Home რუბრიკები საზოგადოება ნიკა გვარამია: მოსამართლე ურთმელიძის ფეხქვეშ მიწა აუცილებლად დაიწვება!

ნიკა გვარამია: მოსამართლე ურთმელიძის ფეხქვეშ მიწა აუცილებლად დაიწვება!

551

ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და პოლიტიკაში წყევლაქოქოლის ერა ახალ სიმაღლეებს იპყრობს. “სულის ამოხდის”, “მოუსავლეთშიგაგზავნისა და სხვა ასეთიბაბაიაგობებისშემდეგ, “დამოუკიდებელიტელეკომპანიის ამჟამინდელმა გენდირექტორმა, “ნაცებზეუპირობოდ ჩამოკიდებულმა ყოფილმა პროკურორმა, არც მეტი არც ნაკლები, მოსამართლე დაწყევლა.

ვერ გეტყვით, გვარამია რომელიმე თანამედროვე ტექნოლოგიით თუ არ აპირებს მოსამართლე ურთმელიძის ფეხქვეშ მიწისთვის ცეცხლის წაკიდებას, მაგრამ, თუ ბატონი დირექტორი მოსამართლის დასჯას ზებუნებრივ ძალებს შესთხოვს, მაშინ, იძულებულნი ვიქნებით, რაღაც-რაღაცები შევახსენოთ.

მაგალითად, რომც დავუშვათ, თითქოს ეს ანტიტელევიზია “რუსთავი 2” რამეში მართალია და ამიტომ მის ქონებაზე ყადაღის დადების გამო მოსამართლე ურთმელიძეს ზეძალებისგან სასჯელად “ფეხქვეშ მიწის დაწვა” ელის, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩაცვივდებიან ის მოსამართლეები, რომლებმაც ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობის” ყოფნის 9 წლის განმავლობაში ათიათასობით ადამიანი შეთითხნილი ბრალდებებით გაისტუმრეს ციხეებში? წარმოიდგინეთ, რა დღე ელით იმ “ნაცმოსამართლეებს”, რომლებმაც სრულიად უდანაშაულო ბიზნესმენებისთვის ქონების ჩამორთმევის, მათი დაპატიმრების ან ქუჩაში დახვრეტილი უდანაშაულო ადამიანების მკვლელთა არდასჯის გადაწყვეტილებები მიიღეს?

ასე რომ, თუ კარგად დაფიქრდება, ნიკა გვარამიას ნამდვილად არ უნდა აძლევდეს ხელს ზებუნებრივი ძალების ასეთი სიმკაცრე და დაუნდობლობა…

ბოლოს და ბოლოს, თუკი მისი “ვედრება ზეცამ შეისმინა” და მჩაგვრელებისთვის ფეხქვეშ მიწის დაწვის გადაწყვეტილება მიიღო, არც თვითონ ნაპროკურორალ გვარამიას უნდა დარჩეს მთლად გრილად ფეხისგულები!..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here