Home რუბრიკები პოლიტიკა ქართული პოლიტიკის ჟანა დ’არკი და რესპუბლიკელების მორიგი ბუდარიხა

ქართული პოლიტიკის ჟანა დ’არკი და რესპუბლიკელების მორიგი ბუდარიხა

1020

საგარეჯოს ე.წ. შუალედურ არჩევნებზე მოგახსენებთ და ადვილად მიხვდებით, რომ ამ დუელის მონაწილე ქართველ ჟანა დ’არკში დეპუტატობის კანდიდატი ირმა ინაშვილი იგულისხმება, ხოლო მის მოწინააღმდეგე მორიგ ბუდარიხაში _ კოალიცია “ქართული ოცნების” რესპუბლიკელი კანდიდატი თამარ ხიდაშელი. რესპუბლიკელებს სურთ, გათავდაცვისმინისტრებული თინა ხიდაშელი პარლამენტში მისი ნათესავით _ თამარ ხიდაშელით, ჩაანაცვლონ და ქართული კლანურ-ოჯახური მმართველობა ოფიციალურად გაამყარონ.

ყველას კარგად გვახსოვს 2013 წლის შუალედური არჩევნები, რომელიც ტყუპისცალივით ჰგავს დღევანდელს. მაშინაც, საგარეჯოს მსგავსად, ნაძალადევის რაიონში ორი რეალური კანდიდატი იბრძოდა დეპუტატობისთვის _ კოალიცია “ქართული ოცნების” რესპუბლიკელი კანდიდატი თამარ კორძაია და პატრიოტთა ალიანსის მაშინდელი გენმდივანი სოსო მანჯავიძე.

ნაძალადეველებს არა მხოლოდ პიროვნებებს, არამედ ორ საწინააღმდეგო იდეოლოგიას შორის ჰქონდათ არჩევანი გასაკეთებელი _ რესპუბლიკელთა ნეოლიბერალურსა (წაიკითხე, ანტიეროვნულ) და ქართულს შორის.

აქედან გამომდინარე, ნაძალადევის არჩევნებში სოსო მანჯავიძეს უეჭველად უნდა გაემარჯვა, თუნდაც იმიტომ, რომ ნაძალადევის რაიონში უმეტესად სწორედ ეროვნული ცნობიერების ხალხი ცხოვრობს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ჯერ კიდევ შეუვალმა ავტორიტეტმა ნაძალადევის რაიონს ნაძალადევადშეტენარესპუბლიკელი თამარ კორძაია, რაც დღემდე ვერ მოუნელებიათნახალოვკელებს”, რადგან მათმარჩეულმაგადეპუტატებისთანავე გამოამჟღავნა ბუდარიხობა .. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებისას, რომელსაც უწმინდესმა საქართველოს დამღუპველი კანონი უწოდა.

კორძაიამ თავისი განცხადებებით ჯერ პატრიარქი შეურაცხყო, _ რატომ ეჩრება ხელისუფლების საქმეებში, ბარემ ერთი საპარლამენტო მანდატი მასაც მივცეთო; ახლახან კი ლგბტ-პედერასტების დროშა ამაყად ააფრიალა _ ერთნაირსქესიანთა ქორწინებების დაკანონების ეპიდემიას მსოფლიოში კაცობრიობის წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა და საქართველოსაც მსგავსი “პროგრესი” უსურვა.

ეს მცირე ექსკურსიც ცხადყოფს, რომ ირმა ინაშვილი და თამარ ხიდაშელი, რბილად რომ ვთქვათ, აშკარად სხვადასხვა წონით კატეგორიაში არიან, რადგან აქაც იდეოლოგიებს შორის ომია და, ვინ გაიმარჯვებს, თითქოს ამთავითვე ცხადია.

მაგრამ ეს “თითქოს”, როგორც ნაძალადევის მაგალითიდან გამოჩნდა, არც მაშინ ყოფილა საიმედო და, ბიძინა ივანიშვილის შაბათის “ქრონიკაში” გასული ინტერვიუდან გამომდინარე, არც დღესაა.

