Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ დიდი მხედართმთავარი

სტალინი _ დიდი მხედართმთავარი

824

10 სტალინური დარტყმა

დარტყმა # 6

სტალინგრადში ხერხემალგადატეხილი ჰიტლერული არმია, ზოგიერთი ისტორიკოსის თვალსაზრისით, თითქოს კუდამოძუებული გარბოდა ბერლინისაკენ, რათა ბერლინში დაესრულებინა თავისი სიცოცხლე, მაგრამ ასე არ იყო. გერმანელი ოფიცერი თუ რიგითი ჯარისკაცი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოდადიდი გერმანიისთვისადა ჰიტლერისთვის. არათუ ჯარისკაცები და ოფიცრები, ბავშვებიც და ქალებიც კი ერთი წუთითაც არ თმობდნენ თავიანთი მშობლებისღვთიურაღქმას: ერთერთ გერმანულ ქალაქში, როდესაც რუსი ჯარისკაცი ახალგაზრდა გერმანელ გოგონაზე ძალადობდა, გოგონამ ისე ძლიერად ურტყა თავი კედელს, რომ მოძალადეს ხელში გვამი შერჩა.

1944 წლის 23 ივნისს სტალინი თავისი მეექვსე დარტყმის შესრულებას შეუდგა და თათბირზე ფრონტის სარდალ კონევს განუცხადა: “ლვოვს უნდა დაარტყათ ერთიანი ძალით, რათა მტერს არ მივცეთ ამოსუნთქვის საშუალება”.

კონევმა დარტყმის ორი მიმართულებით განხორციელება სთხოვა. 24 ივნისს სტალინმა დირექტივას მოაწერა ხელი და კვლავ კონევს მიმართა:

გაითვალისწინეთ, რომ ოპერაცია უნდა შესრულედეს უნაკლოდ და სასურველი შედეგის მიღებით”.

ოპერაცია დაიწყო. ლვოვის მიმართულებით კონევის ძირითადი და ძლიერი მუშტი იყო მესამოცე არმია გენერალ პავლე კუროჩკინის სარდლობით, აგრეთვე, გენერალ კირილე მოსკალენკოს 38-ე არმია და სატანკო არმიები ლეგენდარული პავლე რიბალკოსა და დიმიტრი ლელიუშენკოს მეთაურობით. ლვოვის ასაღებად მზად იყო 5 საავიაციო კორპუსი.

უზარმაზარი შეიარაღების თავმოყრა და სახმელეთო ჯარების უდიდესი რაოდენობა შიშის ზარს სცემდა არა მარტო მტერს, არამედ შორიდან მომზირალ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებსაც.

ჯარების სარდალმა კონევმა ბრძანა, შეექმნათ ყალბი სცენები ორი სატანკო არმიისა და ორი კორპუსის ფრონტის მარცხენა ფლანგზე, საითაც უამრავი ტანკისა და ზარბაზნის ბუტაფორიები იქნა გადაზიდული. ასეთი ორგანიზირებული და მასირებული შეტევის მზადების მიუხედავად, გერმანელები მტკიცედ იცავდნენ თავიანთ პოზიციებს, მით უმეტეს, რომ მათ ზურს უმაგრებდნენ საბჭოთა წყობის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინელი ნაციონალისტები.

ლვოვის მისადგომების თითოეულ კილომეტრზე 250 ზარბაზანი იდგა, რომლებიც საათისა და 40 წუთის განმავლობაში განუწყვეტლივ ბომბავდა ქალაქს. გერმანელებმა თავდაცვის მეორე ეშელონში გადაინაცვლეს, რის გამოც ქალაქის აღება ძალიან გართულდა. არათანაბარი ძალების მიუხედავად, გერმანელები თავს კარგად იცავდნენ. სარდალ კონევს არც უფიქრია, ასეთ დიდ წინააღმდეგობას თუ წააწყდებოდა ფრონტის ამ მცირე მონაკვეთზე, მაგრამ შედეგი ცხადად ჩანდა: გერმანელები არ თმობდნენ ლვოვს.

სტალინმა მოსკოვიდან უბრძანა გენერალ მიხეილ კატუკოვს, მოებრუნებინა თავისი სატანკო არმია და გადაელახა მდინარე სანი. ლელიუშენკოსა და რიბალკოს კი დაავალა სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან შემოევლოთ და გაეწმინდათ ქალაქი დამპყრობლებისაგან. როგორც ჩანს, სტალინი უკმაყოფილო იყო ლვოვის აღების გაჭიანურებით. კონევი ყველანაირად ცდილობდა ქალაქის აღებას და 1944 წლის 22 ივლისს საბჭოთა არმიამ ლვოვი მთლიანად გაწმინდა გერმანელი ოკუპანტებისგან.

