Home რუბრიკები პოლიტიკა ფატუ ბენსუდა: დანაშაულად მიგვაჩნია საქართველოს სამხედრო ძალების მიერ რუსეთის სამშვიდობოებზე იერიშის მიტანა

ფატუ ბენსუდა: დანაშაულად მიგვაჩნია საქართველოს სამხედრო ძალების მიერ რუსეთის სამშვიდობოებზე იერიშის მიტანა

470

ჰააგის პროკურორ ფატუ ბენსუდას განცხადებით, მისმა ოფისმა 2008 წლის ომზე სხვადასხვა სანდო წყაროდან, მათ შორის, საქართველოსა და რუსეთის შესაბამისი სახელისუფლო ორგანოებიდან, მიღებული ინფორმაცია შეკრიბა.

როგორც ბენსუდამ სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, დამოუკიდებელი და სრულყოფილი ანალიზის საფუძველზე და სისხლის სამართლის სასამართლოს სამართლებრივი კრიტერიუმის გათვალისწინებით, მივიდა დასკვნამდე, რომ აგვისტოს ომზე გამოძიებაა საჭირო.

ჰააგის პროკურორმა ყველას შეახსენა, რომ საქართველო საერთაშორისო სამართლის რომის სტატუტის წევრია და, შესაბამისად, ჰააგას აქვს უფლება, გამოიძიოს სავარაუდო დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია ნებისმიერი პიროვნების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე, მიუხედავად დამრღვევის მოქალაქეობისა.

“ჩვენ აღვრიცხეთ ომის დანაშულები და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშუალები, რომლებზეც სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, გამოიძიოს. ვთქვით, რომ გვაქვს უფლება სისხლის სამართლის დევნა განვახორციელოთ შემდეგ ქმედებებზე: მკვლელობები, იძულებითი გაუჩინარება და დევნა ეთნიკური ქართველებისა, მათი ქონების განადგურება და ძარცვა, ჩადენილი სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ, რომელშიც, შესაძლოა, მონაიწლეობდნენ რუსეთის ძალები. ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 15 ათასამდე ეთნიკური ქართველი იქნა გამოძევებული, რომლებიც სამხრეთ ოსეთში მანამდე არსებული ქართველი მოსახლეობის 75%-ია. ეს, ჩვენი აზრით, წარმოადგენს დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ. ცხადია, ეს ძალიან მძიმე დანაშაულია. გარდა ამისა, შესაძლო ომის დანაშაულებად მიგვაჩნია საქართველოს სამშვიდობო ძალებზე სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ შეტევის მიტანა და საქართველოს სამშვიდობო ძალების მიერ რუსეთის სამშვიდობო ძალებზე იერიში. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here