Home რუბრიკები საზოგადოება გიორგი ლეონიძე _ ქართული წიგნის ინკვიზიტორის მორიგი მსხვერპლი

გიორგი ლეონიძე _ ქართული წიგნის ინკვიზიტორის მორიგი მსხვერპლი

1158

დილეტანტი თავხედია, მან არ იცის სირთულე თავისი პროფესიისა”.

ლილი იოსელიანი

მას შემდეგ, რაც საბოლოოდ მივივიწყეთ ვახტანგ VI- მიერ დამკვიდრებულისწავლულ კაცთა კომისიისუმაღლესი ზნეობრივი პრინციპები, ჩვენში, სამწუხაროდ, კატასტროფულად დაეცა წიგნის, როგორც პოლიგრაფიული ერთეულის, გამოცემის კულტურა. ამ ტრაგიკულ გარემოებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ერთობ ცუდი ტრადიცია დამკვიდრდა _ საიუბილეო გამოცემებზე, სხვადასხვა სახის კრებულზე, ალბომზე და მისთ. მხოლოდ კარგი უნდა ითქვას და არავითარ შემთხვევაში _ კრიტიკული რამ. საკმარისია, თარიღი იყოს მქუხარე და წიგნიც მაღალმხატვრულ ყდაში შეფუთული, საიუბილეო ღონისძიებათა ორგანიზატორები ენად გაიკრიფებიან, ნახეთ, რა წიგნი გამოვეცითო და . ., მაგრამ, როცა ისე გაბრიყვდები, რომ მართლაცნახავ” (ანუ გადაშლი) წინასწარ ასე ფართოდ რეკლამირებულ გამოცემას, გულზე შემოგეყრება

სწორედ ამ საკითხზე იყო ჩემი ერთი კრიტიკული სტატია (“ვინ უნდა გამოაცხოს პური?”). იგი ორი წლის წინათ გამოქვეყნდა პრესაში (გაზ. საქართველო და მსოფლიო”, 7.XI.2013) და ეხებოდა ქართული წიგნის ნამდვილი ინკვიზიტორის _ ბონდო კობაძის “ახალგამომცხვარ” (ვაი, რომ სხვაგვარად ვერც იტყვი!), 960-გვერდიან (თანაც A4 ფორმატისა და მთლიანად ე. წ. ცარცის ქაღალდიან) კრებულს, რომელიც მიეძღვნა საქართველოს უპირველეს მოჭირნახულეს, აწ უკვე წმინდანად შერაცხილ ექვთიმე თაყაიშვილს.

სტატია ისეთი კრიტიკული იყო ამ საიუბილეო კრებულის უწიგნური სარედაქციო კოლეგიის მიმართ, რომ თაღლითმა ბონდო კობაძემ უმალ იპოვა გამოსავალი და წიგნის რედაქტორი, როგორც განტევების ვაცი, თავიდან მოიშორა (სხვათა შორის, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი), მაგრამ თავისი “ბიზნესკანტორა” რომ არ გაეჩერებინა, მომავალი გამოცემისთვის (“დიმიტრი ყიფიანი _ 200”) ახალი რედაქტორი მოიწვია. თუმცა მას შემდეგ, რაც ამ ახალ საიუბილეო კრებულზეც წამოვიდა ტალღა კრიტიკული სტატიებისა და უმწვავესი სატელევიზიო გადაცემებისა, განტევების ვაცად ისევ რედაქტორი იქცა.

