Home რუბრიკები სამართალი მსროლელები “დემოკრატიისა და თავისუფლების” ქვეყნიდან

მსროლელები “დემოკრატიისა და თავისუფლების” ქვეყნიდან

596

ამა წლის 1 ოქტომბერს ორეგონის შტატის ქალაქ როზბერგში მოსწავლეთა ერთერთი საშინელი მასობრივი მკვლელობა მოხდა აშშის ისტორიაში. 26 წლის კრისტოფერ შონ ჰარპერმერსერმა კოლეჯ ამპკვას კამპუსის (სასწავლებლის დასახლება, სადაც სწავლებისთვის განკუთვნილ შენობებთან ერთად არის სტუდენტების საერთო საცხოვრებელი, ბიბლიოთეკა სასადილო და ..) ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 9 ადამიანი მოკლა, 9 დაჭრა და შემდეგ თავი მოიკლა. ეს უკვე მეორე ასეთი ინციდენტია როზბერგში. პირველი მოხდა 2006 წლის 23 თებერვალს: 14 წლის მოსწავლემ ვინსენტ უეინ ლეუდორომ, რომელსაც კლასელები გამუდმებით დასცინოდნენ, პისტოლეტიდან გასროლით დაჭრა 16 წლის ჯოზეფ მონტი.

აღსანიშნავია, რომ 1 ოქტომბერს ამერიკულ კოლეჯში სისხლიანი კალოს დამტრიალებელი ჰარპერ-მერსერი, რომელსაც 18 წლის შესრულების შემდეგ მამა აღარ უნახავს, აშშ-ის არმიაში მსახურობდა. ახალგაზრდა მამაკაცი დედასთან ერთად ცხოვრობდა სახლში, სადაც 14 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა (დედას იარაღის შეძენა-შენახვის უფლება ჰქონდა). ჰარპერ-მერსერი ანტირელიგიურ და რასისტულ იდეებს იზიარებდა.

დემოკრატიის შუქურად წოდებულ ამერიკაში მასობრივი მკვლელობები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. სწორედ “ჩვეულებრივი მოვლენა” უწოდა მოსწავლეების მასობრივ მკვლელობას პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელმაც თავისი პრეზიდენტობის 7-წლიან პერიოდში აშშ-ს კონგრესს 15-ჯერ(!) სთხოვა მოქალაქეებისთვის იარაღის თავისუფალი გაყიდვის შეზღუდვა. თუმცა ამერიკელების უბედურება არის ის, რომ ობამამ კონგრესს სთხოვა, კი არ მოითხოვა მისგან იარაღის გაყიდვის შეზღუდვა, არამედ _ სთხოვა. აშშ პრეზიდენტს კარგად ესმის, რომ იარაღის მწარმოებლებს ვერ აიძულებს, შეწყვიტოს გაყიდვა პროდუქციისა, რომელსაც ამერიკელები (არამხოლოდ) ისე ეტანებიან, როგორც წყალს სიცხეში. იარაღის ლობისთან დაპირისპირება ნიშნავს დაპირისპირებას სამხედროსამრეწველო კომპლექსთან, რომელიც უოლსტრიტთან ერთად ამერიკულის სისტემის ბურჯია.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ კენედი პირველი იყო, ვინც დაუპირისპირდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს და მისი საქმიანობაში გარკვევა მოისურვა, მაგრამ რით დასრულდა ეს, ყველასთვის ცნობილია…

ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც თვლის, რომ პლანეტაზე წესრიგის დამყარება მხოლოდ მას შეუძლია, მსოფლიოს ლიდერად იქცა ქვეყანის შიგნით ჩადენილი მასობრივი მკვლელობების მხრივ, თუმცა პირველობას არც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მოსახლეობის მასობრივად განადგურების მხვრივ თმობს (ვიეტნამი, კამბოჯა, სერბეთი, ლაოსი, ერაყი, ლიბია, და ა.შ. ამჯერად კი მისი სამიზნე სირიაა).

აშშზე, სადაც დედამიწის მოსახლეობის 5 პროცენტი ცხოვრობს, ამერიკელი ექსპერტების მონაცემებით, 1966 წლიდან დღემდე მსოფლიოში ჩადენილი მასობრივი მკვლელობების 31% მოდის, ამ მხრივ დანარჩენი ქვეყნები, რომლებშიც შედარებით დიდია მასობრივი მკვლელობების რიცხვი _ ფილიპინები, იემენი, საფრანგეთი _ ახლოსაც ვერ მივლენდემოკრატიის მამამთავარსახელმწიფოსთან.

აღსანიშნავია, რომ აშშის მოსახლეობაში რეგისტრირებულია 270 მლნ ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი(?!): 100 კაცზე თითქმის 90 ერთეული.

ამასთანავე, აშშ-ში მასობრივი მკვლელობის ჩამდენი ყოველწლიურად ახალგაზრდავდება. მათ შორის ბევრია მოსწავლე, სტუდენტი, რიგითი ჯარისკაცი, რომლებსაც მკვლელობის ჩადენა სკოლებსა და ოფისებში სწადიათ. უბედურება არის ის, რომ ეს მკვლელები სამაგალითოდ იქცნენ ლუზერებისთვის (წარუმატებელი) არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ გერმანიაში, ფინეთში, კანადაში, ნორვეგიაში (ბრეივიკი).

