Home რუბრიკები პოლიტიკა აჩვენეთ ეს კადრები საქართველოს და “ნაცბანდა” აღარ იქნება!

აჩვენეთ ეს კადრები საქართველოს და “ნაცბანდა” აღარ იქნება!

889

ასაკოვანი მკითხველი მიხვდება, რომ წერილის სათაური ლეონიდ ბრეჟნევის ნათქვამის პერიფრაზია, როდესაც გაგანია ცივი ომის დროსბუნჩულალეონიდ ილიჩმა ქართულ საბავშვო ანსამბლმზიურზებრძანა: “აჩვენეთ ეს გოგონები მსოფლიოს და ომი აღარ იქნება!..” წერილის სათაური უკრაინულ ვებგვერდზე ამას წინათ გამოქვეყნებულ საშინელ კადრებს რომ ეხება, ამას ასაკოვანიც და ახალგაზრდაც ადვილად მიხვდება

 დიახაც, ეს და არა მხოლოდ ეს, კადრები, არამედ სამეგრელოს ტყეებში ნაპოვნი 28 ათასი ფაილი ყველამ უნდა ნახოს, ოღონდ იმის გამოკლებით, რაც ადამიანის პირად ცხოვრებას ეხება, თუნდაც მამათმავლობა ან სექსუალური ორგიები იყოს.

რა შეიძლება უწოდო უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ კადრებს _ საშინელი, სადისტური, მხეცური? _ ვერც ერთი ეპითეტი სრულად ვერ გადმოსცემს ნანახმოსმენილს, რადგან მას სახელი არ აქვს, ამას თვით ფაშისტებიც არ კადრულობდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში!

მიუხედავად ამისა, გამოჩნდნენმორალისტები”, რომლებმაც თავიანთი გამონათქვამებით ნიღბები ჩამოიხსნესმაგალითად, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ იმ კადრებზე აღბეჭდილ დანაშაულზე არანაკლები დანაშაული იმ კადრების ჩვენებააოდა სასწრაფოდ მოითხოვა გამოძიების დაწყება, საიდან გაჩნდა ვიდეოჩანაწერები უკრაინულ საიტზე? სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც თითქმის იგივე დაახეთქა: ეს კადრები ადამიანის პირადი ცხოვრებაა და მათი გასაჯაროება სისხლის სამართლის დანაშაულიაო და მანაც დამნაშავეთა სასწრაფოდ გამოვლენა და დასჯა მოითხოვა.

ეს ის სახალხო დამცველია, რომელიც კრინტს არ ძრავს საქართველოს პატრიარქის მრავალგზის შეურაცხყოფაზე, რადგან უწმინდურების მიერ უწმინდესის ლანძღვა-გინება თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიის ქვაკუთხედი, ე.წ. გამოხატვის თავისუფლება ყოფილა და, თუ ევროპა და ნატო გვინდა, ქართველი საზოგადოება მართლმადიდებლურ ეკლესიას და მის პატრიარქს კი არ უნდა ვეთაყვანოთ, არამედ გამოხატვის თავისუფლება დავისვენოთ ხატად და საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინებების სასწრაფოდ დასაკანონებლად ვილოცოთ… ეს “დამცველი” იმაზე ზრუნავს, რომ საქართველოში სქესის შეცვლის პროცედურები გამარტივდეს და დასავლელ პატრონებთან არზებს აშანშალებს იმის შესახებ, როგორ დისკრიმინაციას განიცდიან რელიგიური, სექსუალური თუ სხვა უმცირესობები საქართველოში. ოო, რა ენა მოსწრებულად “მოარტყა” ამას წინათ ლევან ვასაძემ ტელეკომპანია “მაესტროს” პირდაპირ ეთერში: ერთი სარკეში ჩაიხედოს, საქართველოში რომ უმცირესობათა დისკრიმინაცია იყოს, მაგას სახალხო დამცველად ვინ დასვამდა?!”

