Home რუბრიკები ბლოგი Financial Times: 240 000 მოკლული და 4 000 000 დევნილი სირიაში- ობამას...

Financial Times: 240 000 მოკლული და 4 000 000 დევნილი სირიაში- ობამას პოლიტიკის შედეგია

545

Financial Times-ის მიმომხილველი ურჩევს ბარაქ ობამას მოელაპარაკოს ვლადიმირ პუტინს პარტნიორობაზე. ის მიუთითებს, ობამას იმაზე, რომ ამერიკა ჩაიდენს უპატიებელ შეცდომას, თუ კვლავ გააგრძელებს დღევანდელ პოლიტიკას. 

მიმომხილველის აზრით, სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია 240 000 დაღუპული ადამიანი და 4 მილიონი დევნილი სირიიდან. ლიბია და ერაყი დემოკრატიულები დღემდე მაინც ვერ გახდნენ, მიუხედავად იმისა რომ მუამმარ კადდაფი და  სადამ ჰუსეინი დიდი ხანია რაც აღარ არიან ამ ქვეყანაზე.

გამაოცემის აზრით, ერთადერთი ვარიანტი, რომელიც რჩება შტატებს, ესაა: რუსეთთან ერთად, თანაბრად, მიიღონ მონაწილეობა  სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში.

ჟურნალი Foreign Policy წერს: რუსეთი, როგორც მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის ლიდერი, ნელ-ნელა, მაგრამ აღადგენს საკუთარ გავლენას. ასეთი ვითარება,  ბარაქ ობამას „დამანგრეველი სირიული პოლიტიკის“ შედეგია.

გამოცემა  Daily Beast, ВВС-ის ტელეარხზე, ვლადიმირ პუტინის ამასწინანდელ ინტერვიუს ახსენებს მკითხველს. სტატიაში ნათქვამია, რომ პუტინის სიტყვებიდან ნათლად ჩანს თუ რას მოელის ის ამერიკელებისგან,  ესაა:   პირველ რიგში, შეეშვან მცდელობებს დაამხონ  ბაშარ ასადი, მეორე კი- დაეხმაროს რუსეთს „ისლამური სახელმწიფოს“  წინააღმდეგ ბრძოლაში.

 რამდენად რეალისტურია დასავლეთელი ანალიტიკოსებისა და ჟურნალისტების მოლოდინები, ამას გავიგებთ  უახლოეს ხანს.

ვიდეო:   https://www.youtube.com/watch?v=KBdTMzl55qY

                                                            

                                                                   კონსტანტინე ჩიკვილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here