Home რუბრიკები პოლიტიკა წელთაღრიცხვა ბედუკაძით და ხალიანი მესიის მოვლინება

წელთაღრიცხვა ბედუკაძით და ხალიანი მესიის მოვლინება

648

გასული კვირა ამ ორი ძირითადი მოვლენით აღინიშნა. ორივე ისე მნიშვნელოვან მოვლენად გასაღდა, რომ ლამის უძველესი მსოფლიოს უდიდეს ისტორიულ მოვლენებს გაუტოლდა. კერძოდ, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული პოლიტიკისა და საზოგადიებრივი ცხოვრების ორი მთავარი პერიოდი გამოიყო _ ბედუკაძემდე და ბედუკაძის აქეთ.

ასეთ დაყოფას, ძირითადად, “ნაციონალები” და მათი მხარდამჭერები მიმართავენ ხოლმე და ხშირ-ხშირად წამოაძახებენ პოლიტიკურ ოპონენტებს _ ბედუკაძის მიერ გამოტანილი ციხის კადრები რომ არა, სხვა რა გაქვთ ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ, მით უფრო, რომ ეგ კადრები დადგმულია და სიმართლეს არ შეესაბამებაო.

“ბედუკაძემდელი ერა” კიდევ ერთხელ გაახსენა ქართველ საზოგადოებას ერთ-ერთი უკრაინული საიტის მიერ გავრცელებულმა იმ კადრებმა, რომლებიც, როგორც გამავრცელებლის მტკიცებით, ასევე მოგვიანებით საქართველოს მთავრობის დადასტურებით, სამეგრელოში ნაპოვნ კასრებში ინახებოდა.

მართალია, ამ კონკრეტულ კადრებთან ციხის ყოფილ ზედამხედველ ლადო ბედუკაძეს შეხება არ აქვს, მაგრამ, როგორ ჩანს, ხალხის თვალში, პატიმარ მამაკაცთა ანალური წამების (ამას იურიდიულ ენაზე “გაუპატიურება” არ ჰქვია) ამსახველი ყველა კადრი სწორედ ბედუკაძესთან ასოცირდება.

სწორედ ასე დებენ ხოლმე “ნაც”-მხარდმაჭერები თავიანთ “ზეობასა” და “დაცემას” შორის ზღვარს “კადრებამდე” და “კადრების შემდეგ”, თუმცა “არგუმენტები” მაინც ერთი და იგივე აქვთ, მიუხედავად კონკრეტული ვიდეოკადრების წარმომავლობისა.

აკი, ეს ვიდეოკადრები სამი წყაროდან არსებობს _ “ლომიძის კადრები”, “ბედუკაძის კადრებიდასამეგრელოს კასრების კადრები”. მიუხედავად ამისა, სამივე შემთხვევაში უტიფარინაციონალებიდა მათი არანაკლებ უტიფარი მხარდამჭერები ყველა ამ კადრის შესახებ უსირცხვილოდ აცხადებენ, რომ ისინიდადგმულია”.

“ნაციონალები” უსირცხვილოდ ცდილობენ იმის მტკიცებას, რომ საზოგადოებამ საქართველოს საპატიმროებში, სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებებსა და, საზოგადოდ, პოლიციის განყოფილებებში ადამიანების წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სასტიკი დამცირების შესახებ მხოლოდ ბედუკაძის გამოჩენის შემდეგ შეიტყო. ამასთანავე, ისინი ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ მთელი ეს “ფოკუსი” მოქმედმა ხელისუფლებამ ჩაატარა და სინამდვილეში არავითარ სისტემურ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. უბრალოდ, “გულუბრყვილო” საზოგადოებამ დაუჯერა ბედუკაძეს და შეცდა.

სინამდვილეში კი, ხომ ყველამ ვიცით, საერთოდაც რომ არ გამოეტანა არც ბედუკაძეს და არც ლომიძეს არანაირი კადრები და არც სამეგრელოში ეპოვათ კასრები, ხალხისთვის ისედაც ცნობილი იყო ყველაფერი.

საპატიმროებში არსებული მდგომარეობის, წამების, სექსუალური ძალადობისა და სხვა საშინელებების შესახებ ამბები ყველას პირზე ეკერა და გავრცელებული ვიდეოკადრები მხოლოდ და მხოლოდ დამატებითი დადასტურება იყო იმისა, რაც ისედაც საყოველთაოდ იყო ცნობილი.

