Home რუბრიკები ბლოგი რადიკალური ისლამისტები თუ ძია სემის მარიონეტები

რადიკალური ისლამისტები თუ ძია სემის მარიონეტები

637

ეგვიპტის  რელიგიურ  საქმეთა სამმართველომ    მოამზადა ანგარიში, რომელიც ადასტურებს, რომ ტერორისტული ჯგუფი “ისლამური სახელმწიფო”  ცვლის თავის სტრატერგიას მათ შემადგენლობაში ახალი წევრების მისაზიდავად .  

ახალი წევრების მიღების სიმძიმის ცენტრის გადმოტანას ის არაბულ სამყაროდან  კავკასიაში,  კერძოდ ჩრდილოეთ კავკასიას,  აზერბაიჯანს, ცენტრალურ აზიასა , განსაკუთრებით ინდონეზიაში და ნაწილობრივად საქართველოშიც აპირებს . მათი აზრით გადაბირება იმ  რიგებში  „ისლამური სახელმწიფოს“  ემისრების თვის  იქნება შედარებით ადვილი, რადგან ამ რეგიონში  ჯერ ერთი მუსულმანები უამრავი რაოდენობით  ცხოვრობენ ,მეორეც საინფორმაციო ვაკუუმს განიცდიან და მესამეც  ბრმად ენდობიან  არაბ ემისრებს რომლებიც სააგიტაციო მუშაობას ეწევიან. ეს რა თქმა უნდა საგრძნობლად უზრუნველყოფს მებრძოლების ნაკადს ამ რეგიონებიდან იმისდა მიუხედავად რომ ჯერჯერობით“ ისლამისტური სახელმწიფო“ თავის ტერიტორიულ გაფართოების ვექტორის ახლო აღმოსავლეთის მიმართულებიდან სახვა მიმართულებაზე გადატანას არ აპირებს .

ამავე წყაროს ინფორმაციით „ისლამური სახელმწიფო“ სტრუქტურებში უკვე გაჩნდა ორგანო რომელიც პასუხისმგებელია მოამზადოს ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნების ენებზე მოლაპარაკე აგიტატორები რომლებიც სოციალური ქსელების საშუალებით დაიწყებენ თავიანთ პროპაგანდისტულ მოღვაწეობას.

რამდენიმე ხნის  წინ „ისლამურმა სახელმწიფომ“ სოციალური ქსელებით გაავრცელა  განცხადება სადაც მომავალში შესაქმნელ ე. წ. „ხალიფატში“ შიყვანა გარდა მუსულმანური სახელმწიფოებისა,  რუსეთის ფედერაცის შემადგენლობაში მყოფი  : მთელი  ჩრდილო კავკასია, ტატარსტანი,  ბაშკირეთი და ყირიმი ,  ასევე  სამრეთ  კავკასიის ქვეყნები    .  ასევე გაავრცელა ვიდეომასალა სადაც ისლამისტ რადიკალების მხარეს ამა თუ იმ ქვეყნიდან  (მათ შორის საქართველოდანაც)მებრძოლები  თავიანთ მშობლიურ ენაზე მოუწოდებდნენ  შემოერთებულიყვნენ  მათ  ისლამური   ე.წ.„ხალიფტის“ შექმნისთვის ბრძოლაში.

არც ეგვიპტური ანგარიში, არც ექსტრემისტების განცხადება განსაკუთრებით  საყურადღებო არ იქნებოდა  რომ არა სექტემბერში  რუსეთის ფედერაციაში კერძოდ დაღესტანში  ლიკვიდირებულ   კავკასიის „იმამატის „მოჰამედ სულეიმანოვს და  ქემილ საიდოვს   „ისლამისტური სახელმწიფოსთან „ დამაკავშირებელი დოკუმენტაცია არ აღმოაჩნდათ სადაც ,რუსეთის ფედერაციაში ახალი  მსოფლიო ხალიფატისთვის მოძრაობის დაწყებას აანონსებდა .

ასევე საყურადღებოა ავღანეთში მიმდინარე მოვლენები,  სადაც გარდა იმისა რომ რაადიკალმა ისლამისტებმა რამდენიმე ქალაქი აიღეს ,ავღანეთის პირველი ვიცე პრემიერის , გენერალ რაშიდ  დუსტუმის ინფორმაციით  „ისლამისტური სახელმწიფოს“ მომხრეები აპირებენ დიდი აფეთქებების მოწყობას არა მარტო ავღანეთის დედაქალაქში არამედ ცენტრალური აზიის ქვეყნების დედაქალაქებში, ასევე რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ კავკასიასა და  თათარსტანის ტერიტორიებზე . ეს განცხადება რაშიდ დუსტუმმა რუსეთში ვიზიტისას ტელევიზიით გააკეთა და განსაკუთრებული ხაზი გაუსვა იმას რომ ისლამურ სახელმწიფოს ამ  ქმედებების განხორციელების ცენტრად ავღანეთი აქვს არჩეული და რისი ნიშნებიც დღეს უკვე აშკარად შეინიშნება .

