Home რუბრიკები პოლიტიკა ოთარ ჩრდილელი: დამნაშავე რეჟიმთან თანაცხოვრება არ შეიძლება, ის ჯერ უნდა გასამართლებულიყო

ოთარ ჩრდილელი: დამნაშავე რეჟიმთან თანაცხოვრება არ შეიძლება, ის ჯერ უნდა გასამართლებულიყო

697

უკრაინულმა ვებგვერდმანაციონალური მოძრაობისმმართველობის პერიოდში ჩადენილი, სამეგრელოში ნაპოვნი წამებისა და გაუპატიურების შემზარავი კადრები გაავრცელა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდანნაციონალებისწინააღმდეგ მწვავე განცხადებები მოჰყვა. მათ შორის ყველაზე ემოციური იყო საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ ჩრდილელი, რომელმაც სოციალური ქსელიდან მიმართა ყოფილ ხელისუფლებას: “ბოზი სისტემა! თქვე არაკაცებო! “ნაციონალდეპუტატებს მოგმართავთ, რომლებმაც ეს არ დაგმეთ და აპრავებთ, იმ კასტილიანის მსგავსი გყოლოდეთ ოჯახში ყველაზე უმცროსი, თქვე პათოლოგებო! აგერ შემომახვიეთ თქვენი მანდატრები, აი, აგერ! თქვენ რის მიტინგებს მართავთ, თქვე უტეხი ნაბოზვრების ბრიაშკავ! მიშა სააკაშვილო, დამპალი თესლიდან აღმოცენებულო, საქართველოში ფეხს ვერ ჩამოადგამ”, _ დაწერა დეპუტატამ სოციალურ ქსელში.

ნაციონალური მოძრაობისაკრძალვისა და დამნაშავე რეჟიმად გამოცხადების შესახებ ალაპარაკდნენ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც. რატომ დაიწყო ხელისუფლებამ მხოლოდ ახლა, კადრების საჯაროდ გავრცელების შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობისაკრძალვასა მის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადებაზე საუბარი და რატომ განაგრძობსქართული ოცნებაყოფილ ხელისუფლებასთან კოაბიტაციას? _ ამ საკითხებზესაქართველო და მსოფლიოსსაქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ ჩრდილელი ესაუბრება.

_ ბატონო ოთარ, სამეგრელოში ნაპოვნი შემზარავი კადრების გავრცელების შემდეგნაციონალებისმიმართ სოციალურ ქსელში საკმაოდ ემოციური და მწვავე განცხადება გააკეთეთ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს ეს კადრები ადრეც ნანახი გქონდათ, მაინც განაგრძობდით კოაბიტაციურ რეჟიმში მათთან თანამშომლობას?

_ მე ნამდვილად არ მქონდა ნანახი ამ ვიდეოჩანაწერების არანაირი კადრი, და როდესაც ვნახე, ჩემში შოკი გამოიწვია, თავზარი დამცა. ჩემთვის, ისევე, როგორც ყველა ნორმალური ადამიანისთვის, ეს იყო მოულოდნელობა და ზიზღი გამიჩნდა, რადგან მსოფლიოში კოსმოსური სიჩქარით ვითარდება თანამედროვე ტექნოლოგიები, ჩვენ კი მავანი ცოცხის, ბოთლისა და “კასტილების” ეპოქაში გვაცხოვრებდა. რაც შეეხება კოაბიტაციას, ეს იყო ჩვენი პოლიტპარტიისთვის თავსმოხვეული სიტუაცია. დამნაშავე რეჟიმთან თანაცხოვრება არ შეიძლება, ის ჯერ უნდა გასამართლებულიყო.

_ ის, რომნაციონალებიდღეს კვლავ მასშტაბური საპროტესტო აქციებით, სამთავრობო შენობების პიკეტირებით, რევოლუციით იმუქრებიან და ხელისუფლებაში დაბრუნების შესახებ საკმაოდ თამამ განცხადებებს აკეთებენ, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა თქვენი ხელისუფლების სისუსტის ბრალი?

_ “ნაცმოძრაობა” პოლიტიკურ ლადშაფტს ანაგვიანებს. ის, უკვე წლებია, ობსტრუქციულ-დესტრუქციულ ძალად გადაიქცა. “ნაციონალებს” ხელისუფლებაში დაბრუნება იმიტომ სურთ, რომ ძალაუფლებით დატკბნენ და თავიანთი ბედნიერება სხვების უბედურებაზე ააგონ. ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს, რომ საქმე აკეთო, მათ კი ძალაუფლება ხიბლავთ და არა საქმის კეთება.