ასე რომ, ნაცებისმიერ ახალი, “ბედუკაძის წელთაღრიცხვისშემოღების მცდელობა მხოლოდ მათ უტიფართავის მართლებადშეიძლება მივიჩნიოთ.

მოდი, კიდევ ერთხელ შევახსენოთ მათ, რა არის ქართველი ხალხის ძირითადი ბრალდება მანიაკი ნაციონალების მიმართ:

ეს არის ხალხის ხმის სრული იგნორირება, ფეხებზე დაკიდება და იდიოტური თავდაჯერებულობა, რომ, რაც უნდა დააშავონ, მაინც ხელისუფლებაში იქნებიან რამდენიმე ათეული წლის განმავლობში.

დავაზუსტოთ: რა აჩენს, ლეგიტიმურ ეჭვს კი არა, თითქმის მტკიცებულებას, რომ ყოველივე ეს იყო არა ცალკეული პიროვნებების, არამედ სახელმწიფოს სისტემური დანაშაული? აკი, “ბედუკაძის კადრებაბდე” და “სამგრელოს კასრებამდე” კაი 3-4 წლით ადრეც გაკეთდა, როგორც სახალხო დამცველის, ასევე სხვა უფლებადამცველთა, არასამთავრობო ორგანიზაციათა თუ პოლიტიუკურ პარტიათა მხრიდან მოხსენებები, ანგარიშები და საპარლამენტო ტრიბუნიდანაც კი გაისმა განგაში მსგავსი ფაქტების გამო, მაგრამ ხელისუფალთა და პირადად მიხეილ სააკაშვილის პასუხები ფრიად ცინიკური, ხშირად კი, ოპონენტების დამამცირებელი, აგდებული იყო. ასეთი ინფორმაციის გამავრცელებლებს სამშობლოს მოღალატეებიც კი უწოდეს და ლამის სისხლის სამართლის საქმეებიც კი აღძრეს მათ წინააღმდეგ “პუტინის დავალებით მოქმედების” გამო.

მაშ, რა შუაშია აქ ბედუკაძე, პატივცემულონაცებო”?

ბედუკაძე კი არა, ივანიშვილიც კი არ იყო ჯერ გამოსული პოლიტიკურ ასპარეზზე, როდესაც ყოველივე ეს საქვეყნოდ შეიქნა ცნობილი და თანაც ისე დამაჯერებლად, რომ ამ ფაქტებისთვის ყურადღების მიუქცევლობა მხოლოდ ორ შემთხევაში შეიძლებოდა:

1. ხელისუფლათა მძიმე სიდებილის;

2. უმაღლეს ხელისუფალთაგან ასეთი მეთოდების საყოველთაო დაშვების.

პირველი შემთხვევა “ნაციონალების” მმართველობის პირობებში გამორიცხულია. ისინი დებილები ნამდვილად არ იყვნენ, რომ გამოპარვოდათ, რას აკეთებდნენ მათივე ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნები.

თავის მხრივ, ვერც ძალოვანები გაბედავდნენ “ნაცების” პირობებში ასეთ თავხედობას “ზევიდან” ვიზის უქონლობის შემთხვევაში.

ასე რომ, მეორე ვარიანტი შეიძლება დადასტურებულ ეჭვად, მტკიცებად, ბრალდებად ჩაითვალოს და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ _ მართლა არ მგონია, ამხელა მნიშვნელობა ჰქონოდა ბედუკაძისა თუ ვინმე სხვის მიერ ვიდეოკადრების გამოტანას. მანიაკი ნაციონალებისთვის მათი მანიაკობის დამტკიცება და დასჯა უამისოდაც შეიძლებოდა.

გადასარევად შეიძლებოდა, ასევე, ბიძინა ივანიშვილს ისე მოეგო 2012 წლის არჩევნები, რომ “ხალიანი ბ-ალას-ტი” არ აეკიდებინა.

მეტიც, ამ “ხალიანმა მესიამ” “ქართულ ოცნებას” არათუ რამე სარგებელი მოუტანა, არამედ ხელიც კი შეუშალა სამეგრელოში არჩევნების მოგებაში.

საზოგადოდ, ირაკლი ალასანიას ახასიათებს ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული აზრების ფრქვევა და “ნარცისისთვის” დამახასიათებელი ტუტუცური თავდაჯერებულობა.

2010 წელს მის მიერ თბილისის მერის კაბინეტშიდამიწებულირაგბის ბურთი ხომ გახსოვთ?..