“მორალისტურ-ჰუმანისტური” აღშფოთებით საუბრობენ დოლარნაჭამი ასო-ების (არასამთავრობოების) წარმომადგენლები თუ ლაშა ტუღუშისა და ზვიად ქორიძის მსგავსი “ექსპერტებიც”. სხვათა შორის, მაგ ექსპერტ-ასოების დაჟინებულ მოთხოვნას დაჰყვა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას ირაკლი ღარიბაშვილი და სამეგრელოს ტყეებში ნაპოვნი ფაილების უმრავლესობა საზეიმოდ გაანადგურეს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/cms-image-000019738.jpg

გაანადგურეს, მაგრამ ჯერ ექსპერტ-ასოებს უჩვენეს, რომლებმაც დაადგინეს, რომ იმის ნახვა, რაც მათ აჩვენეს, საზოგადოების დანარჩენი წევრებისთვის არ შეიძლება, რადგან ქართველ კაცს სუსტი გული აქვს და, ემანდ, არ გაუსკდესო!

ეს, როგორც იტყვიან, ხუმრობით. სერიოზულად კი, უკაცრავად და, ვინ არიან ეს ექსპერტები?! რატომ არ შეიძლება ჩემთვის იმის ნახვა, რისი ნახვაც ამ პოლიტიკური ქათმებისთვის შეიძლება? ამ ასოექსპერტებმა უნდა გადამიწყვიტონ, რა ვნახო და რა არა? უმცირესობების დისკრიმინაციაზე კრიახით რომ გამოგვიჭედეს ყურები ამ ქათმებმა, წამების ამსახველი ფაილების განადგურება ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის დისკრიმინაცია, უფლებების დარღვევა არ არის?

ზემოთ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: ამ ერთი ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებაზე ისტერიკის ატეხვით ამ ასო-ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა ნიღბები ჩამოიხსნეს _ ისინი თავიანთი გამონათქვამებით თუ ქმედებით “ნაცბანდას” უჭერენ მხარს, თორემ ჩვენ გული გვისკდება თუ ტვინში სისხლი ჩაგვექცევა, სულ ფეხზე ჰკიდიათ.

დააკვირდით: ყველა მოითხოვს, რომ დადგინდეს, საიდან და ვისგან მოხვდა წამებაგაუპატიურების ამსახველი ვიდეოჩანაწერები უკრაინაში, და თითქმის არავინ მოითხოვს არაკაცი მწამებლების გამოვლენადასჯას!

 და ვინ იცის, რამდენი კაცი აქციეს ნაკაცარად ამ მართლაც არაკაცებმა? კაცის კივილზე საზარელი არაფერი ყოფილა _ ახლაც ყურში მიწივის იმ საცოდავის “დიდუ, მურენიე, მურენიე”…

საქართველოს პარლამენტში ჯერჯერობით ერთ დეპუტატს _სოსო ჯაჭვლიანს ეყო ვაჟკაცობა და ნელ-ნელა დაიწყო საკუთარი თუ, საზოგადოდ, “ქართული ოცნების” მიერ დაშვებული შეცდომების აღიარება: ჯერ ის, რომ “ქართულ ოცნებას” სამეგრელოში ნაპოვნი ფაილები კი არ უნდა გაენადგურებინა, არამედ კინოთეატრებში (ბავშვებისთვის დახურული) ჩვენებები უნდა მოეწყოთ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაენიშნათ, რომლის შემდეგაც “ნაცბანდა”, “იბლატავებდა” კი არა, ქართული პოლიტიკიდან სამუდამოდ გაქრებოდა, ხოლო მათი ლიდერები მათსავე აშენებულ ციხეებში აღმოჩნდებოდნენო.

ახლახან კი სოსო ჯაჭვლიანმა მთავარი პოლიტიკური შეცდომა მოინანია და ანტიდისკრიმინაციული კანონის დასამტკიცებლად მიცემული ხმა უკან გამოიწვია, შემდეგ კი ამ კანონში იმ ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვიდა, რომლებსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარლამენტისგან ამაოდ ითხოვდა.

თუმცა ამ საკითხში ჯერჯერობით მარტოა სოსო ჯაჭვლიანი პარლამენტში.

ამ ქოცებში, ტვინი იშვიათი დელიკატესი რომ არის, ცხადია, მაგრამ ისეთი კაციც არ ჰყავთ, რომელსაც, ტვინი თუ არა, ენა მაინც უჭრიდეს დანაცხროვასთანტელედებატები არ წააგოს?

