Home რუბრიკები პოლიტიკა “ნაცები, ქვეყნის მოსახლეობის 99%-იც რომ უჭერდეს მხარს, მაინც უნდა გასამართლდნენ”

“ნაცები, ქვეყნის მოსახლეობის 99%-იც რომ უჭერდეს მხარს, მაინც უნდა გასამართლდნენ”

649

ბოლო ერთი კვირაა, საზოგადოებანაციონალებისგარშემო ატეხილი აურზაურის მომსწრეა. ხშირად ამ აურზაურს ყოფილი ხელისუფლების წევრები იწვევენ ხან ხელოვნურად, ხანაც _ გარემოებებიდან გამომდინარე. მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის, რომნაცებსხელს აძლევთ მსხვერპლის როლში ყოფნა, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ ეს მათ ვერ უშველის. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილინაციონალური მოძრაობის”, როგორც პოლიტიკური პარტიის, გაუქმებას მოითხოვს. ხალხს აღარ სურს, “ნაციონალებიკვლავ იხილოს მომავალ არჩევნებში. ხელისუფლება კინაციონალური მოძრაობისპოლიტიკური არენიდან გაქრობას ვერ ახერხებს ან, შეიძლება, ეს არც სურს, თუმცა, როგორც ჟურნალისტი თეიმურაზ კვირკველია ამბობს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ერთი ხელის მოსმით შეუძლიაერთიანი ნაციონალური მოძრაობისგაუქმება.

დღესნაცმოძრაობისრეგისტრაციის გაუქმების ვალდებულება, ქართული კანონმდებლობის თანახმად, კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობით, აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და პერსონალურად თეა წულუკიანს, რასაც, კანონის იგნორირებით, იგი თავს არიდებს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობადანაშაულებრივი ორგანიზაციაა და იგი უნდა გასამართლდეს”, _ წერს სოციალურ ქსელში თეიმურაზ კვირკველია.

ზემოაღნიშნულ საკითხზე ინტერვიუ ჟურნალისტ თეიმურაზ კვირკველიასა და პარლამენტარ ომარ ნიშნიანიძეს ჩამოვართვით.

მინისტრი წულუკიანი უკანონო ბრძანების გაუქმებაზე ამბობს უარს

თეიმურაზ კვირკველია, ჟურნალისტი:

_ 2002 წელს იუსტიციის სამინისტრომ მინისტრის იმჟამინდელი მოადგილე კოტე კუბლაშვილის ხელმოწერით გამოსცა ბრძანება #823, რომლითაც პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილს გადაუფორმეს. პარტია, სინამდვილეში, უზენაესი საბჭოს ყოფილ დეპუტატს _ მირიან მირიანაშვილს ეკუთვნოდა. იმ პერიოდში იუსტიციის სამინისტროში არსებობდა სპეციალური კომისია, რომელიც პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს არეგისტრირებდა. ამ კომისიას ჰქონდა თავისი დებულება, რომელშიც ზუსტად იყო გაწერილი, რა მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში იყო შესაძლებელი პოლიტიკური ორგანიზაციის რეგისტრაცია. რეგისტრაციის შესახებ ბრძანება გამოიცემოდა მხოლოდ მას შედეგ, როცა კომისია კენჭს უყრიდა პარტიის რეგისტრაციას, მაგრამერთიანი ნაციონალური მოძრაობისსააკაშვილზე გადაფორმების შემთხვევაში მსგავსი რამ არ მომხდარა.

მას შედეგ, რაც ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელმა მირიან მირიანაშვილმა იუსტიციის სამინისტროდან უამრავი დოკუმენტი გამოითხოვა, დასვა ყველა შეკითხვა, რომელთა დასმაც შესაძლებელი იყო და ყველა მხრიდან პასუხი ასეთი იყო: იუსტიციის საბჭოს კომისიის 2002 წლის დასკვნა, რომერთიანი ნაციონალური მოძრაობაკენჭისყრის შედეგად გადაეცა მიშა სააკაშვილს, იუსტიციის სამინისტროში არ ინახებოდა. 2002 წლის სხდომის ოქმი არ იძებნება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2002 წელს არავითარი სხდომა არ ჩატარებულა. თუმცა ბრძანებაენმ”-ის სხვისთვის გადაცემის შესახებ გამოცემულია. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, ეს ადმინისტრაციული აქტიბრძანება არის უკანონო და უსაფუძვლო. შესაბამისად, ორგანო, რომელმაც გამოსცა უკანონო ბრძანება, ვალდებულია, თვითონვე გააუქმოს აღნიშნული უკანონო ბრძანება.