არა? საქმეც ეგაა. ირაკლი ალასანია აბსოლუტურად ულოგიკოდ იყო დარწმუნებული, რომ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მოიგებდა. ნუკრი ქანთარიამ მას სიმბოლურად რაგბის ბურთი გადასცა და თბილისის მერის კაბინეტში ამ ბურთისდამიწებაუსურვა

სინამდვილეში იმ წელს თვითონ ალასანიას პარტიადამიწდადა, ბიძინა ივანიშვილი რომ არ შემოსულიყო პოლიტიკაში და ეს ხალიანი ალასტი არ აეკიდებინა, არჩევნებზე 1 პროცენტის აღებაც კი დიდ მიღწევად ჩაეთვლებოდათალასებს”.

დღეს კი ირაკლი ალასანია არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება, ადამიანმა საკუთარ უმძიმეს შეცდომებზეც კი ვერაფერი ისწავლოს.

ენ-დი-აის ბოლო კვლევამ დაგვანახვა, რომ “თავისუფალი დემოკრატები” 2016 წლის არჩევნებში სერიოზულ კონკურენციას გაუწვენ ყველას და ჩვენ ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებას გამოვგლეჯთო, _ ისე განაცხადა ირაკლი ალასანიამ, გეგონებათ, ამ კვლევის შედეგების მიხედვით, 50 პროცენტზე მეტი ჰქონოდეს ნაჩვენები მასა და მის უდღეურ პარტიას.

სინამდვილეში, ენ-დი-აი სწორედ ის ორგანიზაციაა, რომელიც ალასანიას ყოველთვის “უბევრებს”, “უწელავს” რეალურ პროცენტს და სწორედ, აი, ამ “გაბერილ-გაწელილით” “თავიუსფალმა დემოკრატებმა” მხოლოდ 5 პროცენტი აჩვენეს.

მაშ, რა ახარებს ბატონ “ნარცისს”? თურმე ნუ იტყვით და, “ოცნების” რეიტინგის დაცემის შემდეგ ის 60 პროცენტამდე ამომრჩეველი, რომელსაც ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცეს ხმა, 2016 წლის შემოდგომაზე ალასანიას მზეს დაიფიცებს.

“ამ კვლევაში იმედი მოგვცა იმან, რომ მმართველ კოალიციაზე განაწყენებული ამომრჩეველი პროცენტულად არის ძალიან ბევრი. აი, ეს კატეგორია 2016 წლის შემოდგომისთვის, დარწმუნებული ვარ, ხმას აუცილებლად ჩვენ მოგვცემს!” _ ასეთი სულელური ფრაზის წარმოთქმას, ალბათ, ნამდვილად სჭირდება “ჯიხვის ხასიათი”, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ნათია ფანჯიკიძემ საკუთარი ქმრის შესახებ თქვა.

თუმცა ესჯიხვის ხასიათიპირად ურთიერთობებში ვინმეს შეიძლება ხიბლავდეს კიდეც, მაგრამ პოლიტიკაში რომ რეალობის შეუფასებლობა და თავდაღუნულირქებითმიწოლა კატასტროფას იწვევს, ეს, წესით, უკვე უნდა იცოდეს ბატონმაჯიხვმა”.

რეალობა არის ის, რომ, თუკიოცნებისკოალიციაზე ამდენი ადამიანია განაწყენებული, ეს სწორედ იმიტომ, რომ მმართველმა გუნდმა მანიაკ ნაციონალებთან კოაბიტაციის ფერხული გააბა და არაერთი ბობოლა ნაცი თანამდებობებზე დატოვა ან სულაც დააწინაურა.

აქედან გამომდინარე, სრულიად გაუგებარია, რატომ ჰგონია ხალიან “ნარცის-ჯიხვს”, რომელიც “ოცნებაზე” უფრო აშკარად და თბილად ეხუტება “ნაციონალებს”, რომ ამომრჩეველთა განაწყენებული 60 პროცენტი, სულ რაღაც, 10 თვეში მის მხარდამჭერად იქცევა?

იქნებ “ნაცების” პარტიული ტელევიზია “რუსთავი 2”-სთვის ალასანიას მხრიდან გამოცხადებული ღია სოლიდარობა განაპირობებს ასეთ შედეგს?

თუმცა, რა გაეწყობაროდესაც ადამიანს თავიმესიადმიაჩნია, იქ ლოგიკაზე საუბარი, ალბათ, უადგილოაჩვენ ხომ, უკვე კარგა ხანია, შევეგუეთ ამ ქვეყანაში 1-პროცენტიანიმესიებისარსებობასაც

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here