Home რუბრიკები პოლიტიკა ჰოლანდიელების ანგარიშის მხოლოდ იდიოტმა შეიძლება დაიჯეროს

ჰოლანდიელების ანგარიშის მხოლოდ იდიოტმა შეიძლება დაიჯეროს

703

ანგარიშის ტექსტიდან ნათელია, რომ ბრალი ედება არა რუსეთს, არამედ უკრაინას, რომელმაც არ დახურა თავისი საჰაერო სივრცე აქტიური საომარი მოქმედებების ზონის თავზე. იურისტებმა უკვე დაიწყეს მუშაობა სარჩელებზე, რომლებიც დაღუპულთა ოჯახებმა აღძრეს უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუმცა ამაზე დასავლური მედიასაშუალებები არაფერს ამბობენ

“როგორც ადამიანს, რომელიც მუშაობდა რეიგანის გუნდში და წვლილი მიუძღვის ცივი ომის დასრულებასა და მასთან დაკავშირებული ატომური საფრთხის აცილებაში, ზიზღი მეუფლება, როდესაც ვხედავ, როგორ ცდილობენ ამ საფრთხის აღდგენას დასავლური მედიასაშუალებები”

მალაიზიისბოინგისკატასტროფის მიზეზებზე ჰოლანდიის უშიშროების საბჭოს ანგარიშის გასაჯაროების შემდეგ ამერიკელმა პოლიტოლოგმა და ეკონომისტმა, პრეზიდენტ რეიგანის ადმინისტრაციაში აშშის ფინანსთა მინისტრის თანაშემწემ ეკონომიკის საკითხებში _ პოლ კრეიგ რობერტსმა თავის ვებგვერდზე (paulcraigroberts.org) სტატია გამოაქვეყნა:

“წავიკითხე, რომ უკრაინაში მალაიზიური “ბოინგის” კატასტროფის მიზეზებზე ანგარიშს გადასცემენ ჰოლანდიელებს და ხმამაღლა წაკითხვის ნებას მისცემენ, ვიცოდი, რომ არანაირი გამოძიება არ იქნებოდა, ფაქტებს ყურადღებას არავინ მიაქცევდა. ასეც მოხდა.

არ მინდოდა, ამ ანგარიშზე დამეწერა იმიტომ, რომ ვაშინგტონის პროპაგანდამ უკვე გაიმარჯვა, ყოველ შემთხვევაში, _ დასავლეთში, როცა რუსეთი უაპელაციოდ დაადანაშაულეს. ის, თუ როგორ ამახინჯებდნენ დასავლური მედიასაშუალებები ანგარიშში ნათქვამს, უბრალოდ, დაუჯერებელია.

მაგალითად, მოვისმინე NPR-ის (National Public Radio _ უდიდესი არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც აშშ-ის 797 რადიოსადგურისგან აგროვებს და შემდეგ ავრცელებს ცნობებს. ფინანსდება მსმენელების შემოწირულობებით _ რედ.) მოსკოველი კორესპონდენტის ნათქვამი, რომ რაკეტა გაშვებული იყო უკრაინელი სეპარატისტების ტერიტორიიდან, მათ კი არც ჭკუა ეყოფოდათ და არც ცოდნა ამ ტექნიკის ასამუშავებლად, ესე იგი, რაკეტა, ფაქტობრივად, რუსებმა აამოქმედესო. არადა, ჰოლანდიელების ანგარიშში არაფერია ისეთი, მსგავსი დასკვნის გამოტანის საშუალებას რომ იძლეოდეს, ანუ ჟურნალისტი ან აღმაშფოთებლად არაკომპეტენტურია, ან შეგნებულად ცრუობს. ერთადერთი, რაზეც ზუსტად მიუთითებენ ანგარიშში, არის ის, რომ რაკეტა რუსული წარმოებისაა. ანგარიშის ტექსტიდან ნათელია, რომ ბრალი ედება არა რუსეთს, არამედ უკრაინას, რომელმაც არ დახურა თავისი საჰაერო სივრცე აქტიური საომარი მოქმედებების ზონის თავზე. იურისტებმა უკვე დაიწყეს მუშაობა სარჩელებზე, რომლებიც დაღუპულთა ოჯახებმა აღძრეს უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუმცა ამის შესახებ დასავლური მედიასაშუალებები არაფერს ამბობენ.