ყოველგვარ ინტელექტს (ანუ ადამიანური აზროვნების უნარსა) და ელემენტარულ ცოდნას მოკლებული ბონდო კობაძე თანამედროვე ტუტრუცანებმა ექვსიოდე წლის წინათ შემოაგდეს არენაზე ფეთიანი ხარივით და პირველივე უბადრუკი (პროფესიული დონის თვალსაზრისით) საიუბილეო კრებულების გამოცემის შემდეგ საპატიო წოდებებით დახუნძლეს (იხ. ჩემი სტატია: “ტუტრუცანებო მთელი ქვეყნისა, შეჩერდით!” გაზ. “ლიტერატურული საქართველო”, 28.XI.2014). არ გაგიკვირდეთ და, ეს უწიგნური არსება, რომელმაც, ყველა ამ “სიკეთესთან” ერთად, არც მოსმენა იცის, არც ქცევა საზოგადოებაში და ა.შ., უკვე არის ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძისა და დავით აღმაშენებლის პრემიების ლაურეატი. ახლა რუსთაველის პრემიაზე იკლავს თავს, უტიფრად აგროვებს საამისო ხელმოწერებს, მთელი დღე დალაყუნებს თბილისის ქუჩებში ნაცოდვილარი წიგნებით, თავი მოაბეზრა ცნობილ ადამიანებს, განსაკუთრებით _ უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს, რუსთაველის პრემიაზე ვარ წარდგენილი და თქვენი ხელმოწერა მაკლიაო და ა. შ., მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა _ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, აღარ არსებობს ასეთი პრემია…

თავის დროზე რომ უყურადღებოდ არ მიგვეტოვებინა ამ ავანტიურისტის “ლიტერატურული დებიუტი” _ უგამომცემლოდ და ურედაქტოროდ გამოქვეყნებული, ვიმეორებ, უგამომცემლოდ და ურედაქტოროდ გამოცემული-მეთქი, 202-გვერდიანი (რა თქმა უნდა, A4 ფორმატისა და, რაღა თქმა უნდა, მთლიანად ცარცის ქაღალდისა) კრებული ტაშისკარი 400 გიორგი სააკაძე”, მაშინ ჩვენს პოლიგრაფიაში ვეღარ იბოგინებდა ეს ავანტიურისტი, რომელიც ნაჯახით (აბა, კალმის გამოყენება მან არ იცის), ერთიანად ჩეხს და გლეჯს ქართულ მეცნიერულ წიგნებსა თუ ცალკეულ მხატვრულ ნაწარმოებებს, მერე მართლაც მოკლე ჭკუით აკოწიწებს ახალ-ახალ ვარიანტებს, ბეჭდავს და ბეჭდავს სქელტანიან გამოცემებს ჩვენს სახელოვან მოღვაწეებზე და დაგვცინის თანამედროვე საზოგადოებას.

სწორედ ასე გამოაცხო მან ხელახლა 2009 წლის გამოცემის (“ტაშისკარი 400 გიორგი სააკაძე”) ახალი, შევსებული ვერსია (“გიორგი სააკაძე _ 440”), რომლის ერთ-ერთ ქვეთავზეც უნდა გავამახვილო მკითხველის ყურადღება. ისე, სულო ცოდვილო, თუ 2009 წელს იყო ტაშისკარისა და . სააკაძის 400 წლისთავი, წლეულს (ანუ, სულ რაღაც 6 წლის შემდეგ) როგორღა გამოდის სააკაძის 440 წელი?! მაგრამ ამაზე, მოდით, შეგნებულად დავხუჭოთ თვალი, ნეტავ, მხოლოდ ასეთ მათემატიკურ გამოთვლებში ცდებოდეს ეს ჩემი ცოდვით სავსე კობაძე!

ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის გამორჩეული ოსტატი, მშობლიური ლიტერატურის კლასიკოსი _ გიორგი ლეონიძე, არა მგონია, წარდგენას საჭიროებდეს თანამედროვე მკითხველი საზოგადოების წინაშე, მაგრამ, როგორც ჩანს, ერთხელაც ხმამაღლა უნდა ითქვას, რომ გიორგი ლეონიძე, ხალხი რომ დღემდე სიყვარულით “გოგლათი” მოიხსენიებს, არა მხოლოდ ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელია ქართული პოეზიისა, არამედ ეროვნული ლიტერატურის უთვალსაჩინოესი ისტორიკოსიც და ამ მხრივაც ფასდაუდებელი სამსახური გაუწია ჩვენს კულტურას. გავიხსენოთ მისი, როგორც მკვლევარის, მეცნიერული ნაშრომები რუსთაველის, სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ალექსანდრე ყაზბეგის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველასა და სხვათა შესახებ. 1944 წელს გიორგი ლეონიძე ხომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრადაც აირჩიეს და ა. შ.

