Home რუბრიკები საზოგადოება ზაზა პაპუაშვილი: მე სიმართლისთვის ვიბრძოდი და ახლა თვითონაც ბევრი კითხვა გამიჩნდა

ზაზა პაპუაშვილი: მე სიმართლისთვის ვიბრძოდი და ახლა თვითონაც ბევრი კითხვა გამიჩნდა

604

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს _ ზაზა პაპუაშვილს პროკურატურის მიმართ კითხვები დაუგროვდა, რადგან ვერც ერთ ყოფილ თანამდებობის პირს დანაშაული ვერ დაუმტკიცდა. დეპუტატი აღნიშნავს, რომ საგამოძიებო უწყება მტკიცებულებებს ვერ აგროვებს, რის გამოც სასამართლო არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს

,,რაც შეეხება იმას, რომ ყოფილ თანამდებობის პირებს, რომლებიც კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავდნენ, პატიმრებს აწამებდნენ, დღეს დანაშაული¬ ვერ უმტკიცდებათ. ეს მართლაც პრობლემაა. მე ხელისუფლების შესაცვლელად და სიმართლისთვის ვიბრძოდი და ახლა თავადაც ბევრი კითხვა გამიჩნდა. რატომ უნდა ესროლონ ხელისუფლებას ლაფი იმის გამო, რომ პროკურატურაში ვიღაც საქმეს სათანადოდ ვერ იძიებს, მტკიცებულებებს ვერ დებს, შემდეგ კი სასამართლო არასწორ გადაწყვეტილებას იღებს?! ამაზე თვალს ვერასდროს დავხუჭავ და ამ ყველაფრის ახსნას ველოდები“, _ განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრისთვის”  მიცემულ ინტერვიუში. 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here