მარშალი კონევის შეფასებით, ლვოვთან ალყაში მოექცა გერმანელთა 8 დივიზია, რომლებიც თითქმის გაანადგურეს, მათ შორის 2 დივიზია კი ლიკვიდირებული იქნა, რადგან “გალიჩანები” _ გალიციელი ნაციონალისტები _ ტყვედ არ ბარდებოდნენ.

ლვოვისთვის ბრძოლაში გერმანელებმა დაკარგეს 38 000 მებრძოლი, ხოლო 17 000 _ ტყვედ ჩაბარდა.

ლვოვში ფაშისტ გერმანელთა სრული ლიკვიდაციით ბრძოლები არ დასრულებულა. წითელ არმიას მედგარ წინააღმდეგობას უწევდა გერმანელებს მიმხრობილი უკრაინელების გარკვეული ნაწილი _ სტეპან ბანდერას თანამზრახველები, რომელთა რაოდენობა არათუ იკლებდა, არამედ თანდათან იმატებდა.

ბენდერელთა გააქტიურება უფრო იმან გამოიწვია, რომ სასიკვდილოდ დაჭრეს გენერალი ვატუტინი, რომელიც მალევე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

1941_1944 წლებში უკრაინის ამბოხებულთა არმია (“უპა”) ბრძოლას აწარმოებდა საბჭოელი პარტიზანების წინააღმდეგ.Gგერმანელების განადგურების შემდეგ უკრაინის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ადამიანები გააქტიურდნენ და, ეწეოდნენ რა მოღალატეობრივ და ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, წინააღმდეგობას უწევდნენ წითელარმიელებს.

უკრაინის ამბოხებულთა არმიის ხელმძღვანელობამ მალე იწვნია საბჭოთა არმიის, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატების ძალა, შეასუსტა ბრძოლა, გადავიდა იდეოლოგიურ მუშაობაზე საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და დაიწყო ხალხის გადაბირება. საბჭოთა მთავრობამ ეს უფრო საშიშ მდგომარეობად ჩათვალა, ვიდრე მათ მიერ მოწყობილი დივერსიული აქტები.

მას შემდეგ, რაც ოპერატიულად განხორციელდა ჩრდილოეთ კავკასიიდან ჰიტლერისადმი მიმხრობილი მოსახლეობის ნაწილის დეპორტაცია, სტალინმა გადაწყვიტა, ანალოგიურად დაესაჯა მეამბოხე უკრაინელთა გარკვეული ნაწილი, მაგრამ, ჩრდილოეთ კავკასიელებისგან განსხვავებით, ცდილობდა, უფრო ჰუმანური მოპყრობით დაემყარებინა წესრიგი მეამბოხე უკრაინელებს შორის.

1944 წლის 7 იანვარს სსრკ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა გამოსცა განკარგულება, დაეპატიმრებინათ ყველა მეამბოხე უკრაინელი და ქონების კონფისკაციით გადაესახლებინათ კრასნოიარსკის მხარეში, ჩერნოგორსკის სპეცბანაკში.

იატაკქვეშ მოქმედი უკრაინელების წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაციის ჩატარების წინ ნიკიტა ხრუშჩოვს გენერალმა სეროვმა მოახსენა, რომ კრასნოიარსკის მხარეში გადასასახლებლად უკვე მზად არის 2 000 ოჯახი, რომლებიც გამოყენებულნი იქნებიან სამთო-გამამდიდრებელ მრეწველობაში ნორილსკის რაიონში.

ცალკეულ უწყებათა ბრძანებებსა და ღონისძიებებს კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია, უკრაინაში მდგომარეობა თანდათან მძიმდებოდა. 1944 წლის 7 იანვარს ზღვარგადასული უკრაინელი ნაციონალისტების ასალაგმავად სტალინმა გამოსცა ბრძანება # 0078/42.

ამ ბრძანებაში ასახულია უკრაინაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა და მასობრივი საბოტაჟი, საბჭოთა უკრაინაში გერმანელი ოკუპანტების დაბრუნების აშკარა მცდელობა, პრიამბულაში ნათქვამია:

 “ვბრძანებ:

 1. გასახლებული იქნას საბჭოთა კავშირის შორეულ მხარეებში ყველა უკრაინელი, რომლებიც თანამშრომლობდნენ გერმანელ ოკუპანტებთან;

 2. გასახლდეს:

) პირველ რიგში, ის უკრაინელები, რომლებიც მუშაობდნენ და ცხოვრობდნენ გერმანელებთან;

) გასახლებული იქნას ყველა უკრაინელი, რომლებიც თანაუგრძნობდნენ და ცხოვრობდნენ ფაშისტური ოკუპაციის დროს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;

) გასახლება დაიწყოს მას შემდეგ, რაც აღებული და დაბინავებული იქნება მოსავალი და პური ჩაბარებული სახელმწიფო ჯარის გამოსაკვებად;

) გასახლება დაიწყოს ღამით და მოულოდნელად, რომ არ მოხდეს მიმალვები. წითელი არმიის ნაწილებმა კონტროლი გაუწიონ ოკუპირებულ რაიონებს, რომლებიდანაც მოხდება დეპორტაცია”.

