Home რუბრიკები პოლიტიკა ესპანელები ნატოს წინააღმდეგ გამოვიდნენ

ესპანელები ნატოს წინააღმდეგ გამოვიდნენ

471

ნატო დღეს საკმაოდ აგრესიულ პოლიტიკას ეწევა და განაგრძობს გაფართოებას რუსეთის საზღვრებისკენ. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ ჩატარებული სწავლებები კი რეკორდს რეკორდზე ხსნის: ამჟამად ესპანეთის, პორტუგალიისა და იტალიის ტერიტორიებზე აპირებს მასშტაბური სწავლების ჩატარებას.

ლაპარაკია სამხედრო სწავლებაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 36 ათასი ადამიანი, 140 თვითმფრინავი, 90 წყალქვეშა ნავი და ხომალდი, 23 ტანკი, 93 ჯავშნიანი მანქანა და 6 ვერტმფრენი. tridnet Yuncture 2015-ში (ასე ჰქვია ნატოს სწავლებას) მონაწილეობენ ავსტრიელები და შვედებიც კი, რომელთა ქვეყნებიც არ არიან ნატოს წევრები. შექმნილი მწვავე ვითარებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რა შეიძლება გამოიწვიოს ნატოსა და რუსეთის კონფრონტაციამ, შეშფოთებულმა ესპანელებმა მიტინგი გამართეს იმ სწავლების წინააღმდეგ, რომელიც მათი ქვეყნის ტერიტორიაზე ტარდება.

მადრიდის ქუჩებში გამოსული მომიტინგეები გაჰყვიროდნენ ლოზუნგებს: “რახოი და მარგალიო, ლაქიები ხართ!” (მარიანო რახოი _ ესპანეთის მთავრობის მეთაური; ხოსე მანუელ გარსია-მარგალიო _ ესპანეთის შს მინისტრი _ რედ.); “ჩვენ არ გვინდა, ვიყოთ ჩრდილოეთ ამერიკის კოლონია!”, “გაიტანეთ სამხედრო ბაზები!”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here