 როგორც “ნაცებმა” იცოდნენ თქმა, გონივრული ეჭვიმაქვს, რომსამების აღმშენებელისაგარეჯოშიც ნაძალადევის სცენარის გამეორებას აპირებს.

ამ ინტერვიუს სხვა აქცენტებზე და იმაზედაც, თუ რატომ ჩავსვი სამების აღმშენებელი ბრჭყალებში, ქვემოთ მოგახსენებთ. მანამდე კი გეტყვით, რომ წინამდებარე წერილი რესპუბლიკელი ხლისტების მამამთავრის _ ლევან ბერძენიშვილის მორიგმა ავყიობამ განაპირობა და, რომ არა ივანიშვილის ინტერვიუ, ჭორვილელი მილიარდერი იქნებ საერთოდაც არ მეხსენებინა…

ლევან ბერძენიშვილის ციტატა:

საგარეჯოში ინაშვილი ვერ გაიმარჯვებს და ამის გარანტიას გაძლევთ, რადგან პოლიტიკაში ვარსკვლავი შემოგვყავს. ხიდაშელი და კორძაია საქართველოს მომავალი მგონია. ვიღაცა კი ფიქრობს, რომ ქვეყნის მომავალი ინაშვილია”…

როგორი “მანათობელი ვარსკვლავიც” არის თამარ კორძაია და საქართველოს როგორი მომავალი ეოცნებება, ზემოთ ვთქვით; ხოლო მეორე “ვარსკვლავი” _ თამარ ხიდაშელი, რომელიც საქართველოს დედაეკლესიის დისკრედიტაციას, ჩვენი პატრიარქის შეურაცხყოფასა და საქართველოს “პროგრესის” გზაზე დაყენებას, ანუ ლგბტ-ზაციას სეხნია “ვარსკვლავივით” და იქნებ მასზე უკეთესადაც რომ განაგრძობს, მისი მოკლე ბიოგრაფიიდანაც ჩანს, რომელიც მედიაკავშირი “ობიექტივის” პირდაპირ ეთერში გადაცემის წამყვანმა სხაპასხუპით წაიკითხა და რომელიც ე.წ. სტოპკადრებით ძლივს გავშიფრე:

“2011 წელს იყო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, ასევე, გაეროს განვითარების პროგრამის მოკლევადიანი ექსპერტი; 2011-13 წლებში მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამის _ “მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებების დაცვის” კოორდინატორად, 2012-14 წლებში იყო ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს ადამიანის უფლებათა კომისიის” ექსპერტი და ა.შ.”.

ამდენ ლაქლაქს ჯობდა, მოკლედ ეთქვა: როგორც ყველა რესპუბლიკელი, თამარ ხიდაშელიც სოროსის ძუძუს წოვდა, პრაქტიკულად, არაფრის კეთებაში (რადგან ზემოჩამოთვლილი ფონდები თუ ორგანიზაციები მხოლოდ საქართველოს საზიანოდ მოქმედებენ) კაი ხელფასი, “პაეზდკები” არ აკლდაო და, მეც მოკლედ ვიტყოდი, როგორც თვითონ განაცხადა ხიდაშელმა, საქართველოს “გადასარჩენად” პარლამენტში მიმავალ “ვარსკვლავს” მართლაც უზრუნველი კომფორტი მიუტოვებია-მეთქი…

ისე, ბუდარიხა ხიდაშელის “ობიექტივში” გამოსვლა ცალკე თემაა…

რესპუბლიკელების “ვარსკვლავი” იმ პირობით მოვიდა “ობიექტივის” ეთერში, რომ თავის წამყვანს მოიყვანდა და მაყურებელთა ზარებს 15 წუთში ერთხელ შემოუშვებდა…