1939 წელს გიორგი ლეონიძემ სათანადო კომენტარებითა და შესანიშნავი გამოკვლევით გამოსცა იოსებ თბილელის “დიდმოურავიანი”, რომელიც პროფესიულ წრეებში მიჩნეულია მეცნიერული სიღრმითა და ფაქიზი პოეტური გემოვნებით შესრულებულ გამოცემად, მაგრამ რად გინდა – ბონდო კობაძეს მაინც არ მოსწონს გიორგი ლეონიძის 64-გვერდიანი გამოკვლევა და იგი დაიყვანა, არც მეტი, არც ნაკლები, 3 გვერდზე, აქაოდა, დანარჩენი 61 გვერდი სულაც არაა საჭიროო… ზუსტად ისეა, მე და ჩემმა ღმერთმა, სვეუბედურ მამას რომ ანუგეშებენ, თქვენი ქალიშვილი, მართალია, გააუპატიურეს, მაგრამ ახლა უფრო სიმპათიურად გამოიყურებაო…

ტექსტის შემოკლება, როგორ არა, შეიძლება, მაგრამ ამას აქვს თავისი წესი – იმთავითვე უნდა ითქვას რიდითა და კრძალვით და შემდეგ შესრულდეს პროფესიულ დონეზე…

დედნისეული ტფილელი რომ უკომენტაროდ თბილელადაქცია, ნურც ამას გამოვეკიდებით _ სკოლაში ნამყოფს ეგ არ ჰგავს და, მით უმეტეს _ უმაღლესდამთავრებულს და ვის ესწავლებინა, რომ ნიშნავს რაიმე ტექსტიდან სიტყვასიტყვით გადმოტანილ ფრაზას, წინადადებას და ა. შ. მრჩევლები? როგორ არა, ჰყავს, მაგრამ ესღა აკლია, ვინმეს დაუჯეროს!

არც დედნისეულ ე. წ. ხაზგასმას, ანუ ყურადღების გამახვილების საშუალებას, უწევს ანგარიშს – გიორგი ლეონიძეს მეხუთე სტრიქონშივე მოჰყავს ისტორიკოს პლატონ იოსელიანის ციტატა, რომელშიც მკითხველის ყურადღებას ამახვილებს ავტორისეულ სიტყვებზე _ “ქებულ არს მრავალთაგან”, ასევე ხაზგასმით გამოჰყოფს ისტორიკოსის გვარსა და ინიციალსაც _ . ”. ბონდო კობაძე, ცხადია, აზრზე არ არის, რას ნიშნავს ყოველივე ეს, რატომაა ასოები ერთმანეთს დაშორებული, ეს ხომ ზედმეტ ფართობს იკავებსო. არც იმაში ეთანხმება გიორგი ლეონიძეს, ამ ცნობილი ისტორიკოსის სახელი რატომ უნდა იყოსო შემოკლებული (“პლ.”) და მთლიანად გვთავაზობს…

ამასაც გაუძლებდა კაცი, მაგრამ მეორე აბზაცის მეხუთე სტრიქონი რომ უცებ გადაამონტაჟა მეხუთე გვერდის მეშვიდე აბზაცზე (ანუ ისე გამოტოვა ავტორისეული 86 სტრიქონი, თავის სქოლიოებიანად, რომ ერთი ტრადიციული მრავალწერტილიც (…) არ გაიმეტა, მივხვდი, თუ როგორ აღიზიანებს გიორგი ლეონიძის უხვსიტყვიანობა, ამიტომაც ამ გვერდიდან მხოლოდ 5 სტრიქონი იკმარა, იქვე, ამ ხუთსტრიქონიან მონაკვეთში, პუნქტუაციაც დაუწუნა _ ორი წერტილი (:) კი არა, წერტილმძიმე (;) უნდა აქო, არც სიტყვასაუკუნეუნდა შეგემოკლებინაო და ჩაუსწორა კიდეც

