Home რუბრიკები პოლიტიკა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ ხულორდავა დაინიშნა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ ხულორდავა დაინიშნა

976

22 სექტემბერს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა თავისი პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა თანამშრომლებს წარუდგინა და აღნიშნა, რომ თამარ ხულორდავას საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. იგი ბოლო წლებში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა და სისხლის სამართლის სისტემის რეფორმისა და კანონის უზენაესობის სფეროში ევროკავშირის პროექტებს კურატორობდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში თამარ ხულორდავა კურატორობას გაუწევს პრობაციის ეროვნული სააგანეტოს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის, სამედიცინო და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების მუშაობას. გარდა ამისა, მინისტრის პირველი მოადგილე საპარლამენტო მდივანიც იქნება. თამარ ხულორდავა პროფესიით იურისტია. დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. გარდა ამისა, განათლება მიღებული აქვს შვედეთსა და გერმანიაში. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here