ერთმა ქალბატონმა დარეკა და იკითხა, _ დარწმუნებულები ხართ, რომ ხიდაშელი გაიმარჯვებსო? ინტონაციაზე ეტყობოდა, 2%-იანი რეიტინგის მქონე ყველასთვის “საყვარელი” რესპუბლიკელების “მიწაში ჩადებას” რომ აპირებდა. ეს რომ იგრძნო წამყვანმა, უმალ გათიშა რესპონდენტი, _ რა კარგი კითხვა დასვა ქალბატონმაო და პასუხებისთვის ბუდარიხა ხიდაშელის თანმხლებ პირებს მიმართა, რომელთა შორის ჯერ ზვიადისტი, შემდეგ მიშისტი და ახლა “ოცნების” ჩოხოსანი ვიცესპიკერი ზვიად ძიძიგურიც ბრძანდებოდა, რომლის პასუხსაც ვციტირებ:

რა მინდა, ვთქვა თამუნას შესახებ: პრაგმატული მოსაზრებით უნდა მისცენ ხმა ყველამ, ხო? არ არის ახლა რომანტიკით ხმის მიცემა. ეს იყო პირველად, ზვიად გამსახურდიამ რომ ჩაატარა არჩევნები, მაშინ იყო ყველანი კომუნისტების წინააღმდეგი და მრგვალმა მაგიდამ მიიღო დიდი მხარდაჭერა და მაშინ იყო ჰეროიკული რაღაცა თემები, თუ რატომ გაიმარჯვა ოპოზიციამ და მრგვალმა მაგიდამახლა პრაგმატულად უნდა დათვალო, ვინ რას მისცემს…” (სტილი დაცულია).

რა უნდა თქვა ამ კაცუნას შესახებ, რომელიც, ჩოხას რომ ჩაიცვამს, თავი მართლა კაცი ჰგონია!

 მამაკაცისთვის პრაგმატულად ხმის მიცემა ერთი ძვირფასი ადგილის “მიცემის” ტოლფასია და ასე “პრაგმატულად” რომ უცხოვრია ამ არარაობას, მისი მოკლე ბიოგრაფიიდანაც ჩანს. ხუმრობა საქმეა?! სამტრედიის ლაწირაკმა პრეფექტმა ჯერ ხომ რუსეთიდააჩოქასამტრედიის რკინიგზის იდიოტური ბლოკადით და შემდეგ იმდენი იპრაგმატულა, რომ იმ რესპუბლიკელთა ხელისბიჭობა გაიკრა, რომლებიც უპირველესი მტრები იყვნენ ოდესღაც მისთვის პრაგმატულად სათაყვანებელი ზვიად გამსახურდიასი და რომლებსაცმხედრიონზეარანაკლები წვლილი მიუძღვით საქართველოს ეროვნული ხელისუფლების დამხობაში!

საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ალბათ, საფლავში ტრიალებს, მისი იდეური მკვლელების პარტიის ბუდარიხა კანდიდატს ერთ დროს მისი პრაგმატულად ერთგული და დღეს რესპების შიბაქი ვიცესპიკერი რომ ლობირებს.

ახლა ირმა ინაშვილის მოკლე ბიოგრაფიის მიმოხილვის დროც მოვიდა:

18-19 წლის გოგონა აფხაზეთის ომში იცავდა საქართველოს ერთიანობას; გამოიარა ჭუბერის ჯოჯოხეთიც, სადაც (ბევრმა არც იცის) ბილიკზე იპოვა ყინვისგან გათოშილი, გათიშული თოთო ბავშვი, გულში ჩაიკრა, მრავალი კილომეტრი ასე ატარა და მოხდა სასწაული _ ბავშვი გაცოცხლდა!

არ ვიცი, ირმას სხეულის სითბომ გაალღო გაყინული ბავშვის სხეული თუ ღვთის განგებით მოხდა ეს სასწაული. ის კი ვიცი, რომ ის ბავშვი ირმამ მონათლა და დღეს საღსალამათი ზრდასრული კაცია.

