Home რუბრიკები ისტორია ატომური პილოტი

ატომური პილოტი

1033

აშშმა ატომური ომის დოქტრინა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე შეიმუშავა, რომელიც აისახა აშშისა და ნატოს ოფიციალურ სტრატეგიულ კონცეფციებში და ითვალისწინებდა ატომური იარაღით შეტევას მოწინააღმდეგეზე.

სსრკისა და მოგვიანებით სხვა სახელმწიფოების მიერ ატომური ბომბის შექმნის შემდეგ კი ცხადი გახდა, რომ ატომური იარაღის გამოყენება საპასუხო დარტყმას გამოიწვევდა და კატასტროფის წინაშე დააყენებდა დედამიწას, გაანადგურებდა კაცობრიობას.

ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც თავს დემოკრატიის შუქურად მიიჩნევს, სინამდვილეში სხვა ქვეყნებში დემოკრატიის გავრცელების საბაბით ინტერვენციებს ახორციელებს და ცდილობს, მსოფლიოზე იბატონოს, ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც ატომური იარაღი გამოიყენა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

აშშმა 70 წლის წინათ, 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს, როცა იაპონია უკვე თითქმის დამარცხებული იყო, ატომური ბომბები ჩამოყარა იაპონიის ქალაქებში _ ჰიროსიმასა და ნაგასაკიში. შედეგად აფეთქების ეპიცენტრთან ახლოს მყოფი ადამიანები მყისვე დაიღუპნენ _ მათი სხეულები ნახშირად იქცა, რადიაციულმა გამოსხივებამ მხოლოდ ადამიანების სილუეტები დატოვა შენობების კედლებზე. აფეთქების ტალღამ ეპიცენტრის გარშემო ყველა შენობა გაანადგურა. აფეთქების მომენტში დაიღუპა 80 ათასი ადამიანი, 1945 წლის ბოლოს რადიოაქტიური დასხივების ზემოქმედების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა 166 ათასამდე გაიზარდა.

სულ კი, 2013 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, ატომური ბომბების ჩამოგდების შედეგად 450 ათასი ადამიანი დაიღუპა: 286,8 ათასი _ ჰიროსიმაში და 162 ათასი _ ნაგასაკიში.

სწორედ ამ საშინელ ტრაგედიაზე, ამერიკელთა მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე მოგვითხრობს რუსი ჟურნალისტის, იური ანოხინის, წიგნიატომური პილოტი”, რომელსაცსაქართველო და მსოფლიოგთავაზობთ.

 წიგნში მოთხრობილია ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციის მაიორ კლოდ იზერლის _ ჰიროსიმისა და ნაგასაკის ბარბაროსული ატომური დაბომბვის ერთერთი მონაწილის _ ტრაგიკული ბედის შესახებ.

კლოდ იზერლის ისტორია არა მხოლოდ ადამიანური ტრაგედიაა, იგი მოწოდებაა კეთილი ნების ყველა ადამიანისადმი, გააკეთონ ყველაფერი, რაც მათზეა დამოკიდებული, ბირთვული საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მასობრივი მოსპობის საშუალებებით გამალებული შეიარაღების შესაჩერებლად.

წინათქმა

კლოდ იზერლი… თანამედროვე ამერიკაში ვინ არ იცის ეს სახელი? ეს კლოდ იზერლი მართავდა თვითმფრინავ “სთრეით ფლეშს”, რომელმაც მიმართა ხიროსიმასა და ნაგასაკიზე ატომური ბომბებით დატვირთული ბომდამშენი B-29 _ “ენოლა გეი”.

ორშაბათამდე, 1945 წლის 6 აგვისტომდე, კლოდ იზერლის ცხოვრებას სენსაციურს ვერ უწოდებდით. მეორე მსოფლიო ომში ამერიკის შეერთებული შტატების ჩაბმამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე იზერლი სწავლობდა სანტა ანას პრივილეგიურ სამხედრო სასწავლებელში. მალე იგი დაქორწინდა მსახიობ კონჩეტა მარგეტიზე (მოთხრობაში იგი აირინის სახელითაა გამოყვანილი).

თითქოს ყველაფერი ბედნიერად ეწყობოდა!

არა?

კლოდ იზერლი, რომელიც, ჟურნალნიუსუიკისსიტყვებით, სავსებით შეეფერებოდა არმიის სარეკლამო პლაკატებს (მაღალი ტეხასელი, ხუჭუჭა თმითა და მზით გარუჯული კანით, მხიარული და უდარდელი _ დედამიწაზე, დინჯი _ ჰაერში)… სწორედ ეს კლოდ იზერლი შეშლილად გამოაცხადეს.

იმის გასაგებად, თუ როგორ მოხდა ეს, ისტორიას მივმართოთ.

