Home რუბრიკები პოლიტიკა “დამოუკიდებელ” და “სუვერენულ” საქართველოს პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ელჩები უწყვეტენ, ვისი ძეგლი დაიდგას...

“დამოუკიდებელ” და “სუვერენულ” საქართველოს პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ელჩები უწყვეტენ, ვისი ძეგლი დაიდგას და ვისი _ არა

647

2015 წლის 10 სექტემბერს გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” რედაქციაში რამდენიმე ორგანიზაციიდან დარეკეს, შეგვატყობინეს, _ გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში დიდი ბელადის ძეგლი უნდა დავაბრუნოთო. 

ორგანიზაციების წევრები ჟურნალისტების დასწრებას ითხოვდნენ. თბილისიდან 10 სექტემბერს, დილის 7 საათზე უნდა გავსულიყავით…  ფაშიზმზე გამარჯვების შემოქმედის _ იოსებ სტალინის ძეგლი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ 2010 წლის 24 ივნისს, შუაღამისას, მალულად აიღო, თავის ძველ ადგილას კვლავ ვერ დადგა გორის მოსახლეობამ თბილისიდან ჩასულ მრავალრიცხოვან გულშემატკივართან ერთად _ ძეგლის ადგილსამყოფელთან საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული და ძეგლის გამოტანა ვერ მოხერხდა. ხალხმა დაპირისპირებისგან თავი შეიკავა და ქალაქ გორის ხელისუფლებას დაემორჩილა. ხელისუფლებამ საკითხის ხელახლა განსახილველად დრო 2 ოქტომბრამდე ითხოვაარჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილი გორელებს დაჰპირდა, რომ სტალინის ძეგლს კუთვნილ ადგილას დააბრუნებდა და მას გორელებმა დიდი ნდობაც გამოუცხადეს, მაგრამ ძეგლი აქამდე არ დაუდგამთ. როგორც გორის საკრებულოს წევრმა ზურაბ როსებაშვილმა რამდენიმე თვის წინათ განაცხადა, არც დაიდგმება: “სტალიანის ძეგლის დადგმა არ მოხდება. ის, რასაცსტალინელებსეუბნებიან, ტყუილი და დროის გაჭიანურებაა. ძეგლს ამ ხელისუფლების პირობებში არავინ დადგამს”.

ზურაბ როსებაშვილს ამჯერადაც დავუკავშირდით. აი, რა გვითხრა მან:

_ გახსოვთ, რამდენიმე თვის წინათ რა გითხარით? _ სტალინის ძეგლი არ დაიდგმება! არც გორისა და არც ცენტრალურ ხელისუფლებას ამის ძალა არ შესწევს, ისინი ვერასოდეს ეტყვიან უარს იმ ქვეყნების ელჩებს, რომლებიც დიდი ბელადის ძეგლის დადგმის წინააღმდეგნი არიან. “დამოუკიდებელდასუვერენულსაქართველოს პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ელჩები უწყვეტენ, ვისი ძეგლი დაიდგას და ვისი _ არა. როდესაც სამუშაო ვიზიტით საზღვარგარეთ მიწევს წასვლა, როცა უცხოელები შეიტყობენ, გორელი ვარ, პირველი შეკითხვა არის _ რატომ არ დგამთ სტალინის ძეგლს? მე კი პასუხი არ მაქვს, არ ვიცი…

10 სექტემბერს ამდენი ხალხი რომ დავინახე გორის ცენტრში შეკრებილი, მერე გაწბილებული და უკან გამობრუნებული, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ვუთხარი, _ არაკაცები ხართ-მეთქი!

ჩვენ, ასევე, დავუკავშირდითსტალინის იდეურ მემკვიდრეთასაზოგადოების ერთერთ წევრს, ძეგლის დადგმის ერთერთ ინიციატორს _ ალექსანდრე ლურსმანაშვილს:

_ ძალიან ცუდი და სამწუხარო ამბავი მოხდა, სტალინის ძეგლის დადგმა კვლავ ვერ მოხერხდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავისი განკარგულება კიდევ ერთხელ უარყო, ვალდებულება არ შეასრულა. მოგეხსენებათ, რომ 2010 წელსაც და შემდეგ უკვე 2013 წელს გორის მუნიციპალიტეტმა მიიღო დადგენილება, რომ სტალიანის ძეგლი მისივე სახლ-მუზეუმის ეზოში დადგმულიყო.