“ვარდების რევოლუცის” შემდეგ ზაზა შენგელიას ტელევიზიაში გაიმართა საიდუმლო სერობა, რომელსაც ნაცების ერთ-ერთი იდეოლოგი ლევან რამიშვილი ხელმძღვანელობდა. ამ სერობამ ჟურნალისტებს ღია ტექსტით დაავალა (რა თქმა უნდა, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ) საქართველოს დედაეკლესიასა და პირადად პატრიარქზე ცილისმწამებლური კომპრომატების შექმნა და გადაცემების მომზადება. ამ თავყრილობას იმხანად რომელიღაც მონასტრიდან ახალდაბრუნებული ირმა ინაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც მონასტრიდან წამოღებული აიაზმა (ნაკურთხი წყალი) მიასხა ხლისტების კრებულს, _ თქვე სატანისტებოო, _ კაცურადაც მოიკითხა მათი დედ-მამა, ის კრებაც დატოვა და ტელევიზიაც.

მას შემდეგ ჩაება უკვე შვილების დედა სააკაშვილის რეჟიმთან უთანასწორო ბრძოლაში, ნელ-ნელა მომხრეებიც შეემატნენ, დააარსა ჯერ ინტერნეტრადიო და შემდეგ ინტერნეტტელევიზია “ობიექტივი” და, რაც მთავარია, შექმნა “წინააღმდეგობის მოძრაობა”, რომელიც საბოლოოდ სააკაშვილის რეჟიმის მესაფლავე აღმოჩნდა. რომ არა პირადად ირმა ინაშვილის მიერ საკუთარი სიცოცხლის, ოჯახის რისკის ფასად მოპოვებული კადრები და დავით თარხანმოურავთან ერთად ამ კადრების ბრიუსელსა და ვაშინგტონში და, რაც მთავარია, საქართველოში გავრცელება, დღეს ივანიშვილის კოალიცია 20-22%-იანი ოპოზიციით იქნებოდა პარლამენტში წარმოდგენილი, ხოლონაცები” _ საკონსტიტუციო უმრავლესობით, მათი კრეტინი პრეზიდენტი კი პრეზიდენტის სასახლეში იქნებოდა წამოპლაკული პრემიერის რანგში.

თუნდაც ამიტომაა ირმა ინაშვილი ქართველი ჟანა დ’არკი, გნებავთ, მაია წყნეთელი, თინა წავკისელი ან თამარ ვაშლოვნელი… ანუ ირმა ინაშვილი ნამდვილი ქართველი გმირი ქალია.

ჰოდა, ამ ქალზე ამბობს ივანიშვილი, _ მგონი, ოდესღაც ინტერვიუ მივეცი, “პატრიოტთა ალიანსსსაერთოდ არ ვიცნობ და გამორიცხულია, მათ კანდიდატს მხარი დავუჭიროო.

დღეს, საბედნიეროდ, აღარ არის ის დრო, როცა ბიძინა ივანიშვილს, სარებიც რომ დაერჭო მიწაში და ეთქვა, _ აი, ესენი იქნებიან თქვენი მერები თუ პრეზიდენტებიო (მარგველაშვილ-ნარმანიებს იქნებ სარებიც ჯობდა), საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დაუფიქრებლად მისცემდა ხმას!

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ირმა ინაშვილი აშკარა უპირატერობით ლიდერობს საგარეჯოში, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, რადგან ხელისუფლება აშკარად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს:

.. მუხროვანის სამხედრო ბაზაზე, სადაც მხოლოდ 25 სამხედრო მსახურობდა, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, 550 სამხედრო შეიყვანეს და .. სპეცუბანი შექმნეს. თამუნია ხიდაშელს დასტადასტა დაჰყვებიან მინისტრები, აგრეთვე, პარლამენტის სპიკერი ზემოხსენებულ შიბაქა ვიცესპიკერთან ერთად.

