Home რუბრიკები პოლიტიკა ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

590

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრა 3 საათს გაგრძელდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. საუბრის დასაწყისში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტის მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერმინისტრმა კი ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრა.

ლიდერებმა პოლიტიკურ-ეკონომიკურ თემებსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობას და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივას.

პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს მეგობრულ სადილზე უმასპინძლა. გადაწყდა, რომ ილჰამ ალიევი ახლო მომავალში საქართველოს ვიზიტით ეწვევა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here