სტალინის ბრძანებამ სრული წესრიგი დაამყარა უკრაინაში. ამის შემდგომ კი უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკა გახდა ერთ-ერთი უმძლავრესი სახელმწიფო ევროპაში, რომელიც ერთად აღებულ რამდენიმე სახელმწიფოს უსწრებდა სახალხო მეურნეობის დარგების განვითარებით.

ვასრულებ რა ათი სტალინური დარტყმის მეექვსე დარტყმაზე წერას, მინდა, მკითხველს გავაცნო სწორედ მეექვსე და მანამდელი სტალინური დარტყმების ყველაზე აქტიური მონაწილის, მარშალ ალექსანდრე გოლოვანოვის შემთხვევა, რომელიც სწორედ უკრაინის გათავისუფლების პერიოდში მოხდა.

შორს მოქმედი ავიაციის მარშალი გოლოვანოვი სტალინთან გამოიძახეს. ყველასათვის ცნობილი იყო სტალინისა და გოლოვანოვის ახლო ურთიერთობის ამბავი. სტალინთან გამოძახება მარშალს სულაც არ გაჰკვირვებია. განცვიფრება მხოლოდ მაშინ დაეუფლა, როდესაც გრძელ მაგიდასთან მსხდარ პოლიტბიუროს წევრებს შორის აღარ აღმოჩნდა მისი ადგილი და მიუთითეს, მოშორებით მდგომ ცალკე სავარძელში დამჯდარიყო.

საკითხი, რომელიც პოლიტბიუროს ვიწრო წრეში იხილებოდა, როგორც ჩანს, შეწყვიტეს გოლოვანოვის გამოჩენის გამო. სხდომის დარბაზში (ანუ სტალინის სამუშაო კაბინეტში _ გრ. ონიანი) სიჩუმემ დაისადგურა. ღიმილს, ალერსიან შეხვედრებსა და პატივისცემას შეჩვეული მარშალი ვაკუუმში აღმოჩნდა. მას არც არავინ უღიმოდა და არც ვინმე ხმით ან მიმიკით რამეს ანიშნებდა. ხანგრძლივი პაუზა ისევ სტალინმა დაარღვია:

_ აი რა, ამხანაგო გოლოვანოვ! _ ცხვირწინ გაუჩერდა ბელადი მარშალს, _ როგორც იქნა, თქვენზეც მოვიდა მამხილებელი წერილი. მითხარი, რა უნდა ვუყოთ მას?

_ პირადად ჩემზე? _ გაუბედა კითხვა მარშალმა.

_ დიახ, თქვენზე.

_ შეგიძლიათ, დაავალოთ კომისიას წერილის შემოწმება და, თუ ჩემი რამე გადაცდომა ან დანაშაული დამტკიცდება, დამსაჯეთ კანონის სრული სიმკაცრით, _ განუცხადა მარშალმა სტალინს.

_ წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, საჩივრის შემოწმება ამხანაგ მალენკოვს რომ დავავალოთ? _ ჰკითხა სტალინმა.

_ სულაც არა, _ იმედიანად უპასუხა გოლოვანოვმა და სტალინის მითითებით სათათბირო ოთახი დატოვა.

 რამდენიმე დღის შემდეგ მალენკოვმა მარშალი კრემლში გამოიძახა. სხვა დროს მომღიმარი და მოსიყვარულე მალენკოვი არც კი წამომდგარა მისასალმებლად. ცეკას მდივნის გვერდით მარშალმა იცნო თავისი ერთ-ერთი პოლკის მეთაური ქალბატონი, გვარად გრიზოდუბოვა.

მალენკოვმა მარშალს მკაცრი ტონით დაუსვა კითხვები: რატომ არ აძლევთ გრიზოდუბოვას პოლკს გვარდიულის სახელწოდებას? რატომ არის გრიზოდუბოვა პოლკოვნიკი და არა გენერალი? რატომ ავიწროებთ და არ აჯილდოებთ ღირსეულად გრიზოდუბოვას?.. მან კიდევ სხვა მრავალი კითხვაც დაუსვა მარშალ გოლოვანოვს.

ამხანაგო ცეკას მდივანო, _ მიმართა გოლოვანოვმა მალენკოვს, _ ზემოხსენებულ საკითხებს მე არ ვწყვეტ. უფლება მომეცით, მივიდე ადგილზე და გავერკვე ყოველივეში. კითხვებზე დაზუსტებულ პასუხს მალე მოგახსენებთ…

გრიგოლ ონიანი

გაგრძელება იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here