აგერ, გასულ კვირას კოალიციის მთელი “სასტავი” ჩავიდა საგარეჯოში პრემიერ ღარიბაშვილის მეთაურობით; “ოცნების” აქტივისტები, სხვათა შორის, ნაცების აქტივთან ერთად, საგარეჯოს მუსლიმანურ სოფლებში ავრცელებენ დეზინფორმაციას, ვითომ აჭარაში ღორის თავი ირმა ინაშვილმა მიაჭედებინა და ის საქართველოში მეჩეთების მშენებლობის წინააღმდეგია!

ახლა იმის შესახებ, თუ ზემოთ რატომ ჩავსვი ბრჭყალებში სამების აღმშენებელი:

ჯერ ერთი იმიტომ, რომ, ივანიშვილის გარდა, სამების აშენებაში ცხონებულმა ბადრი პატარკაციშვილმაც შეიტანა წვლილი და ცხონებულმა ბიზნესმენმა მამუკა ჯინჭარაძემაც; და კიდევ _ ქართველმა ხალხმა, რომლის მიერ გაღებული ერთი ლარი გაცილებით მეტია ღმერთისთვის, ვიდრე ივანიშვილის მილიონები, რადგან იმ ქართველმა ახალ აღთქმაში ხსენებული დედაბერივით უკანასკნელი შესწირა სამების მშენებლობას, ივანიშვილმა კი _ უთვალავი ქონების მხოლოდ ნაწილი.

აქვე დიდი კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვებს მოვიყვან, მეფე გიორგის პირით თქმულს: “ლოცვა ტაძრის გარეშეც შეიძლება, მაგრამ საქართველოს ერთიანობას მძლავრი მარჯვენა, უტეხი ხმალი და ციხეთა სიმრავლე იცავს”…

ჰოდა, რა მადლი აქვს, ერთი ხელით სამებას რომ ააშენებ და მეორეთი ხელისუფლებას ჩააბარებ ქართველთმოძულე, ეკლესიისა და პატრიარქის მტრებს, 2%-იან რესპუბლიკელებს, რესპუბლიკელებს, რომლებიც, არათუ მოსწონს, სძაგს და ეზიზღება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას?!

ინტერვიუში ივანიშვილმა ბევრი ისაუბრა “რუსთავი 2”-სა და დემოკრატიაზე.

ზიზღსა და სიყვარულსაც რომ თავი დავანებოთ, სადაური დემოკრატიაა ის, რომ 2%-იანი რეიტინგის პარტიას ჩააბარებ პრაქტიკულად მთელ ხელისუფლებას? _ სადაური და ამერიკული. ამ გზით ჩვენმასტრატეგიულმა მოკავშირემ” _ აშშმა თავის სატელიტ ქვეყნებში ერთგული მონები დასვა ხელისუფლებებში, რომელთა საშუალებითაც ამერიკის იმპერიის ნეოლიბერალური ხელისუფლება მსოფლიოს ნეოკოლონიურ მართვას მეტნაკლები წარმატებით ცდილობს, მაგრამ საქართველოში არავითარი მეტნაკლებობა არ არსებობს, ქვეყანა ამერიკის საელჩოდან იმართება _ ადრე ნაცების, ახლა კი რესპუბლიკელი მონების ხელით!

ხატოვნად თუ ვიტყვით, 2012 წლის არჩევნებმა ალხანა შეცვალა ჩალხანათი, რომელიც ჯერჯერობით ქუჩებში არ გვხვრეტს და ციხეებში არ გვაუპატიურებს, სხვა მხრივ კი საქართველო ისევ იქ არის და იდეოლოგიურად უფრო უკანაც, ვიდრე იყო სააკაშვილის დროს, რომელმაც ვერ გაბედა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, ივანიშვილმა კი მიაღებინა.

