Home რუბრიკები ბლოგი ნაც-ნობი სიტუაცია და ნაც-ადი მეთოდებით თვალში ნაც-რის შეყრის მცდელობა

ნაც-ნობი სიტუაცია და ნაც-ადი მეთოდებით თვალში ნაც-რის შეყრის მცდელობა

682

საქართველოსთვის ასე საბედისწრო ნოემბერი ახლოვდება. 12 წლის წინათგაბრიყვებული ხალხის ტელევიზიისმეშვეობით გატუტუცებულმა ბრბომ ყველა კანონის დარღვევითა და კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვით შეცვალა ქვეყანაში ხელისუფლება დაძირმომპალი კორუფციადიდი ზარზეიმით ჩაანაცვლაძირმაგარა მანიაკიზმით”.

ამ, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცლიდან 12 წლის შემდეგ, როგორც ამბობენ, “ნაცებს” ნაც-ადი მეთოდით სურთ, გაიმეორონ ნოემბერი და, ალბათ, უარესი სცენარით. უარესით იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის თვალში ნაც-რის შეყრა ამჯერად ისე ძალიან იოლი აღარ იქნება და “ნაცებსაც” მოუწევთ ნაც-ადის ნაც-ვლად უფრო ხისტი მეთოდების გამოყენება.

თუკი 2003 წელს საზოგადოების რაღაც ნაწილს სჯეროდა, რომრუსთავი 2” ხალხზე მზრუნველი ჟურნალისტებით იყო დაკომპლექტებული, დღეს უკვე მათი მოწინააღმდეგეცა და მომხრეც _ ყველა სრულიად დარწმუნებულია, რომ ეს, ტელევიზია კი არა, ერთერთი პარტიული ქვესტრუქტურაა და იქ მომუშავე ადამიანები, ჟურნალისტების გარდა, ყველაფერი არიან.

აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამჯერად “ნაცებს” მოწინააღმდეგეც უფრო მომზადებული შეხვდება, ვიდრე ეს შევარდნაძის დროს იყო, რადგან უკვე ისიც საყოველთაოდ ცნობილია, რომნაციონალებიდა მათი მხარდამჭერი მოქალაქეები და მათი მონაჟურნალისტებიცყველანაირ სიბინძურეზე არიან წამსვლელნი და ამ ადამიანებისგან არანაირი უტიფრობა და ნაგვობა მოულოდნელი არ არის.

პროვოკატორობით ცნობილ “მოღვაწეთა” პირველი იერიშები ჯერ კიდევ 10-15 დღის წინათ დაიწყო. ჯერ იყო და დავით დარჩიაშვილმა პირდაპირ განაცხადა, _ სამოქალაქო დაპირისპირება გარდაუვალიაო, რასაც კვალდაკვალ მოჰყვა განსაკუთრებული უტიფრობით, აგრესიულობითა და ჟურნალისტების ცემით ცნობილი აკაკი ბობოხიძის დანაშაულებრივი განცხადება: დროა, ჩვენს იმ მეზობლებს, რომლებიც აგიტაციას გვიტარებდნენ, ხმა ივანიშვილისთვის მიგვეცა, ყველამ მკაცრად მოვთხოვოთ პასუხი!”

ნორმალურ ქვეყანაში სამოქალაქო ომისა და დაპირისპირებისკენ ასეთ პირდაპირ მოწოდებებს რა რეაქციაც უნდა მოჰყვებოდეს, ყველა მოაზროვნე ადამიანისთვის ცხადია! მაგრამ, რა რეაქციაზეა საუბარი, როდესაც ეს დამნაშავეთა, მანიაკთა და სადისტთა ბრბო საქართველოს პარლამენტთან მივარდა და დეპუტატებს ცემა დაუწყო!

როგორც ჩანს, ესეც გათვლილი პროვოკაცია იყო ტემპერატურის ასაწევად, მაგრამ სანამ განვიხილავდეთ, ძალუძს თუ არა დღევანდელ ვითარებაში “ნაციონალურ მოძრაობას” ტემპერატურის იმ დონეზე აწევა, რათა ქუჩაში ხალხის ე.წ. კრიტიკული მასა გამოიყვანოს, მანამდე არცთუ შორეული წარსული გავიხსენოთ.

კერძოდ, გავიხსენოთ, რა კომენტარებს აკეთებდნენ ტელეკომპანიაკავკასიაშიმომხდარი ცნობილი ინცინდენტის შემდეგ იგივემოღვაწენი”, რომლებიც ამ დღეებში, პარლამენტართა მცემელებსფარადაეფარნენ დაჰუმანიზმისმამებად მოგვევლინენ.