თეა წულუკიანი და მისი უწყება პარტიის რეალურ მფლობელს უპასუხებენ, _ მოკლებულები ვართ შესაძლებლობას, თქვენი საჩივარი განვიხილოთო. წულუკიანი ასეთ პასუხს იმიტომ იძლევა, რომ მირიან მირიანაშვილს სასამართლოში საჩივრის შეტანის საშუალება არ მიეცეს. მოგეხსენებათ, სასამართლოს იმ შემთხვევაში მიმართავ, როდესაც ადმინისტარციის უკანონო ქმედებას ასაჩივრებ, შესაბამისად, წულუკიანი და მისი უწყება, საერთოდ უარს ამბობს მირიანაშვილის მოთხოვნის განხილვაზე. ასეა _ მინისტრი წულუკიანი უკანონო ბრძანების გაუქმებაზე ამბობს უარს.

_ გამოდის, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელს უშლისერთიანი ნაციონალური მოძრაობისკანონიერი მფლობელისთვის დაბრუნებას?

_ დიახ, რა თქმა უნდა, ხელს უშლის, მაგრამ ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ უყვარს “ნაცმოძრაობა”, უბრალოდ, მას მიაჩნია, რომ ამ პარტიის გაუქმებას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვება ევროპაში. წულუკიანი თავს არ იტკიებს და მისი თანაგუნდელებიც ეუბნებიან, რომ ეს არ გააკეთოს. მათ არ სჭირდებათ ხმაური.

_ თანაგუნდელებში ვის გულისხმობთ?

_ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს. სწორედ მათ შეუშალეს ხელი მირიანაშვილს პარტიის დაბრუნებაში. სასამართლომ თავის დროზე, ანუ 2003 წელს, მირინაშვილის დედის ხელმოწერა გააყალბა და დღეს, საქმე რომ აღიძრა ამ ფაქტის წინააღმდეგ, პროცესი, რომელსაც მირინაშვილები უეჭველად მოიგებდნენ, უცბად შეჩერდა, ჩაიფარცხა, როგორც ჩანს, ვიღაცას, ზემდგომს, ამ პარტიის გაუქმება ხელს არ აძლევდა.

_ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც კადრები გაავრცელეს, ის არ ითხოვს დანაშაულის ჩამდენის დასჯას.

_ თინა ხიდაშელის განცხადება ალოგიკური იყო. არადა, ეს ქალბატონი მახვილი გონებით გამოირჩევა. თინა ხიდაშელი ამბობს, გვინდა თუ არა, ანგარიში უნდა გავუწიოთ “ნაცმოძრაობის” ამომრჩეველს, ბევრნი არიან თუ ცოტაო. მინდა, თინა ხიდაშელს ვუთხრა: 1945 წელს ადოლფ ჰიტლერს გერმანიის მოსახლეობის 95% უჭერდა მხარს, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ფაშისტების გასამართლებისთვის, ისინი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის გაასამართლეს. ასე რომ, “ნაცებს” ქვეყნის მოსახლეობის 99%-იც რომ უჭერდეს მხარს, მაინც უნდა გაასამართლონ.

_ როგორ ფიქრობთ, არ დადგა დრო, გაუქმდესნაციონალური მოძრაობადა მათ მომავალ არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალოთ?

_ “ნაცმოძრაობა” საშიში ძალაა. ის, რაც დღეს ხდება, მათი მოწყობილია. ვგულისხმობ, იმ ახალ ფარულ ჩანაწერებს, რომლებიც ამ დღეებში გამოქვეყნდა. მათ სურთ, რომ დაჩაგრულის როლში იყვნენ. ამით ევროპელების ყურადღებას მიიპყრობენ და მხარდამჭერებს შეიძენენ.

