აბა, რა! განა არ გვახსოვს, როგორ “შიგ შუაში” დადექით, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ირღვეოდა, მისტერ ბარაკ! პირდაპირ ეპიცენტრში მოგვეხმარეთ წყლითა და პამპერსებით.
ამერიკა და რომელიმე დაჩაგრული ქვეყნისგან განზე გადგომა გაგონილა?! რა განზე, პირდაპირ ცენტრში არ დაბომბეს ბელგრადი?
ან რა, კოსოვოს დამოუკიდებლობა რომ აღიარეს, ამით რომელიმე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა ვითომ?
აი, ამიტომაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ობამა გაეროს მაღალი ტრიბუნიდან ასეთი რიხით მიმართავს მსოფლიოს და ძარღვიც კი არ უტოკავს შუბლზე, რადგან მთელმა მსოფლიომ იცის ამერიკელთა კეთილი გულისა და უანგარო მეგობრობის ამბავი!
განა უანგარო და ნამდვილი მეგობრობა არ არის, რომელიმე დიდი “ვეშაპი” სახელმწიფოს წინააღმდეგ რომ წაგაქეზებს და მერე “შეშფოთებას” გამოთქვამს, რადგან ეს “ვეშაპი” შენს გადაყლაპვას აპირებს?!
სწორედ ასეა! ახლაც, რა თქმა უნდა, ამერიკა განზე ვერ გადგება და ყველაფერს გააკეთებს ბაშარ ასადის “სისხლისმსმელი” რეჟიმის დასამხობად.
თორემ სათნო და უბოროტო “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლა, აბა, რა საკადრისია?!
romeli dzargvi unda utokdes romelic ara aqvs da arc arasdros qonia????