მაგალითად, გივი თარგამაძის თქმით, “მოსამართლემ საციხედ გაიმეტა ახალგაზრდა ბიჭები!” _ ანუ, აქ საუბარია მანიაკებისა და სადისტების იმ მხარდამჭერებზე, რომლებიც პარლამენტთან დეპუტატებს დახვდნენ და ცემეს. თუმცა რატომღაც სულაც არ მიიჩნევდაახალგაზრდა ბიჭების საციხედ გამეტებადიგივე გივი თარგამაძე ტელეკომპანიაკავკასიაშიმომხდარი ინცინდენტის დროს დაპატიმრებული და 5 წლით თავისუფლებააღკვეთილი ასევე ძალიან ახალგაზრდა ბიჭების ამბავს. მით უფრო, რომ მათ იქ, დეპუტატი კი არა, საერთოდ არავინ უცემიათ და მხოლოდ სიტყვიერ შელაპარაკება მოხდა.

აი, ასე იცვლებანაციონალური სტანდარტები”!

ალბათ, აღარც არის საჭირო ირაკლი ბათიაშვილის გახსენება, რომელსაც არარსებული მუხლი წაუყენეს _ “ამბოხის ინტელექტუალური მხარდაჭერა”. რა თქმა უნდა, ნაციონალურიხელისუფლებისთვის სულაც არ იყო პრობლემა, რომ ადამიანი ჯერ დაეჭირათ და მისთვის წაყენებული არარსებული მუხლი მისი დაპატიმრების შემდეგ, 10 დღეში შეეტანათ სისხლის სამართლის კოდექსში.

“ნაციონალური სტანდარტები” იცვლება მედიასთან ურთიერთობაშიც. მაგალითად, თუკი ხელისუფლებაში “ნაცების” ყოფნისას რომელიმე ჟურნალისტს ოდნავ მაინც რომ წამოსცდენოდა საკუთარი პოზიციის მსგავსი რამ, მას იმწამს “ჟურნალისტური სტანდარტების დამრღვევად” გამოაცხადებდნენ და მკაცრად ჩასჩიჩინებდნენ ყველას, რომ ჟურნალისტმა მხოლოდ ინფორმაცია უნდა გაავრცელოს და არ უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია”.

სამაგიეროდ, აგერ, 5 ოქტომბრის 9-საათიან “კურიერში” დიკო ჯოჯუამ პირდაპირ გამოგვიცხადა: დღევანდელი ხელისუფლება მხოლოდ სახელისუფლებო დეპუტატებზე თავდამსხმელებს იჭერს და ოპოზიციის დეპუტატებზე თავდამსხმელებს ხელს აფარებს. ქვეყანაში აშკარად შერჩევითი სამართალი მოქმედებს”.

დამეთანხმებით, საინფორმაციო პროგრამის დიქტორის ასეთი განცხადება, თუკინაცებისმიერ 9 წლის განმავლობაში ნაქადაგებ კრიტერიუმებს გავიხსენებთ, არა მხოლოდ ჟურნალისტური, არამედ ადამიანური, ჰუმანური და ყველანაირი სტანდარტის არათუ დარღვევა, არამედ ფეხქვეშ გათელვა დათმით თრევაა”.

აღარაფერს ვამბობ დავით კიკალიშვილის თვალების გამომწვევი პაჭუნით და კისრის ძარღვების უდიდესი დაძაბვით ნაბოდიალებ აშკარად მიკერძოებულ სისულელეებსა და თენგო გოგოტიშვილის დებილურ “გონებამახვილობებზე”, რომლის “ნაც-უკანალში” ვაზელინიანი თავით შესრიალების ამპლიტუდა, დიდი ხანია, ყველა წარმოსადგენ თუ წარმოუდგენელ შესაძლებლობას გასცდა.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ნაციონალებსძალიან გაუჭირდებათ, 2003 წლის მსგავსად, ნაცადი მეთოდებით დააშტერონ ხალხი და პარლამენტის მაგიდებზე წიხლებით ჯლიგინი და დეპუტატების თავებზე სკამის ფეხების რახუნიხავერდოვან ვარდებადმიაყარონ ცხვირში საზოგადოებას

აქვე ვიტყვი _ ამჟამინდელი ხელისუფლების მთავარი დანაშაული არის ის, რომ არ შეაფასა 2003 წლისვარდების რევოლუცია”, როგორც სახელმწიფო გადატრიალება, უკანონო აქტი და სამარცხვინო მოქმედებათუმცა რანაირად უნდა შეაფასოს?! იმ მოვლენების ერთი აქტიური იდეოლოგი პარლამენტის თავმჯდომარე გახლავთ, მისი ოჯახის წევრი _ თავდაცვის მინისტრი და დანარჩენი ზოგი პარლამენტშია , ზოგი _ მთავრობაში. იმავევარდებისყველაზე მსხვილი დამფინანსებელი კი შუშის სასახლეში ზის