1945 წლის 6 აგვისტოს თვითმფრინავების _ “ენოლა გეისადასთრეით ფლეშისეკიპაჟები შეუდგნენ ოპერაციასეტებორდის” _ “გამოსაწევი კილისშესრულებას. დილის 9 საათსა, 16 წუთსა და 15 წამზეენოლა გეიმჰიროსიმის თავზე ჩამოაგდო კაცობრიობის ისტორიაში პირველი ურანის ბომბი.

ასე აღსრულდა თანამედროვე ტრაგედიათაგან უდიდესი!

მასში მონაწილეობდნენ თითქმის 200 000 იაპონელი და 11 ამერიკელი. მათგან ერთ-ერთია ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციის მაიორი კლოდ რობერტ იზერლი.

ამერიკელმა იმპერიალისტებმა იაპონიაში ატომური ბომბები იმიტომ კი არ ჩამოყარეს, ომისთვის მოეღოთ ბოლო, არამედ იმისთვის, რომ პირველი ნაბიჯი გადაედგათ ახალი მსოფლიო ომისკენ. ამ ბარბაროსულ ატომურ დაბომბვას ეროვნული გმირობა უწოდეს, ხოლო მისი შემსრულებლები ეროვნულ გმირებად გამოაცხადეს.

კლოდ იზერლის მიეფერნენ, უმაღლესი ორდენებით, მათ შორის “საფრენოსნო დამსახურების ჯვრით” (პილოტებისათვის ყველაზე დიდი ჯილდოთი) დააჯილდოვეს.

მაგრამდაიწყო თანამედროვე ამერიკის ოლიგარქიისთვის სრულიად გაუგებარი რამ: კლოდ იზერლი აჯანყდა. მან განაცხადა, რომ ჰიროსიმასა და ნაგასაკიზე თავდასხმაბარბაროსობის მწვერვალსწარმოადგენდა, რომ ატომური ბომბი აუცილებლად უნდა აიკრძალოს, რომ ხიროსიმის საშინელება გაფრთხილება უნდა იყოს მათთვის, ვინც ისევ აპირებს ომის სახიფათო გზას დაადგეს.

შეეცადნენ კლოდ იზერლის “მორჯულებას”, მაგრამ იგი არ ნებდებოდა; მოითხოვდა, მისი “საქმე” სასამართლოს განეხილა. უარი უთხრეს. ამერიკის შეერთებული შტატების მმართველი წრეები ისწრაფვოდნენ, არ მოეცილებინათ კლოდ იზერლისთვის “გმირის” შარავანდედი, რადგანაც ეს ჰიროსიმისა და ნაგასაკის დანაშაულად აღიარებას ნიშნავდა.

იზერლიმ ამერიკის მხედრიონთან ბრძოლის თავისი გზა აირჩია. იგი მძარცველობას იწყებს დაუტენავი პისტოლეტით იმ იმედით, რომ მოკლავენ. ჯიბეში კი წერილი უდევს, რომელშიც ამხელს ატომურ ომში დამნაშავეებს. იზერლი წერდა: მე გადავწყვიტე, გავანადგურო გმირის ხატება. ეს ხატება სჭირდება საზოგადოებისნაღებს”, რათა უფრო მყარად იგრძნონ თავი. მათ არ ცნეს ჩემი დანაშაული, რადგანაც მაშინ მათ მოუხდებოდათ თავიანთი, უფრო მძიმე დანაშაულის აღიარება”. მაგრამ მას “ბედი სწყალობს”, არ კლავენ. უფრო მეტიც, დაპატიმრებული სამჯერ გადაურჩა სასამართლოს ჰიუსტონში, ნიუ-ორლეანსა და ბომონტში. ბოლოს, უეიკოს (ტეხასის შტატი) საოლქო სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ომის ვეტერანებისთვის განკუთვნილ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, მე-10, “უწესო (წაიკითხე: მძვინვარე) საქციელის” ავადმყოფებისათვის განკუთვნილ განყოფილებაში, კლოდ იზერლიმ რამდენიმე წელი გაატარა. იაპონიის მშვიდობის დაცვის ერთ-ერთი კომიტეტისადმი ექიმებისგან მალულად გაგზავნილ წერილში იგი წერდა: რისთვის ვიომოთ? ომი საშინელია და არაადამიანურიასე მგონია, ჰიროსიმის ნაცარქვეშ დამარხულები ქვითინით ითხოვენ მშვიდობას. იმედი მაქვს, ადამიანები საერთო ძალით უკეთეს მსოფლიოს ააშენებენ”.

იზერლის საქმესდიდი საზოგადოებრივი რეზონანსი ჰქონდა. პროგრესული ორგანიზაციების ზეგავლენით სასამართლო ხელისუფლებმა გადასინჯეს თავიანთი გადაწყვეტილება და იზერლიპირობითგაათავისუფლეს საავადმყოფოდან.

მაგრამ იგი ცოტა ხანს იყო თავისუფალი.