როგორც ჩანს, ლეონიძის ტექსტის ასეთმა ნიუანსებმა ისე მოაბეზრა თავი ბონდო კობაძეს, რომ ადგა და (ხომ არ დაგავიწყდა, ძვირფასო მკითხველო, რომელ გვერდზე ვართ?!), დიახ, დიახ, მეექვსე გვერდიდან, ახტა, გადაევლო მთებსა და ველებს, და 30-ე გვერდზე დახტა (ა, როგორია 25-გვერდიანი ნახტომი, არ არის მსოფლიო რეკორდი?!), მაგრამ წინა გვერდი ვერ გადამონტაჟდა ბუნებრივი თანმიმდევრობით და საჭირო გახდა კინემატოგრაფიული პრაქტიკის გამოყენება _ როცა ორი სხვადასხვა ფირი ერთმანეთს ისე ვერ გადაეწებება, რომ ფაზები არ აირიოს და ე. წ. ნახტომები არ გაჩნდეს (ეს ტექნიკურ წუნად ითვლება), საჭიროა მეორე, ანუ მომდევნო ფირის თავის წაჭრა (ისეც შეიძლება, რომ პირველს წააჭრა ბოლო კადრი) და რაიმე ახალი გამოსახულების (კინოში ამას “ფოთოლს” ვეძახით) შემოტანა, რომ მაყურებლის თვალი წამით, დიახ, დიახ, მხოლოდ წამით, სხვა გამოსახულებაზე გადავიდეს და შემდეგ ყველაფერი ბუნებრივი გზით წავა, ანუ აღარ მოგეჩვენებათ, რომ ფაზები აირია. ეს კინემატოგრაფიული მონტაჟის ანბანია და, აი, 25 გვერდის შემდეგ სტრიქონის სტრიქონზე გადასაბმელად გიორგი ლეონიძის ფრაზა “… საიდანაც ირკვევა” კობაძემ, ვითარცა ჯადოსნურმა მემონტაჟემ, ახალი ფრაზით (“როგორც ირკვევა”) შეცვალა, რაც მთავარია, ეს ახალი ფრაზა სათავეში ჩაუყენა აბზაცს და, ჰაიდა, წავიდა და წავიდა, როგორც იტყვიან…

კობაძის თვალს რა გამოეპარება და ერთგან ისიც არ მოეწონა, რომ გიორგი ლეონიძის ტექსტში “დიდმოურავიანი” (გვ. XXXI, მეხუთე აბზაცი) მოხსენიებულია, როგორც “ჩვენი პოემა” (“ჩვენი პოემა დაწერილია არჩილის ცნობილი თხზულების შემდეგ”)… რა ფამილიარობააო! _ შესძახა ბონდო კობაძემ და ჩაუსწორა: პოემადიდმოურავიანიდაწერილია არჩილის ცნობილი თხზულების შემდეგ” (გვ. 269, ბოლოს წინა აბზაცი).

ამავე გვერდზე კიდევ ერთხელ უწუნებს პუნქტუაციას, ციტირების წინ ორი წერტილი (:) კი არ უნდაო, არამედ წერტილ-მძიმე (;) და ასწორებს კიდეც (“ასევეა ნათქვამი პოემის ეპილოგში”;) და მხოლოდ ამის შემდეგ მოჰყავს ციტატა პოემიდან, ოღონდ ეს ციტატა, როგორც საჭიროა, არც ბრჭყალებით იწყება და არც ლექსად (ანუ შესაფერისი, განსხვავებული შრიფტით) არის გადმოტანილი.