ამას წინათ “მაესტროს” ეთერში ვუყურე ირაკლი სესიაშვილისა და გიორგი ვაშაძის “დუელს”, რომელშიც სესიაშვილი ნოკაუტით დამარცხდა. წინამდებარე წერილის მოტივაციაც სწორედ ეს იყო _ როგორ შეიძლება, კომპრომატებით სავსენაცებთანდებატი წააგო, ისეგააბლატავო”, რომ აქეთ შემოგიტიოს?

როგორ გაბედეთ ზუგდიდის ცენტრში წამების კადრების საჯარო ჩვენება, როდესაც თქვენ რაფალიანცის ბავშვის მკვლელობით მოხვედით ხელისუფლებაში და პატიმრების მწამებელი ბედუკაძე გმირად შერაცხეთო! _ მიახალა “ნაცების” ამ “რებრედინგებულმა” სახემ სესიაშვილს. პასუხად კი მიიღო სესიაშვილის ლუღლუღი, რომ ისინი ემიჯნებიან ზუგდიდის აქციას, საერთოდ, არანაირი კავშირი არ აქვთ იმ ვიდეოჩანაწერთან და მსგავსი თავდაცვითი ლაი-ლაი…

არადა, ტრაგიკულად დაღუპულ რაფალიანცამდე იმხანად წინააღმდეგობის მოძრაობამ და დღეს “პატრიოტთა ალიანსმა” ჯერ ბედუკაძის ცოცხების, შემდეგ კარანტინის დაშლის კადრებით, რომლებთანაც ბედუკაძეს არანაირი კავშირი არ ჰქონდა, პოლიტიკურ საფლავში ჩააწვინა სააკაშვილის რეჟიმი.

რა ციცერონობა უნდოდა ამის თქმას?!

და რომ არა კარანტინის დაშლის კადრები (და არა _ ბედუკაძის ცოცხები), სააკაშვილი კვლავ “დემოკრატიის შუქურა” და პრეზიდენტის სასახლეში წამოპლაკული პრემიერი იქნებოდა პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით, ხოლო “ქართული ოცნება” _ 20-22%-იანი ოპოზიცია.

კოაბიტირებულმაქოცებმასაფლავში მწოლიარენაცბანდასმიწა ვერ თუ არ მიაყარეს და ამიტომაც არიან ცუდ დღეში. მართალია, არა ისე, როგორც ენდიაიმ წარმოაჩინა, მაგრამ მაინც.

მედიაკავშირმა “ობიექტივმა” “ნაცების” პანიკა იგრძნო და ყოველდღიურად, ღამის პირველ საათზე, სრულიად საქართველოს უჩვენებს “ნაცბანდის” მხეცობის ამსახველ ახალ-ახალ ფაილებს, რაც გმირობის ტოლფასია, რადგან მორალისტ-ექსპერტთაგან ტოტალური შეტევის ობიექტად იქცევა.

თუმცა, იქცევა კი არა, უკვე იქცა. ამ აქციის დაწყების პირველი საღამოს “ობიექტივის” ეთერში სტუმრად მყოფ ხათუნა ლაგაზიძეს უკრაინული საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერის ჩვენების შემდეგ ნამდვილი ისტერიკა დაემართა, _ ეგ რომ მცოდნოდა, საერთოდ არ მოვიდოდი, ამის ჩვენება როგორ შეიძლება, ცოდოა ქართველი ერი, ეს ხომ მისი საერთაშორისო დისკრედიტაციაა, დასავლეთში აღარავინ დაგველაპარაკებაო და ა.შ. მანაც, ჩამოიხსნა კი არა, ჩამოიგლიჯა ნიღაბი.

ლაგაზიძის ლოგიკით რომ ვიმსჯელოთ, გერმანელი ფაშისტების მხეცობებიც არ უნდა ეჩვენებინათ გერმანელებისთვის, მაგრამ აჩვენეს და მას შემდეგ რა დაემართა გერმანელ ერს და მათ სახელმწიფოს? _ მხოლოდ კარგი და არაფერი ცუდი.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/laga.jpg

ახლა მთავარია, ხათუნა ლაგაზიძისა და მისი მსგავსების “მორალისტობის” გამო მედიაკავშირმა “ობიექტივმა” უკან არ დაიხიოს, შეტევას უნდა გაუძლოს და ახალ-ახალი ფაილების ჩვენებით საქართველოს შეახსენოს, როგორი სადისტები მართავდნენ ქვეყანას 9 წლის განმავლობაში.