რა დროს რევოლუციებია, ხალხნო?! ნუ აჰყვებით ერთ მუჭა ლაზღანდარა დაბოღმილ პოლიტიკანებს. რომელი ნორმალური ადამიანი დააბრუნებს მათ ხელისუფლებაში და საქართველოს კვლავ აქცევს სოციოპათთა საჯიჯგნ-საცდელ ლაბორატორიად?! წავიდა ის დრო, ხალხს აღარ სჯერა მათი. “ნაციონალებმა” მილიონ პროვოკაციას მიმართეს, ოღონდ ხალხი ქუჩაში გამოეყვანათ, მაგრამ არ გამოუვიდათ და არც არასდროს გამოუვათ.

_ NDI- მიერ გავრცელებული კვლევის შედეგების შემდეგ, რომლის მიხედვითქართული ოცნებისრეიტინგი 3%-ით ჩამორჩებანაციონალებისას”, “ნაციონალებიდა მათი მხარდამჭერები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ეს კადრები კვლავ ოპონენტების დასამარცხებლად გაავრცელა.

_ არ ვაპირებ ასტრალში მყოფი “ნაციონალების” ბჟუტურზე სერიოზულად საუბარს და თავის მართლებას. ენ-დი-აის “კვლევები” უკვე კომიკურ ხასიათს ატარებს. მაგათი კვლევის იმედად იყო 2012 წელს “ნაცმოძრაობა” და დარჩნენ კიდეც გაღიმებულები. რაც შეეხება ენ-დი-აის, ვწუხვარ, რომ ასეთი ისტორიის მქონე საერთაშორისო ორგანიზაცია ავტორიტეტს ნელ-ნელა კარგავს არა მხოლოდ პოლიტისტებლიშმენტის, არამედ მოსახლეობის თვალშიც.

_ რატომ გამოდიან ხელისუფლების წარმომადგენლები რადიკალურად განსხვავებული განცხადებებით, მაგალითად, თინა ხიდაშელი, თამარ კორძაია, დავით ზურაბიშვილი და, “ნაციონალებისმსგავსად, რატომ ხედავენ უფრო მეტ პრობლემას ამ კადრების გავრცელებაში ვიდრე მათ ჩამდენში?

_ კოალიციის ყველა სუბიექტს თავისი მსოფლმხედველობა აქვს და არ არის სავალდებულო, ყველამ ერთ პრიზმაში გაატაროს ესა თუ ის მოვლენა. მთავარია, ყველა ვთანხმდებით, რომ ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მომხდარი სისტემური დანაშაულები ამაზრზენია და მათი ჩამდენები უნდა დაისაჯონ.

_ თქვენ ხართ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი. რას იტყვით, არის წამების ეს კადრები პირადი ცხოვრების ამსახველი და უნდა განადგურდეს თუ შენახული და დაცული იყოს, როგორც მტკიცებულება?

_ ეს არის ადამიანთა მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით, ცინიზმით, წამებისა და ძალადობრივი გზით გაუპატიურების ფაქტები. ვიდეომასალა შეიცავს მთელ რიგ სისხლის სამართლის ნორმით გათვალისწინებულ დანაშაულებს, ანუ ეს არის ფაქტობრივი მასალა, რომლის განადგურებაც არ არის მიზანშეწონილი.

_ დასასრულ, ამ დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები არ დასჯილან. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, იხდიან სასჯელს ეს ადამიანები?

_ როგორც ჩემთვის არის ცნობილი, კონკრეტულად ამ ფაქტში მონაწილე ყველა პათოლოგი დამნაშავე დაჭერილია და სასჯელს იხდის.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

1 COMMENT

  1. ბატონო ოთარ, თქვენ ბრძანებთ ამ დანაშაულში მხილებული უველა პათოლოგი დაჭერილია და სასჟელს იხდის, მწარედ ცდებით, ამ სისტემურ, კაცობრიობის და ადამიანობის წინააღმდეგ მხილებულ დანაშაულში მკვლელი \\\”სააკაშვილი და მისი ბანდაა\\\” დამნაშავე და ახალ გადატრიალებებს გეგმავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here