Home რუბრიკები ეკონომიკა “2014 წელს საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის ხარისხი ყველაზე მაღალია ბოლო 18 წლის განმავლობაში”

“2014 წელს საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის ხარისხი ყველაზე მაღალია ბოლო 18 წლის განმავლობაში”

1246

მსოფლიო ბანკმა მმართველობის გრძელვადიანი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც 200-ზე მეტი ქვეყნის მმართველობას 6 ინდიკატორის მიხედვით აფასებს. მსოფლიო მმართველობის ექვსივე ინდიკატორში საქართველოს მაჩვენებლები მზარდია და ბოლო 18 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ექვსივე კატეგორიაში 2014 წელს აღინიშნება. ეს ინფორმაცია იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა

“კვლევის თანახმად, მთავრობის ეფექტიანობის მაჩვენებელი 2014 წელს 71,6%-ია და ეს საუკეთესო მონაცემია ბოლო 18 წლის განმავლობაში. 2012 წელს იგივე მაჩვენებელი 69,9% იყო. ამ მაჩვენებლით საქართველო 149 ქვეყანას უსწრებს წინ, მათ შორის, იტალიას, საბერძნეთს, მონტენეგროს, ალბანეთს, ბოსნია- ჰერცეგოვინას, თურქეთს, რუსეთს, ბელარუსს, სომხეთს, აზერბაიჯანს, მოლდოვას, უკრაინას, არგენტინას, მექსიკას, ჩინეთსა და ინდოეთს. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here