მიუხედავად ამისა, ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენციის ნაწილი იმთავითვე გაიძახოდა, _ ივანიშვილს რესპუბლიკელები ამერიკელებმა ძალად “შეტენეს”, რომლებსაც, დღეს თუ არა, ხვალ ან ზეგ მოიშორებსო. ამ მედღეხვალიობაში კი 3 წელიწადი გავიდა და მათ უფრო ღრმად გაიდგეს ფესვები. ივანიშვილის ინტერვიუ, ყველაფერთან ერთად, რესპუბლიკელების აპოლოგეტიაც იყო _ კოალიციას (წაიკითხე _ რესპუბლიკელებს) 2016 და 2020-შიც მხარს დავუჭერო, თანაც იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე ვუჭერდიო(?!).

 ამის შემდეგ რა არგუმენტი დარჩა ინტელიგენციის ამ ნაწილს, რომ ივანიშვილის ეროვნულობა გვიმტკიცოს?!

მეტი რა ქნას კაცმა! თავი გადადო და სააკაშვილს ხელისუფლება ხელიდან გამოგლიჯაო; ახლა რომ რესპუბლიკელებს ხელი ახლოს, მილიარდებს გაუყინავენო(?!).

უკაცრავად და, ამ ჩემს ფეხებს, თუ გაუყინავენ! ივანიშვილის მილიარდებს გადავაყოლოთ ქვეყანა, რომელიც თავზე დაგვექცა?!

რაც შეეხება თავის გადადებას, ვინც თავიც გადადო და საკუთარი მილიარდებიც, არკადიაში განისვენებს (ბადრი პატარკაციშვილი ივანიშვილზე არანაკლები ქველმოქმედი და უფრო დიდი მამულიშვილიც იყო). როდესაც პატარკაციშვილი დაუპირისპირდა სააკაშვილს, ივანიშვილი გვერდით არ დაუდგა, რადგანდემოკრატიის შუქურისნათებით იყო დაბრმავებული და სააკაშვილის რეჟიმს ემსახურებოდა _ გულუხვად აფინანსებდა.

ჭაბუა ამირეჯიბის ორმოცზე პატრიარქის მიმართ ივანიშვილის ავყიაობამ ხელფეხი გაუხსნა არასამთავრობო თუ სამთავრობო ხლისტებს და დღეს საქართველოს ეკლესიის განქიქება და პატრიარქის ლანძღვა ჩვეულებრივი ამბავია.

დასასრულ _ ისევ საგარეჯოს არჩევნების შესახებ:

მისი შედეგი ერთგვარი ტესტია იმისა, თუ როგორი სამართლიანი არჩევნები ჩატარდება მომავალში. ხელისუფლებას ვაფრთხილებ, ხელი არ წაგიცდეთ ცუდად, თორემ, ხიდან ფოთოლი ჩამოვარდება კი არა, ფოთოლცვენა დაგატყდებათ თავს!

გახსოვთ, ალბათ ბებერი ხლისტი ლევან ბერძენიშვილი ძალიან რომ გაუშინაურდა სიტყვებს _ “ვიღაცას ჰგონია”: ლადო ასათიანის გენიალურ ლექსს მკვდრადშობილი უწოდა, ვიღაცას ეს ლექსი გენიალური ჰგონიაო;  აგერ, ახლა კი _ ვიღაცას ირმა ინაშვილი ჰგონია ქვეყნის მომავალიო”…

ჰოდა, ბატონ ლევანსაც და სხვებსაც შევახსენებ, რომ ეს “ვიღაცა” ამომრჩეველია!

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. kacma ar icis ra xdeba,rogorc undat da sadac undat
    am qveyanas iqet miahseneben,es xalxis bralia yvelaferi
    shemogvacvites,ena,lamis sarwmunoeba,tradiciebi
    sazgvrebi:ukve gagvashisvles am ertma muhsa xalxma.

  2. mkedrioneli inasvili rom vinmes patriotad ecveneba- dasanania. gaertianebuli nacionaluri ocnebis da edvardis nashierebis sayrdeni zalaa – tavbrudamxvevi naxevradsimartleebit da \\\”mebrzoli suliskvetebit\\\”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here