10 სექტემბერს დიდძალი ხალხი შეიკრიბა  გორში სტალინის სახლ-მუზეუმთან, მაგრამ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლება, ადგილობრივი ხელისუფლების ბრძანებით, ძეგლისთვის ხელის ხლების უფლება არ მოგვცეს.

_ რატომ გეგონათ, რომ დაგადგმევინებდნენ?

_ იმიტომ, რომ რეგულარულად მოვითხოვთ და ხელისუფლებაც  გვპირდებოდა. მის მიერ გამოტანილმა დადგენილებამ გაგვათამამა. ხალხი სტალინის ძეგლის დადგმას, სამ წელზე მეტია, ელოდება, მას შემდეგ, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა. ბოლო დაპირებით, ძეგლი 2015 წლის 24 ივნისს უნდა დადგმულიყო, სწორედ იმ დღეს, როდესაც აიღეს. ჩვენ არ შევეგუებით გორში სტალინის არ არსებობას. ეს მთელი საქართველოსი და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მცხოვრებთა მოთხოვნაა.

ჩვენ, გორელები კანონმორჩილი ხალხი ვართ, უკანონოს არაფერს ჩავიდენთ. უფრო მეტიც, ხელისუფლებას მათ მიერვე მიღებული დადგენილების აღსრულებაში ვეხმარებოდით. ადგილობრივ ბიუჯეტში თანხა საკმარისი რომ არ იყო სტალინის ძეგლის დასადგმელად, კვარცხლბეკისთვის ფული მოსახლეობაში ავაგროვეთ.

10 სექტემბერსაც ხელისუფლებას დავემორჩილეთ და კონფლიქტი არ მოხდა, მაგრამ შემდეგ ყველა დოკუმენტით ხელში ქალაქის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ვესტუმრეთ. მათ განაცხადეს, რომ სტალინის ძეგლის დადგმის წინააღმდეგი არავინ არის. მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა განგვიცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს მიუღია კანონი თვითმმართველობების შესახებ, მასში წერია, რომ ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ყველა დადგენილება, რომელიც მიღებულია, უქმდება. ამ კანონს გავეცანით და აღმოვაჩინეთ, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში წერია: ყველა განკარგულება, რომლებიც ხელახლა მიიღება, წინა განკარგულებას აბათილებს, ანუ ამ შემთხვევაშიც მართალნი ვართ _ 2013 წლის განკარგულება, რომ სტალინის ძეგლი მისივე სახლ-მუზეუმის ეზოში დაიდგას, ხელახლა არ განხილულა, ახალი ამ საკითხზე არაფერია… ადგილობრივ ხელისუფლებას ერთი პირობით დავშორდით _ მათ ვალდებულება აიღეს, რომ 2 ოქტომბერს საკრებულო ხელახლა იმსჯელებს ძეგლის დადგმაზე. საკითხის განხილვის ინიციატორი ქალაქის მერია იქნება. ახლა 2 ოქტომბერს ველოდებით.

_ ბატონო ალექსანდრე, საკრებულოს წევრები ამბობენ, რომ, ვიდრე ეს ხელისუფლება იქნება, ძეგლი არ დაიდგმება.

_ დიახ, ეს ჩვენც ვიცით, მაგრამ მაინც არ დავთმობთ, სტალინის ძეგლს დავდგამთ.

დიდხანს არ გვინდოდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ხომ იცით, ჭირი თავს არ დამალავს. სტალინის ძეგლის დადგმის წინააღმდეგი ბალტიისპირეთის ქვეყნებისა პოლონეთის ელჩები არიანზუსტად ვიცი, რომ სტალინის ძეგლისთვის კვარცხლბეკი რომ დავდგით, პოლონეთის ელჩმა ადგილობრივ ხელისუფლებას დაურეკა და უთხრა, კვარცხლბეკის მოსანგრევ ფულს მე გადავიხდი, ოღონდ ძეგლი არ დაიდგასო. წინააღმდეგობას ქართველი პარლამენტარებიც გვიწევენ. მაგალითად, ძმები ბერძენიშვილები ამბობენ, სტალინის ძეგლი არ უნდა დაიდგასო. ამას წინათ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმაც იგივე განაცხადა. საკრებულოს წევრი ზურაბ როსებაშვილის ნათქვამი, სამწუხაროდ,  მართლდება.