კოაბიტაციური დოპინგით გავეშებულმა ქართველთმოძულე მანქურთებმა პოლიტიკური საფლავიდან ამოძრომა იწყეს და, სანამ გვიან არ არის, მიწა უნდა მივაყაროთ!

დავით მხეიძე

15 COMMENTS

  1. ქალი ვარ და მეც არ მინდა ამ ვიდეოების ნახვა,იმიტომ რომ ვიცი ჩემი თავის ამბავი.მაგრამ,ის რომ არავინ ნახოს ეს არ არის სწორი და მითუმეტეს დავსაჯოთ პირები,რომლებმაც ეს გაასაჯაროეს?ეს რა აბსურდია.ირმა ინაშვილს და ბედუკაძეს ხალხმა დიდი პატივი უნდა სცენ,იმიტომ რომ მათ ეს თავიანთი თავის და თავისი ოჯახის წევრების რისკის ქვეშ დაყენების ფასად მოუწიათ ამის გაკეთება.მე კი იმდენი ლამძღვა მესმის ბედუკაძის მისამართით.დარწმუნებული ვარ,ვინც მათ ლამძღავს ,ყველას რაღაცის ეშინია ,ან თვითონ არიან მონაწილენი რაღაც კუთხით და ამიტომ არ იღებენ ხმას დამნაშავეთა დასჯაზე და გამოღმით მოდავის პოზიცია უჭირავთ.

  2. მოკლედ ვიტყვი: ამ წერილის ავტორი საკუთარი თავი მგონია. ასე ზუსტად და ერთნაირად როგორ ვფიქრობთ და საინტერესო ის არის, საქართველოში ბევრია ამ წერილის მხარდამჭერი? და თუ ბევრია და უმრავლესობაა, საქართველო ზნეობრივად გაბრწყინდება (Y)

  3. აღფრთოვანებული ნაცხროვა და მისისტები უნდა დამთავრდნენ… პატრიარქის შეურაცხმყოფელი ერი ყველაფრის ღირსია, კარიკატურის გამო რა ამბავი ატყდა საფრანგეთში, მუსულმანები კი არ აღშფოთ-შეშფოთდნენ, ძალიან სერიოზული და კატეგორიული ზომები მიიღეს,თუმცა მკვლელობას არანაირად არ ვამართლებ. ჩვენ რა გვჭირს, უწმინდესს გვილანძღავენ, სარწმუნოება შეგვიგინეს და ჩვენ რას გვძინავს ყურზე ამ დროს? გაიხარე, მხეიძე დავით ამ სტატიისთვის… მაგრამ რა, წერე და იკითხე, კატეგორიულად ვაცხადებ: დაისაჯოს ყველა – შემკვეთიც და შემსრულებელიც… ხო, რა პირადი ცხოვრების ამსახველი, რას ბოდავენ ეს პოლიტიკოსები და მათნაირი დეგენერატები, ხალხს აუპატიურებენ, აკივლებენ,აღრიალებენ,კლავენ და ამას ეძახიან პირად ცხოვრებას?

  4. ბატონო დავით, აბსოლუტურად გეთანხმებით ყველაფერში, მაგრამ ჩემი აზრი უნდა გაგიზიაროთ. 2012 წლის არჩევნები ქართველებისა და მხოლოდდამხოლოდ ქართველების გამარჯვება იყო და არამც და არამც არა სოსროსისა და ზნედაცემული ევროპის. მაგრამ ქართველი კაცის გულუბრყვილობა და ნდობა ისეთ რანგშია აყვანილი, რომ პატარ \\\”შეცდომას\\\” ან სიტყვების პერიფრაზს არასოდეს ყურადღებას არ აქცევს, როცა ირაკლი ალასანიამ \\\”სუფთად\\\” წააგო სამეგრელო და თავდაცვის მინისტრად მოგვევლინა, მაშინ უნდა მივხვდარიყავით \\\”ოცნების\\\” ფარულ გარიგებას აშშ-თან, როცა რესპებმა სადავეები ხელში აიღეს, მაშინ უნდა მივმხვდარიყავით \\\”ოცნების\\\” გარიგებას ნაცხროვასთან და ბოლოს, როცა პარლამენტში საზეიმოდ გამოაცხადეს \\\”კოჰაბიტაცია\\\” და მაშინაც არ მივაქციეთ ყრადღება ამ სიბინძურეს აი, მაშინ წააგო საქართველომ 2012 წლის არჩევნები. საქართველო ვეღარ გაუძლებს ვერც ამდენ სიცრუესა და ვერც ამდენ უზნეობას, 2016 წელს თუ არ მოხდა პოლიტიკაში ძირეული გარდატეხა და არ გამოიცვალა ძირფესვიანად პოლიტიკური სპექტრი, მერწმუნეთ საქართველო რუქიდან გაქრება.

