კონფლიქტში გამარჯვებული არ იქნება, შედეგი შესაძლოა დადგეს მხოლოდ ერთი- გარანტირებული ურთიერთგანადგურება. მოხდა ისე, რომ ადამიანმა სულ უფრო ძლიერი, გამანადგურებელი იარაღის შექმნის მცდელობებთან ერთად, ომი სრულ უაზრობად აქცია.

სხვათაშორის, 50-იანი, 60-იანი, 70-იანი და 80-იანი წლების მსოფლიო ლიდერები სამხედრო ძალის გამოყენებას უდგებოდნენ, როგორც განსაკუთრებულ ზომას და ცხადია, რომ ისინი პასუხისმგებლობას გრძნობდნენ და შესაბამისადაც იქცეოდნენ.“- განაცხადა პუტინმა.

„ ბირთვული იარაღის შემაკავებელი ფაქტორი დევალვირებას განიცდის. შესაძლოა, ზოგს იმის ილუზიაც კი გაუჩნდა, რომ მსოფლიო კონფლიქტში ერთი-ერთი მხარის რეალური გამარჯვება კვლავაც მიღწევადია, თანაც ისე, რომ მეორე მხარემ არ განიცადოს შეუქცევადი დანაკარგები“,- ასკვნის პუტინი.

შეგახსენებთ, რომ 20 ოქტომბერს აშშ-მა პირველად ჩაატარა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის გამოცდა ევროპაში.

 2009 წელს პრაღაში, ევროკავშირ-აშშ-ის სამიტზე  ბარაქ ობამა აცხადებდა, რომ ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ევროპული პროგრამა მიმართულია მარტოოდენ ირანის წინააღმდეგ, რომლის ბირთვული პროგრამაც აშშ-ისთვის საშიშროებას წარმოადგენს.

 ამ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის შემდგომ, რის შედეგადაც ირანს სანქციების უმეტესობა მოეხსნა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ არ არსებობს ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო დაცვის პროგრამის გადახედვის არანაირი აუცილებლობა, მსგავსი აზრი გამოთქვა ნატო-ს ხელმძღვანელობამაც.

 კონსტანტინე ჩიკვილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here