ახლა თვით იოსებ თბილელსაც ხომ უნდა მიხედოს და ასკვნის, რომ პოემის ავტორს არასწორად აქვს გამოყენებული სიტყვა ვიქმენ, უნდა იყოსო “ვქმენ. ნამდვილად მიკვირს, ასე უგზოუკვლოდ განსწავლული როგორაა ეს შეჩვენებული?! გიორგი ლეონიძეს რომ უსწორებს, “გასაგებია”, მაინც ჩვენი თანამედროვე იყო, მაგრამ მე-17 საუკუნის პოეტს რომ უწუნებს ლექსიკას, აი, ესაა, მართლაც, საოცარი.

ისე, მაინც გიორგი ლეონიძეს უფრო უტევს, _ ეს ე. წ. ჩართული წინადადება რა საჭიროა, რაღას იმეორებო. კერძოდ, ერთგან გიორგი ლეონიძე წერს, “დიდმოურავიანის” მიზანია, როგორც ზემოთ ვთქვით, პოპულარიზაცია გიორგი სააკაძის გმირობისაო (გვ. XXXIV, ბოლოდან მე-4 აბზაცი). ეს ლეონიძისეული ფრაზა (“როგორც ზემოთ ითქვა”), კობაძემ ზედმეტად მიიჩნია და თავის ვარიანტში საერთოდ ამოაგდო (“დიდმოურავიანისმიზანია პოპულარიზაცია გიორგი სააკაძის გმირობისა”). ამასთანავე, ერთი სიტყვაც ჩაუსწორა გიორგი ლეონიძეს, რომელსაცახდენისგაგებით უწერია სიტყვაახდა” (“ახდა მისგან მოღალატური ბრალდებისა”), აქახდაკი არაახლაუნდა იყოსო. ვინ შეეკამათებოდა?!

უფრო “ტაქტიანი” რომ გამოჩნდეს, კობაძე თავისი ჭკუით “აბალანსებს” სიტუაციას და მორიგეობით ტუქსავს პოეტსაც (იოსებ თბილელს) და მკვლევარსაც (გიორგი ლეონიძეს). ამჯერად, როგორც ჩანს, ისევ პოეტის (ი. თბილელის) ჯერი დადგა და შენიშნავს, სიტყვაში “დაგულვა” (ანუ “დაკეტვა”, “დახურვა”) წინა ორი ასო ჩვეულებრივი კავშირი “და” არისო და ამიტომაც ასე უსწორებს პოეტს:

“არც ის ვარგა, არავინა თქვას კარგის კაცის გარჯილობა, გოდოლშიგან დაფარულსა, და გულვას (ხაზი ჩემია – გ. დ.) სჯობს გახსნილობა!” (გვ. 271, აბზ. 5)

სხვათა შორის, თუნდაც მძიმისთვის რომ მიექცია ყურადღება, ცხადი გახდებოდა, რომ კავშირი “და” აქ სრულიად ზედმეტია.

აქვე, ამას გარდა, კიდევ ერთ სიტყვას უწუნებს პოეტს _”ჩემგან ქნილი” არ ვარგა, “ჩემგან ქმნილი” უნდა იყოსო.

ბარემ ისიც მივანიშნოთ, რომ აქვე კატეგორიულად უარყოფს კობაძე ავტორისეულ (ი. თბილელი იგულისხმება) ხაზგასმას, როცა ეს უკანასკნელი გამოყოფს სიტყვას _ “ავი” (“ავი შარად განუტევეთ”) და თავის ვარიანტში მთელი ეს სტრიქონი ჩვეულებრივ აუწყვია. იგივე ითქმის უკანასკნელ სტრიქონზე პოემიდან, მაშინ, როცა იოსებ თბილელი მთელ სტრიქონს ხაზგასმით წარმოგვიდგენს:

“რა მოიშალა, ვინ იცის, რა წყობა, რა გარიგება?”

ახლა ორი მაგალითიც, თუ წინადადებების აგებას როგორ ურჩევს გიორგი ლეონიძეს და დროა, დავამთავრო.

. ლეონიძე: “ფხიზელი თვალით და პოეტური გულით იოსებ ტფილელმა განჭვრიტა თავისი საუკუნე” (გვ. XXXV, მე-7 აბზ.).