აი, სწორედ მას მინდა, მივმართო:

ბატონოშუშებიანო მილიარდერო”! იცოდეთ, ვიდრე ქართველი ხალხის წინაშე მთელი გულით არ მოინანიებთ 2003 წლის გაუმართლებელ მიქარვას, ვიდრე არ აღიარებთ, რომ მაშინ მწარედ დაგაგოიმეს და უკანონობა დაგაფინანსებინეს, რომ ხელი შეუწყვეთ და საფუძველი ჩაუყარეთ ამ ქვეყანაში უკანონობის ჯაჭვს, სანამ საჯაროდ ბოდიშს არ მოიხდით საქართველოს წინაშე 2003 წლის მოვლენების გამო და ყველაფერს მართალ სახელს არ დაარქმევთ, მანამდე არაფერი გამოვა ამ ქვეყანაში!

სწორედ ყველაფრისთვის ნამდვილი და სწორი სახელის დარქმევა არის ერთადერთი გამოსავალი.

ამასობაში კი, როგორც ჩანს, “ნაცები” მართლაც მიდიან ვა-ბანკზე და “ცხელი ნოემბრისთვის” მონდომებით ემზადებიან.

ჩვენ ვიწყებთ კონსულტაციებს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რის შემდეგაც გაერთიანებული ძალებით დავიწყებთ ქუჩაში ფართომასშტაბიან აქციებს”, _ განაცხადა გიგა ბოკერიამ ივანიშვილის სახლთან გამართულ საპროტესტო აქციაზე.

მართლაც, საინტერესოა, რომელი პოლიტიკური პარტია გათავხედდება და გამოშტერდება იმ დონეზე, რომნაციონალებსქუჩაში დაუდგეს გვერდით?

აქამდე, ალასანია, ნათელაშვილი და სხვა ნარცის-სულელები მხოლოდ იმას თუ ბედავდნენ, რომ “გარკვეულ საკითხებში” თანხვედრაზე ლაპარაკობდნენ “ნაციონალებთან” და ისიც მხოლოდ ტელეეკრანებიდან, ბრიფინგებზე თუ სხვა, ასე ვთქვათ, “არაცხელ” ფორმატში…

მაგრამ ნაცებისგვერდით დგომა ქუჩაში, აქციებზე _ ეს უკვე სულ სხვა გაქანების ნაძირლობაა და ამ მხრივ მართლაც ძალიან საინტერსო უნდა იყოს, რომელი მათგანი აღმოჩნდება ამ დონის ნაძირალა და გარეწარი.

ცხელი ნოემბერი, სავარაუდოდ, მართლაც გველის, რადგან ფაქტია, ნაციონალებიათვითცნობიერებენ, რომ 2016 წლის არჩევნებამდე უშფოთველად მისვლა მათთვის საბოლოოდ დაღუპვას ნიშნავს.

არის თვალსაზრისი, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს გათვლილი ჰქონდა და სპეციალურად მოაწყო ყველაფერი ისე, რომ “ნაცებსაც” თვითონვე მიეცათ მათივე განადგურების შეუვალი მიზეზი და, ამასთანავე, საბოლოოდ გამომჟღავნებულიყო, ვინ არის “ნაციონალების” სატელიტი და აგენტი ქართულ პოლიტიკაში.

თუკი ყველაფერი ასე განვითარდა, ეს საკითხები მართლაც ცხადი და ნათელი გახდება და “ნაციონალური მოძრაობის”, ამ ბოროტების მანქანის, საბოლოო და კანონიერი განადგურების მიზეზიც ხელთ ექნება დღევანდელ მთავრობას.

ლეგიტიმურია რიტორიკული კითხვაც: ღირდა კი საზოგადოების სამწლიან ტანჯვად ეს პროცესები და ხომ შეიძლებოდა, იმთავითვე ყველაფერი ხელის ერთ დაკვრით, სწრაფად და ეფექტიანად გაკეთებულიყო?

თუმცა მთავარი ის არის, ამჯერად მაინც გამართლდეს მოლოდინი, რომ ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ბოროტი ძალის ბოლომდე განადგურება და მანიაკებისთვის ერთხელ და სამუდამოდ იმ ადგილის მიჩენა, რომელსაც იმსახურებენ

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. გაიხარე შვილო.უმრავლოს ჩვენს სამშობლოს შენისთანა პატიოსანი შვილები.ჭკვიანი და სიმართლისთვის ხმალამოღებული მებრძოლი.დედაშენი ალბათ ძალიან ამაყია ასეთი შვილი რომ გაზარდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here