Home რუბრიკები პოლიტიკა ბარაკ ობამა: თუ რომელიმე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ირღვევა, განზე ვერ გავდგებით

ბარაკ ობამა: თუ რომელიმე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ირღვევა, განზე ვერ გავდგებით

497

აბა, რა! განა არ გვახსოვს, როგორშიგ შუაშიდადექით, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ირღვეოდა, მისტერ ბარაკ! პირდაპირ ეპიცენტრში მოგვეხმარეთ წყლითა და პამპერსებით.

ამერიკა და რომელიმე დაჩაგრული ქვეყნისგან განზე გადგომა გაგონილა?! რა განზე, პირდაპირ ცენტრში არ დაბომბეს ბელგრადი?

ან რა, კოსოვოს დამოუკიდებლობა რომ აღიარეს, ამით რომელიმე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა ვითომ?

აი, ამიტომაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ობამა გაეროს მაღალი ტრიბუნიდან ასეთი რიხით მიმართავს მსოფლიოს და ძარღვიც კი არ უტოკავს შუბლზე, რადგან მთელმა მსოფლიომ იცის ამერიკელთა კეთილი გულისა და უანგარო მეგობრობის ამბავი!

განა უანგარო და ნამდვილი მეგობრობა არ არის, რომელიმე დიდი “ვეშაპი” სახელმწიფოს წინააღმდეგ რომ წაგაქეზებს და მერე “შეშფოთებას” გამოთქვამს, რადგან ეს “ვეშაპი” შენს გადაყლაპვას აპირებს?!

სწორედ ასეა! ახლაც, რა თქმა უნდა, ამერიკა განზე ვერ გადგება და ყველაფერს გააკეთებს ბაშარ ასადის “სისხლისმსმელი” რეჟიმის დასამხობად.

თორემ სათნო და უბოროტო “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლა, აბა, რა საკადრისია?!

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here