*მოსწავლეთა პირველი მასობრივი მკვლელობა 1902 წლის 9 ოქტომბერს კანადის პროვინცია მანიტობაში მოხდა:

 33 წლის მასწავლებელმა ჰენრი ტეივზმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სკოლაში 6 ადამიანი მოკლა, მათ შორის, 3 ბავშვი.

*1966 წლის 12 ნოემბერს ქალაქ მესაში (არიზონა, აშშ) კოლეჯ “Rose Mar College of Beauty”-ის 18 წლის სტუდენტმა ბობ სმიტმა, რომელიც პისტოლეტით იყო შეიარაღებული ერთ-ერთ აუდიტორიაში მძევლად აიყვანა 5 გოგონა და 2 ბავშვი. ცოტა ხნის შემდეგ მან დამიზნებით მოკლა 5 ადამიანი, მათ შორის, 1 ბავშვი.

1 გოგონა და ბავშვი მძიმედ დაჭრა. სმიტი პოლიციელებმა დააპატიმრეს. ბოროტმოქმედი აღტაცებული იყო ჩარლზ უიტმენით და სურდა მისი მსგავსი დანაშაული ჩაედინა.

*1999 წლის 20 აპრილს ჯეფერსონის ოლქის (კოლორადო, აშშ) სკოლა “კოლუმბაინში”, 18 და 17 წლის მოსწავლეებმა _ ერიკ ჰარისმა და დილან კლიბოლდმა ცეცხლი გაუხსნეს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. მძიმედ დაიჭრა 37 ადამიანი, მათგან 13 დაიღუპა. ჰამასმა და კლიბოლდმა თავი მოიკლეს.

*2012 წლის 14 დეკემბერს ნიუტაუნის (კონეკტიკუტი, აშშ) დაწყებით სკოლა “სენდი ჰუკში” ადამ პიტერ ლანზამ მოკლა 6-7 წლის 20 ბავშვი და 6 ზრდასრული, 2 კი მძიმედ დაჭრა. მანამდე კი შინ დედა გამოასალმა სიცოცხლეს. ადამ ლინზამ ბოროტმოქმედების ჩადენის შემდეგ თავი მოიკლა.

* 1966 წლის 1 აგვისტოს ოსტინში (ტეხასი, აშშ) ტეხასის უნივერსიტეტის 25 წლის სტუდენტმა ჩარლზ უიტმენმა მოკლა თავისი ცოლი და დედა, შემდეგ ავიდა უნივერსიტეტის შენობის კოშკის 27-ე სართულზე, ააგო ბარიკადები და საათ-ნახევრის განმავლობაში ოპტიკურსამიზნიანი შაშხანიდან ესროდა ქუჩაში გამვლელებს. მოკლა 16 და დაჭრა 32 ადამიანი. უიტმენი პოლიციელებმა მოკლეს, რომელსაც მოგვიანებით “ტეხასელი მსროლელი” შეარქვეს.

* 1979 წლის 29 იანვარს სან-დიეგოში (კალიფორნია, აშშ) 16 წლის ბრენდა სპენსერმა თავისი ოთახის ფანჯრიდან ცეცხლი გაუხსნა მოზარდებს, რომლებიც Clivlend Elementary School-ში მიდიოდნენ. 2 ადამიანი (პოლიციელი და მასწავლებელი), რომლებიც მოსწავლეების დაცვას შეეცადნენ, ადგილზე მოკლა ნახევრად ავტომატური შაშხანიდან გასროლით, 9 მოსწავლე დაჭრა. “კალიფორნიელმა მსროლელმა” დაპატიმრების შემდეგ განაცხადა, რომ არ უყვარს ორშაბათი და დანაშაული ამის გამო ჩაიდინა.

* 2007 წლის 16 აპრილს ვირჯინიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელსა და სასწავლო კორპუსში, როცა იქ 895 სტუდენტი იმყოფებოდა კორეული წარმოშობის ამერიკელმა ჩო სინ ხიმ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 27 სტუდენტი და უნივერსიტეტის 5 თანამშრომელი მოკლა, 25 კი დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

*მასობრივი მკვლელობა, რომელსაც ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა აშშ-ში 1924 წლის 18 მაისს მოხდა მიჩიგანის სკოლა “ბეტში”: 55 წლის ფერმერმა ენდრიუ კეჰომ, რომელიც განათლების საბჭოს წევრი იყო, ჯერ ცოლი მოკლა და სახლი ააფეთქა, შემდეგ კი დაწყებით სკოლაში ხოცვა-ჟლეტა მოაწყო _ ააფეთქა სკოლის შენობა. დაიღუპა 45 ადამიანი, მათ შორის, 38 მოსწავლე და 7 მასწავლებელი, დაიჭრა 57.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

P.S.ზემოთ მოყვანილი ფოტოფაქტები მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მასობრივი მკვლელობებისა, რომლებიც აშშში, ამდემოკრატიის სავანეშიმოხდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here