ხელისუფლება უსუსური აღმოჩნდა, მათ თავიდანვე უნდა დაეყენებინათ საკითხი, რომ “ნაცმოძრაობა” დანაშაულებრივი პოლიტიკური ორგანიზაციაა და “ნაცების” ბოგინი ერთი წლის წინათ დასრულდებოდა. დღეს ეს აუცილებლად გასაკეთებელია, მაგრამ “ნაცებს” უკვე შეუძლიათ თქმა, რომ მათი შეეშინდათ და ამიტომ აუქმებენ.

ნაციონალური მოძრაობა”, აქამდეც უნდა აგვეკრძალა, უნდა გაგვესამართლებინა, მაგრამ თავს კოაბიტაცია მოგვახვიეს

ომარ ნიშნიანიძე, “ქართული ოცნებისწევრი, პარლამენტარი:

_ ბატონო ომარ, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს თურმე ერთი ხელის მოსმით შეუძლიაერთიანი ნაციონალური მოძრაობისგაუქმება, რადგან ის თავის დროზე რეალურ მეპატრონეს კანონდარღვევით წაართვა სააკაშვილმა. მოძრაობის დამფუძნებელი დღემდე ჩივის, მაგრამ სამართალი ვერ იპოვა.

_ რაღაც ამგვარი ისტორია მახსოვს, რაღაცას ყური მოვკარი წლების წინათ… თუ ეს სიმართლეა და ის პიროვნება, რომელსაც პარტია ეკუთვნოდა, ჩივის, მაშინ თეა წულუკიანი თავს რატომ იკავებს? თუ იმის დამადასტურებელი საბუთი არსებობს, რომ “ნაციონალები” თვითმარქვიები არიან, აუცილებლად უნდა აიკრძალოს.

“ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც საქართველოსთვის უდიდესი ტრაგედიაა, თავის დროზე უნდა აგვეკრძალა, უნდა გაგვესამართლებინა, მაგრამ თავს კოაბიტაცია მოგვახვიეს, თანაც მხოლოდ ჩვენ კი არა, ქვეყანას. ჩვენი თავი ჯანდაბას, გავუძლებთ, მაგრამ ქვეყანა როგორ გაუძლებს?!

ამ დღეებში პარლამენტის ტრიბუნიდან ვიტყვი, რომ ეს თვითმარქვია, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული ძალა აიკრძალოს.

_ “ნაციონალებსმომავალ არჩევნებში მონაწილეობას აუკრძალავთ?

_ არა მგონია, ეს შევძლოთ, მიუხედავად იმისა, რომ “ოცნების” წევრებს ამის სურვილი გვაქვს და ხშირადაც ვსაუბრობთ. “ნაცებს” ევროპაში ძალიან დიდი და ძლიერი ლობი ჰყავთ. ისე, ამ პარტიის გაუქმებას ორივე ხელით მივესალმები.

_ რას იტყვით თინა ხიდაშელის განცხადებაზე, რომ ფარული ჩანაწერების გამავრცელებლები დაისაჯონ და არა ჩამდენები?

_ რესპუბლიკელების აზრი თავიდანვე ვიცოდით და მათ “ნაციონალური მოძრაობისადმი” დამოკიდებულებას ვერავინ შეაცვლევინებს. საკუთარი აზრის გამოთქმა ყველას შეუძლია და, რა თქმა უნდა, ხიდაშელსაც, ოღონდ მის ნათქვამს არ ვეთანხმები. მომხრე ვარ, საზარელი საქმის ჩამდენები დაისაჯონ.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

1 COMMENT

  1. ტექსტი \\\”მოგეხსენებათ, სასამართლოს იმ შემთხვევაში მიმართავ, როდესაც ადმინისტარციის უკანონო ქმედებას ასაჩივრებ\\\” – ვაზუსტებ: სასამართლოს მიმართავ, როდესაც თავად ადმინისტრაციული ორგანოსგან მიღებული გაქვს პასუხი, რომელსაც უკანონოდ თვლი და ასაჩივრებ. ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო მირიანაშვილის საჩივარს არ იხილავს და შესაბამისად, არსებით საკითხზე პასუხს არ იძლევა, რაც, ჩვენი კანონმდებლობის ზოგიერთი პუნქტის ბუნდოვანების გამო, საშუალებას არ იძლევა სარჩელი სასამართლოში შეიტანო!

  2. დიახ უნდა გასამართლდნენ,უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი,მაგ თახსირებს((((((((((

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here