Home რუბრიკები საზოგადოება ქართველი „კა-ვე-ენ-შიკების“ წარმატება

ქართველი „კა-ვე-ენ-შიკების“ წარმატება

588

ამ დღეებში ქართველ ტელემაყურებელს საშუალება ჰქონდა, კიდევ ერთხელ ეხილა წარმატებული ქართული “კა-ვე-ენ”-ის გუნდის გამოსვლა. რუსეთის პირველმა არხმა ფართოდ გააშუქა 19 ივლისს ქალაქ სვეტლოგორსკში  ჩატარებული “კა-ვე-ენ”-ის  საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი. ქართველების გარდა, ფესტივალზე აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ბელორუსისა და რუსეთის გუნდები გამოვიდნენ.

როგორც ყოველთვის, ჩვენს გუნდს საუკეთესო გამოსვლა ჰქონდა და ჟიურისა და მაყურებლის ოვაციები დაიმსახურა, რაც გუნდის სამომავლო წარმატებების იმედს კიდევ უფრო განამტკიცებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს “კა-ვე-ენ”-ის ნაკრები, პირველად “კა-ვე-ენ”-ის ისტორიაში, 2014 წლის პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა და უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. შარშან კი ქართველები უმაღლეს ლიგაშიც წარმატებით გამოვიდნენ და მხოლოდ მეოთხედფინალში გამოეთიშნენ თამაშებს, რაც დებიუტანტი გუნდისთვის მართლაც ძალიან კარგი შედეგია.

გუნდი მადლობას უხდის ქართველთა კავშირის პრეზიდენტს რუსეთში, ბატონ მიხეილ ხუბუტიას, ავიაკომპანია Georgian Airways-ს, რომელიც საქართველოს “კა-ვე-ენ”-ის ნაკრების ოფიციალური გადამყვანია.

წარმატებები _ ჩვენს ნაკრებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here