Home რუბრიკები საზოგადოება ამერიკელმა მღვდელმსახურმა მამაკაცი ეკლესიაში მოკლა

ამერიკელმა მღვდელმსახურმა მამაკაცი ეკლესიაში მოკლა

530

დეტროიტელმა პასტორმა მოკლა მამაკაცი, რომელიც მას თავს აგურით დაესხა, _ იუწყება Detroit News.

მამაკაცი შევიდა ეკლესიაში, სავარაუდოდ, აგურით ხელში და პასტორს დაემუქრა. სამართალდამცველთა თქმით, სასულიერო პირმა მათ ადრეც მიმართა _ 25 წლის დინტი სმიტი ეკლესიაში მანამდეც მივიდა აგურით ხელში.

“პასტორმა ცეცხლსასროლი იარაღით რამდერჯერმე ტყვია ესროლა სმიტს, შემდეგ კი პირველი დახმარება აღმოუჩინა, მაგრამ უშედეგოდ”, _ წერს დეტროიტული გამოცემა.

 აღნიშნულ ინციდენტამდე რამდენიმე კვირით ადრე სმიტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ცოლმა პასტორთან უღალატა და ბავშვს ელოდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here