Home რუბრიკები პოლიტიკა მაღალი რანგის თანამდებობის პირებს პრემიის აღება შეეზღუდებათ

მაღალი რანგის თანამდებობის პირებს პრემიის აღება შეეზღუდებათ

524

პარლამენტმა პირველი მოსმენით (55 _ მომხრე, 1 _ წინააღმდეგი) მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მაღალი რანგის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ პრემიის აღების შეზღუდვას ითვალისწინებს.

საუბარია დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის კანონპროექტზე, რომელიც ამ მიმართულებით ცვლილებების განხორციელებას “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში გულისხმობს.

პირველი მოსმენით მიღებული პროექტის მიხედვით, 2017 წლის 1 იანვრამდე (“საჯარო სამსახურის შესახებ” ახალი კანონის ძალაში შესვლამდე) პრემიის მიღების უფლება შემდეგ თანამდებობის პირებს შეუჩერდებათ: საქართველოს პარლამენტის წევრებს, მინისტრებსა და მათ მოადგილეებს; აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, მთავრობათა თავმჯდომარეებსა და მათ მოადგილეებს; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრებსა და მათ მოადგილეებს; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეს; პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეს; ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანსა და მის მოადგილეს; სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანსა და მის მოადგილეს; საგადასახადო ომბუდსმენსა და მის მოადგილეს; პარლამენტის აპარატის უფროსსა და მის მოადგილეს; სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელებს; შემოსავლების სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეებს; გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს; ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და საბჭოს წევრებს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს; ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრებს; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილესა და კომისიის მდივანს; გუბერნატორებსა და მის მოადგილეებს; მოსამართლებს; მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეებს; იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორსა და მის მოადგილეს; საკრებულოს თავმჯდომარეებს, მერებსა და გამგებლებს. ჯამში, საუბარია 746 თანამდებობის პირზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here