ახალი სასამართლო და ახალი “იზოლაცია”…

…წლების წინათ ჰიროსიმისა და ნაგასაკის ხსოვნის დღეებში ამერიკული გაზეთი “ვაშინგტონ პოსტი” წერდა: გადაწყვეტდა თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რეიგანი იაპონიის ქალაქების ატომურ დაბომბვას, 1945 წლის აგვისტოში, ტრუმენი კი არა, ის რომ ყოფილიყო პრეზიდენტი?

ამ მოთხრობას, რომლის მოქმედება გასული საუკუნის 60-იანი წლების ამერიკაში ხდება, კლოდ იზერლის ისტორია დაედო საფუძვლად. ეს არ არის მხოლოდ პირველი “ატომური პილოტის” ტრაგედია, მხოლოდ იმ ადამიანის ტრაგედია, რომელიც იმპერიალიზმის სამხედრო მანქანასთან თანამშრომლობამ გასრისა. ესაა აქტუალური მოწოდება ყველა პატიოსანი ადამიანისადმი _ გააკეთონ ყველაფერი, რაც მათზეა დამოკიდებული, რათა ააცილონ მსოფლიოს ბირთვული საფრთხე, შეაჩერონ ვაშინგტონის მიერ გაჩაღებული მასობრივი განადგურების საშუალებებით გამალებული შეიარაღება.

ნაწილი I

ყოველთა, რომელთა აღიღონ მახვილი

და შიშის ზარი, იმ ვაებით გამოწვეული,

გამაოგნები და დიადი იყო იმდენად,

რომ მიწიერი წარმოსახვაც, მრავალს ჩვეული,

ვერ ჩახვდა მის არსს, ვეღარ შეძლო თვით წარმოდგენაც”.

ჰერმან ეიჯედორნი

ბომბი, რომელიც დაეცა ამერიკას

I

1945 წლის 16 ივლისი. ალამაგორდის ავიაბაზა ალბუკერკეს სამხრეთ-აღმოსავლეთით 120 მილის დაშორებით მდებარეობს.

დილის 5 საათია.

ჩრდილოეთის ქარი თითქმის დედამიწაზე გაკრულ ფთილა ღრუბლებს ერეკება. კოკისპირული წვიმა მთელი ძალით სცემს სახეებში, ზურგებზე, გენერალთა ქუდებზე. მის მიღმა იკარგება ბადისებრი ფოლადის კოშკის სილუეტი. ელვის ზიგზაგები ისეთი კაშკაშაა, რომ მის გვერდით მზეც კი უფერულდება. ჯერ არ გაჩენილა ელვაზე უფრო კაშკაშა სინათლე, მაგრამ მისი დაბადების წუთი ახლოვდება.

ახალშობილი უკვე მონათლეს. მას “ფეტმენი” _ “ბღენძი” უწოდეს. თუ რას ნიშნავს ეს, მხოლოდ მან იცის, ვინც ამ საქმეში უფრო გათვითცნობიერებულია, დანარჩენები კი “ნაკეთობას” ეძახიან.

რეპროდუქტორები ხმამაღალი მუსიკისგან თრთიან. მთელი ხმით ისმის ფოქსტროტები _ ყველაზე მოდურები, ყველაზე მხიარულები.

მაგრამ არავინ მხიარულობს.

ქუდები წვიმისგან სველდება. ანთებულსიგარეტიანი ხელები ნერვულად კანკალებენ. იქვე, ახლოს, ორ ნაბიჯზე, საიმედო თავშესაფარია, სადაც შეიძლება წვიმისაგან თავის დაცვა, მაგრამ არავინ მიდის, იქით არავინ იყურება. წახვიდე _ ნიშნავს აღიარო სიმხდალე, მათ კი ახლა სჭირდებათ, დაუმტკიცონ ყველას, პირველ რიგში _ საკუთარ თავს, რომ არაფრის ეშინიათ.

“ხუთი საათი და ათი წუთია”, _ დაძაბული ხმით გამოაცხადა რეპროდუქტორში დოქტორმა ალისონმა ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან, _ “დარჩა ოცი წუთი”.

გორაკზე მდგარ, კოკისპირული წვიმისგან დასველებულ ადამიანებს შურთ დოქტორ საული კ. ალისონის სიმშვიდისა. თვითონ ისე არიან განერვიულებულნი, რომ ვერ ამჩნევენ, როგორ უწყდება ალისონს ხმა ფრაზის ბოლოს. უფრო გვიან ისინი გაიხსენებენ ამას და სულგრძელად მიაკუთვნებენ კოლეგის შიშს ისტორიული ფაქტების რიცხვს.

მაგრამ ეს შემდეგ იქნება. ჯერჯერობით კი ვერაფერს ამჩნევენ. ფიქრობენ. თითოეულ მათგანს ჰგონია, მათმა ფიქრებმა დროს გაუსწრო და ხვალინდელი დღე ნათელია. ნათელია კი?

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here