ასევე საგანგაშო სიტუაცია მწიფდება სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში კერძოდ ინდონეზიაში  სადაც „ისლამური სახელმწიფო“ თავის წარმომადგენლობას აძლიერებს .ცნობილია რომ ინდონეზია  თავისი მოსახლეობით ჩინეთის ინდოეთის და აშშ-ს მერე მეოთხე ადგილზეა 260 მილიონი მოსახლეობით, რომელთა 90% მუსულმანია . ხოლო ძირითადი კუნძულების სუმატრას, იავას და მადურას მთლიანი მოსახლეობა მუსულმანი სუნიტია . მოსახლეობის სიმჭიდროვე , ეკონომიური პრობლემები, სიღატაკე , რთული ნაციონალური პრობლემები-ყველა ეს ფაქტორები სასურველ გარემოს ქმნის  რადიკალური ფუნდამენტალიზმის განვითარებისთვის  თავისი უმძიმესი ფორმებითაც კი .

ინდონეზიის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა განცხადება  სადაც აღნიოშნა რომ ინდონეზიაში უკვე შექმნილია „ისლამისტური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი ორგანიზაციები რომლთა ხემძღვანელობაში  შედიან ახალგაზრდები ძირითადად 20-30 წლის  უმაღლესი განათლებით, საკმაოდ  წარმატებული და მატერიალურად უზრუნველყოფილი ოჯახებიდან  რომელთა მიზანს მსოფლიო ხალიფატის შექმნა და იქ ინდონეზიის გაერთიანება აქვთ იდეაში . ხოლო  დაბალი რანგის  რიგითი ჯარისკაცების  მოზიდვას ძირითადად  ახდენენ რადიკალური მიმართულების მოძღვრები მეჩეთებში  უფრო უმუშევართა  და დაბალი სოციალური ფენებიდან. 

ამ  და სხვა რთული სქემების და ლაბირინთების ღრმა გაანალიზების  და ერთმანეთთან შეჯერებას მივყავართ  მხოლოდ ერთ დასკვნამდე რომ ამ ყველაფერს ერთი ცენტრი, ერთი ხემძღვანელობა და ერთი მიზანი აქვს და ეს ცენტრი  და იდეები სულ არ არის „ისლამისტური სახელმწიფოს“  ანდაც  დიდი ხალიფატის  იდეებით შეპყრობილი ადამიანების ჯგუფის  ჩაფიქრებული. აქ უფრო დიდი მსოფლიო ჰეგემონიის , ბუნებრივი რესურსების კონტროლისთვის მებრძოლი ე. წ. ცივილიზირებული სამყაროს ბოსებთან მივყავართ.   ეს იმ ცივილიზირებული სამყაროს რომლებიც ერთის მხრივ სკოლის მასწავლებელს რომელსაც სკოლის  16 წლის მოსწავლესთან სექსუალური კავშირი ჰქონდა  22 წლიან ციხეს აძლევენ, ხოლო  რელიგიურ ექსტრემისთს ბრეივიკს რომელმაც 77 ადამიანი  სათითაოდ სიცოცხლეს  განოასალმა 21 წლიან სამოთახიან კონფორტაბელურ  ციხეს უსჯიან . ეს ის სამყაროა    ერთი ხელით ვითომ  ბომბავს  ფუნდამენტალური ისლამის  ბაზებს სირიასა და ერაყში  და მეორე ხელით ამავე ბაზებს  საბრძოლო მასალით და ინსტრუქტორებით ამარაგებს . რისი არაერთი  ფაქტი არსებობს  მაგ: იმის გარდა რომ აშშ-ს სსძ-მა ვითომ რამდენგერმე შეცდომით გადმოყარეს სამხედრო ტვირთები „ისლამისტური სახელმწიფოს“ კონტროლირებად ტერიტორიაზე (რაც თვთონ  შემდეგ აღიარეს ),დაფიქსირებულია რომ  ამერიკის  სსძ-ის ვერთმფრენმა რამდენჯერმე მოახდინა კირკუკის მიდამოებში დაჯდომა  საიდანაც ჯიხადისტების ლიდერები გადაეყვანა  ( რისი კადრებიც ხშირად ჩნდება ინტერნეტ სივრცეში

https://www.stratfor.com/analysis/bringing-turkeys-border-strategy focus utm_source=freelistf&utm_medium=email&utm_term=article&utm_campaign=20150806&mc_cid=d58eb6420f&mc_eid=8fb6842795) და რასაც ბევრი დამოუკიდებელი ჟურნალისტიც  ადასტურებს  .

 რაც შეეხება საქართველოს ამ მხრივ  ჯერჯერობით ჩვენთან   მოჩვენებითი სიწყნარეა მაგრამ ვითვალისწინებ რა იმას რომ როგორც  გუშინდელი (აგვისტოს ომი)და  ასევე დღევანდელი ხელისუფლება თავის  გინდაც  ქვეყნის შიგა  და მითუმეტეს რეგიონალურ გეოპოლიტიკურ   სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს არავინ ეკითხება  მათ მაგივრად გადაწყვეტილებებს ბატონები ამა ქვეყნისა იღებენ და შეიძლება  ზემოთ მოყვანილ სცენარში  ჩვენი ქვეყნის როლიც არის დაწერილი .  როლი რომელიც ჩვენ ქვეყანას სხვისი  გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვის პოლიგონად აქცევს  რისი გამოცდილებაც 2008 წელს უკვე მივიუღეთ .

ვიქტორ ცაავა 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here