ბ. კობაძე: “იოსებ თბილელმა ფხიზელი თვალით და პოეტური გულით განჭვრიტა თავისი საუკუნე” (გვ. 271, მე-8 აბზ.).

როგორც ხედავთ, მხოლოდ სტილს “უწუნებს” გ. ლეონიძეს, თორემ აზრი სწორიაო _ კიდევ კაი!

ბარემ ერთი მაგალითიც, რა “დაუნდობელია” ბ. კობაძე გ. ლეონიძის მიმართ:

გ. ლეონიძე: პოეტი თავის მიზანსდიდმოურავიანშიდიდი გულწრფელობით და პოეტური დამაჯერებლობით ასრულებს” (გვ. XXXV, მე-6 აბზ.).

ბ. კობაძე: “იოსებ თბილელი თავის მიზანს “დიდმოურავიანში” დიდი გულწრფელობითა და პოეტური დამაჯერებლობით ასრულებს” (გვ. 276, ბოლო აბზაცი).

ახლა, ყოველივე ამის დამაგვირგვინებელი აკორდი _ როგორ არის მითითებული, თუ სად, რომელ გამოცემაში დაიბეჭდა გიორგი ლეონიძის ეს ვითომ შესავალი წერილი. ბონდო კობაძე თავისი ვარიანტის ბოლოში მიუთითებს:

გიორგი ლეონიძე

იოსებ ტფილელი

დიდმოურავიანი

გიორგი ლეონიძის რედაქციით

სახელგამი, 1939 “.

ე. ი. გამოდის, რომ გ. ლეონიძე და ი. ტფილელი თანაავტორები ყოფილან “დიდმოურავიანისა”! _ ოო, აი, ამაში, მართლაც, “ეკუთვნის” ბ. კობაძეს კიდევ ერთი ახალი პრემია, თორემ დიდი ხანია, არაფერი მიუღია.

აბა, ჰე, ტუტრუცანებო მთელი ქვეყნისა, შეერთდით და ამ თქვენს ფავორიტს მეოთხე პრემიაც მიანიჭეთ! მაგრამ რომელი დარჩა? რუსთაველის აღარ არსებობს, როგორც მივუთითე. ასე რომ, თვით ბ. კობაძის სახელობის პრემია დააწესონ და პირველივე სწორედ მას მიანიჭონ. აი, ერთადერთი გამოსავალი.

 მკითხველი, ცხადია, გაოცებული დარჩება და იკითხავს, ყველაფერზე რომ ბონდო კობაძეს სთხოვთ პასუხს, ბოლოს და ბოლოს, იგი, როგორც იმთავითვე მითითებულია, მხოლოდ პროექტის ავტორი და წიგნის შემდგენელია და სხვები რას აკეთებდნენო? ცხადია, გამოცემას რედაქტორიც ჰყავს, თანაც სამი(!), მხატვარიც (ორი), კორექტორიც (ორი), ოპერატორიც და ა.შ., მაგრამ საქმე ისაა, რომ ისინი მხოლოდ ფორმალურად აწერია გამოცემას _ ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს, თვით ბონდო კობაძე აკეთებს და ეტყობა კიდეც.

პროფ. გოგი დოლიძე,

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის

მთავარი სამეცნიერო კონსულტანტი.

P.S. ეს წერილი .. 21 აგვისტოს გადავუგზავნე ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორს, ქალბატონ ირმა რატიანს, რომელიც შემპირდა, ხვალვე (.. 30 აგვისტოს) გიპასუხებთო, მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე არ დაურეკავს. მიკვირს, ნუთუ ეს საკითხი არ უნდა აღელვებდეს იმ უწყების ხელმძღვანელს, რომლის უპირველესი მოვალეობაა ზრუნვა ქართულ ლიტერატურაზე, სხვა თუ არაფერი, გიორგი ლეონიძე ხომ მრავალი წელი (1954-66) სწორედ ამ ინსტიტუტის დირექტორი გახლდათ?!

* სერიიდან _ “ქართული წიგნი ჩიოდა…”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here