2014 წლის ივლისში უკვე ვწერდი, რომ “ბოინგის” კატასტროფის შესახებ ოფიციალური ცნობის გავრცელების მომენტში დასავლეთის მასმედიას უკვე გამზადებული ჰქონდა ისტორია _ “ეს ყველაფერი რუსების მოწყობილია!”, მაგრამ ის, რაზეც ვაშინგტონი ყოველთვის დუმდა, არის სეპარატისტების მოტივები: რისთვის სჭირდებოდათ მათ ამ თვითმფრინავის ჩამოგდება? _ არაფრისთვის! რუსეთის ხელმძღვანელობა არასოდეს დართავდა ასეთი ავანტიურის ნებას, დანაშაულზე პასუხისმგებელს კი ყველას ჩამოახრჩობდა.

სწორედ ამიტომ ვამბობდი და ვამბობ, რომ ვაშინგტონის ვერსია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ის მხოლოდ იდიოტმა შეიძლება დაიჯეროს. რა მოტივები შეიძლება ჰქონდეს ვაშინგტონს? ძალიან ბევრი. რუსეთის დემონიზებისთვის ყველა საშუალება კარგია. იმისათვის, რომ ევროპის სახელმწიფოებს უჩვენო: არ ღირს, შეეწინაღმდეგო რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების პოლიტიკას. ამ პოლიტიკას აშშ, პირველ რიგში, იყენებს იმისათვის, რომ დაარღვიოს ეკონომიკური კავშირები რუსეთსა და ევროპას შორის.

ბუკ”-ის რაკეტების რუსმა მწარმოებლებმა ყველას დაუმტკიცეს, მათ მიერ დამზადებული რაკეტითაც რომ ჩამოეგდოთ თვითმფრინავი, ეს რაკეტა წლების წინათ არის გამოშვებული და მხოლოდ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვს. რუსეთის შეიარაღებულ ძალები კი იყენებს ამ რაკეტის მოდერნიზებულ ვერსიას, რომელიც წინამორბედისგან ტაქტიკურტექნიკური მახასიათებლებით განსხვავდება. მალაიზიისბოინგისდაზიანებები არ შეესაბამება რუსული მოდერნიზებულიბუკისდამანგრეველ ძალას. ასე რომ, ჰოლანდიელებს ანგარიში კი გადასცეს, მაგრამ ამ ანგარიშისთვის დამაჯერებლობის მიცემაზე თავი არ შეუწუხებიათ, ისევე, როგორც მასში ჩაერთოთ მონაცემები, რომლებიც ამ რაკეტის მწარმოებლებმა გადასცეს. ამ ანგარიშის ფასი ისეთივეა, როგორიც 11 სექტემბრის კატასტროფის მიზეზების გამოძიების ანგარიშისა.

ჩემი სიმართლის აღიარებას დასავლეთის მედიასაშუალებებისგან არ უნდა ელოდოთ. ეს ადამიანები სიცრუით გამოიმუშავებენ ფულს. ერთერთი მიზეზი იმისა, რომ დასავლეთს მომავალი არ აქვს, არის პრესის უქონლობა, დასავლური მასმედია მხოლოდ სამთავრობო პროპაგანდას ეწევა, არის კორპორაციების ინტერესების ლობისტი, მათი აპოლოგეტი და დანაშაულებს ერთობლივად სჩადიან.

დიდი ხანია, დასავლეთში მასმედია  დამოუკიდებელი აღარ არის. უდიდესი გერმანული გამოცემის რედაქტორმა დაწერა და გამოსცა წიგნი, რომელიც ბესტსელერად იქცა. რედაქტორი წიგნში ამბობს, რომ მუშაობდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსთვის და ევროპის მეინსტრიმული გამოცემების თითოეული ჟურნალისტი ვაშინგტონის ტყუილების რუპორია. რა თქმა უნდა, ეს წიგნი არ უთარგმნიათ და არ გამოუციათ აშშ-ში.

NPR-მა, ისევე, როგორც სხვა დასავლურმა მედიასაშუალებებმა, ფასეულობები დაკარგეს. ისინი ამტკიცებენ, რომ მკითხველების თანხებით არსებობენ, სინამდვილეში კი კორპორაციების ფულით არსებობენ. ჯორჯ ბუშის რეჟიმმა NPR-ი, ფაქტობრივად, დაანგრია, როდესაც სარედაქციო პოლიტიკის ზედამხედველად რესპუბლიკური პარტიიდან დანიშნა 2 ქალი.

როგორც ადამიანს, რომელიც მუშაობდა რეიგანის გუნდში და წვლილი მიუძღვის ცივი ომის დასრულებასა და მასთან დაკავშირებული ატომური საფრთხის აცილებაში, ზიზღი მეუფლება, როდესაც ვხედავ, როგორ ცდილობენ ამ საფრთხის აღდგენას დასავლური მედიასაშუალებები”.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here