  5. ვინც კადრები ნახა და მაინც ნაციონალებს უჭერს მხარს ყველა მაგ უბედურების ჩამდენი მგონია

  6. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ჩვენება თუ არ შეიძლება, ის მაინც უნდა იცოდეს გამოძიებამ, ვისზეა ეს კადრები და ვისი პოლიტიკაში ყოფნა არ შეიძლება, ვინ არიან კომპრომატების ქვეშ,
    ეს აუცილებელიც არის თუ ქვეყნის უსაფრთხოება გვინდა!

  7. ვეთანხმები ტექსტის ავტორს.უნდა გაშვებული იქნას. რატა ნაციონალები ქუჩაში ვერ გამოვიდეს

  8. ბატონო ამბაკო თქვენი ინტერესი ამ წერილის მხარდამჭერების მიმართ საფუძვლიანია,მაგრამ მერწმუნეთ საკმარისი რაოდენობა ვართ იმისთვის რომ,ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ნაცების ფარფაში ჩვენ ქვეყანაში, ხალხო გეფიცებით..არაფერს ისე არ დავუღლივარ ჩემ ცხოვრებაში როგორც ამათმა დამღალეს,აღარაფერი არ მინდა,არავითარი ფუფუნება,როგორც გაიძახიან ეს გავაკეთეთ და იმის გაკეთებას ვგეგმავდითო,თუ მაგათ საქართველო და ქართველი ხალხი უყვართ, მოცილდნენ ტელევიზორებს, ნუღა დაგვენახებიან და უკეთეს საქმეს ვერ გააკეთებენ,საქართველომ ბევრი თუ არა რაგაც ნაბიჯები წინ გადადგა სიტყვის თავისუფლების და აზროვნების გამოხატვის თვალსაზრისით,დარწმუნებული ვარ ნაცები რომ არა,იმ რაოდენობის პრობლემები,რაც საქართველოს გააჩნია მოცემულ სიტუაციაში,არ ეკნებოდა…

    • მე სრულიად ვიზიარებ თქვენს აზრს ყველა ამ საკითხებზე. რომ შეიძლებოდეს სამართლიანობის აღდგენა…სასწაულის არ მჯერა. ჯანსაღი ძალა რომელიც სწორი გზით წაიყვანს პროცესებს შეიძლება ბუნებაში არსებობდეს მაგრამ მხოლოდ ჩანასახში, რომლის მომწიფებას და გაძლიერებას, ისე რომ დომინანტი გახდეს ალბათ ძალიან დააგვიანდება, ან მეორეჯერ მოკლავენ ილიას

  9. r omel ekspertebzea saubari, sad gvkavs saxelmcioebrivad mazrovne, miukerdzoebeli da realuri situaciis chkvianurad gamaanilizebeli ekpertebi,visac laparaki ar ezareba eksperts edzaxis tavs.es egrettvitcodebuli ekspertebi imas kadageben ra mat dampinansebel patronebs surt,namdvili ekperti didi gamocdilebis mkonechkviani adamiani sheidzleba ikos, miukerdzoebeli.

  10. ar unda davmalot araferi rac nacxrovam gaaketa 9 wlis mandzilze, sazogadoebam dainaxos, tu vin, vin aris. sircxvili blok qartul ocnebas, sircxvili forums, rom dgesac mat gverdit dgasda dums. rogorc fashizmi aikrdzala, ase unda aikrdzalos nacmodzraoba

  11. სრული ჭეშმარიტებაა!ვეთანხმები ბატონ დავითს.დარწმუნებული ვარ ქართველთა უმრავლესობა იზიარებს ამ სტატიაში გამოთქმულ აზრებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here