2010 წლიდან ვიბრძვით დიდი ქართველის, დიდი ბელადის _ სტალინის ძეგლის ძველ ადგილას დასაბრუნებლად, სააკაშვილის რეჟიმსაც არ ვეპუებოდით, არ გვეშინოდა, ამიტომ არ დავთმობთ. მადლობა უფალს, რომ დღეს თავისუფლად საუბარი მაინც შეგვიძლია, მართალია, ჩვენი არავის ესმის, მაგრამ მაინც…

პრემიერი ღარიბაშვილი ქართული სულისკვეთების მგონია და ვფიქრობ, გულის სიღრმეში უნდა ძეგლის დადგმა. არ მეგულება საქართველოში ადამიანი, რომელსაც სამშობლო და წარსული არაფრად უღირს და სტალინი ძეგლის დადგმის წინააღმდეგი იყოს.

იოსებ სტალინი მსოფლიოსთვის პატივსაცემი გმირია. რომ ნახოთ, რამდენი ტურისტი ჩამოდის ამ პატარა ქალაქში იმისთვის, რომ ბელადის სახლმუზეუმში ფეხი დადგას, გაოცდებით. ყველა პოლიტიკოსს, რომლებიც ხელს გვიშლიან სტალინის ძეგლის დადგმაში, ვეტყვი: _ გარდაცვლილ სტალინს მეტი შემოსავალი მოაქვს საქართველოსთვის, ვიდრე ცოცხლებს, ვითომ რაღაცას რომ აკეთებენ. ბოდიშს ვიხდი ამ შედარებისთვის, მაგრამ სხვა გამოსავალს არ გვიტოვებენ.

ბატონები არიან თუ ქალბატონები, რომლებიც საშვილიშვილო საქმის კეთებაში ხელს გვიშლიან, გონს მოეგონ! ადგილობრივი ხელისუფლება გადაწყვეტილებას ვერ იღებს, რადგან ხელს უშლიან.

დრო გადის და სტალინის პიროვნება უფრო აქტუალური ხდება, მისი იდეური მოწინააღმდეგეები ნუ ბოროტდებიან, რაც დრო გავა, სტალინი უფრო დიდ ინტერესს გამოიწვევს, მეტად მოექცევა ყურადღების ცენტრში. ის, რაც სტალინმა გააკეთა, აქამდე არავის გაუკეთებია.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

1 COMMENT

  1. პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ელჩების გაძევების ფულს მე გადავიხდი, თქვენ დები ბერძენიშვილები და ტუტუცი ხიდაშელი პარლამენტიდან გააძევეთ და – პრობლემა გადაწყდება.

  2. ЕРТХЕЛ БАТОНМА РЕВАЗ АМАШУКЕЛМА ТЕЛЕВИЗИИТ ГАНАЦХАДА, ЦИХЕШИ ДЗМЕБИ БЕРДЗЕНИШВИЛЕБИ ШЕВИДНЕН ДА ДЕБИ БЕРДЗЕНИШВИЛЕБИ ГАМОВИДНЕНО, АМ ХАЛХС ЕКИТХЕБИТ ЧКУАС?, АН ПОЛОНЕТИ ВИН МИГДИА, АН БАЛТИИСПИРЕТИ, МАГРАМ ЧВЕНИ БРАЛИА, ХАЛХИС, РОЦА ХАЛХИС МОТХОВНА ДА ТВИТОН ХАЛХИ САКУТАР МТАВРОБАС ПЕХЕБСШУА КИДИА, ЧВЕНЦ ИГИВЕ УНДА ГАВАКЕТОТ, УНДА АМОВИГОТ ХМА ДА ИГИВЕ АДГИЛЗЕ ДАВИКИДОТ ХЕЛИСУПЛЕБА,( ЕС ЧЕМИ ПИРАДИ, СУБИЕКТУРИ АЗРИА) ტექსტი

  3. სტალინი იყო ისტორიული პიროვნება.იმ დროის გენია.საბჭოთა კავშირი ააყვავა და გააძლიერა.შემავალი რესპუბლიკებიდან კი საქართველო ააყვავა ყველაზე მეტად.არ დაიწყოთ ესე არ იყოვო.და რაც მთავარია-რომ არა რუსეთი,დღეს ყველანი თურქულად ვილაპარაკებდით.(ზოგიერთმა უტვინომ შეიძლება თქვას,ზატო ნატოში ვიქნებოდითო).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here