Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოში უხვი ნალექის მოსვლას ვარაუდობენ

საქართველოში უხვი ნალექის მოსვლას ვარაუდობენ

560

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, 14-15 ოქტომბერს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგ ადგილას _ ძლიერი. იწვიმებს თბილისში და იქნება ნისლი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი პლუს 15 გრადუსია ნავარაუდევი.

დასავლეთ საქართველოში ჰაერი 17-22 გრადუსამდე გათბება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +13, +18 იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით, 16 ოქტომბრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს.

17-18 ოქტომბერს კი დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ტემპერატურა +27 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი შენარჩუნდება შედარებით გრილი ამინდი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here