Home რუბრიკები პოლიტიკა ელჩი მიდის, ელჩი მოდის, ანუ რეს-ბუბლიკ-ელები ხელიდან ხელში _ ცირკი გრძელდება!

ელჩი მიდის, ელჩი მოდის, ანუ რეს-ბუბლიკ-ელები ხელიდან ხელში _ ცირკი გრძელდება!

711

სექტემბერში, მიუხედავად იმისა, რომ დენის ტარიფმა აიწია, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი ძალის რეიტინგმა კიდევ უფრო დაიწია, მიუხედავად იმისა, რომ ნატომ ღია კარი საერთოდ ჩამოხსნა და შიგნით არ შეგვიშვა არც ჩვენ და არც უკრაინა, ჩვენმადიადმაექსპერტებმა ყველაზე ღირსშესანიშნავ მოვლენად მაინც საქართველოში ამერიკის ელჩის შეცვლა დაასახელეს.

ვერ ვიტყვი, გამიკვირდა-მეთქი…

ამერიკის ელჩი, კარგა ხანია, იმაზე გაცილებით დიდი ფიგურაა ჩვენს ქვეყანაში, ვიდრედიად ოქტომბრამდერუსეთის მეფისნაცვალი გახლდათ.

აკი, ისტორიაში ცნობილია ფაქტები, როდესაც რუსთა მეფისნაცვალს გავლენიანი ქართველი მამულიშვილების სიტყვა თუ თხოვნა გაუთვალისწინებია და “ველური ქართველებისთვისაც” გაუკეთებია რაღაც დადებითი…

ახლა, ვიღაც, ალბათ, “სიტყვაზე დამიჭერს” _ აგე, თვითონ ამბობ, რუსები ქართველებს განუვითარებელ და ველურ ხალხად თვლიდნენო!

კი, ასეა! თუმცა ამავეს აკეთებდა ყოველთვის ყველა დამპყრობელი; თვით მომთაბარე და ჯოგ-ჯოგად მორბენალი მონღოლებიც კი ცდილობდნენ, თავი დაპყრობილ ქართველებზე უფრო ცივილიზებულებად წარმოეჩინათ…

მაგრამ სულ სხვაა ამერიკა?

მახსენდება ერთი ძველი ნაცნობის “ფეისბუქ-პოსტი”: “როდესაც ამერიკა-რუსეთის თემაზე ლაპარაკობთ, გახსოვდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქიდან 40 კილომეტრში რუსეთის საოკუპაციო ჯარი დგას და არა ამერიკის!”. კაი, ბატონო… როგორღაც მივიღოთ არგუმენტად, მაგრამ ამავე პოსტზე კომენტარიც იდო ასეთი: “ნეტავ, ამერიკის ჯარი იდგეს, მაშინ საოკუპაციო ხომ აღარ იქნებოდაო!”

აი, ეს რად მივიღოთ? ჩვეულებრივ ჩლუნგობად თუ არაჩვეულებრივ გადაგვარებად?

ანუ, თუკი შენს სამშობლოში, შენს ტერიტორიაზე, შენს მიწაზე რუსეთის ჯარი დგას, ის საოკუპაციოა, მაგრამ თუკი ჯარი ზუსტად იქვე დგას, ოღონდ ამერიკისაა, მაშინ რომელ ოკუპაციაზეა საუბარი, ეგ კი არა, საღამოობით ყაზარმებშიც უნდა ვეწვიოთ და ფეხები დავუთბილოთ!

“ფეისბუქზევე” ვნახე ამას წინათ ვერმახტის დროშის ქვეშ მებრძოლი ეთნიკური ქართული ბატალიონის ფოტო წარწერით: “აი, ამ ვაჟკაცმა ქართველებმა ყველაფერი გააკეთეს საბჭოთა ოკუპაციისგან სამშობლოს გასათავისუფლებლად, განსხვავებით იმ ქართველებისგან, რომლებიც რუსის ჯარში მონებად მსახურობდნენ!”

ისევ და ისევ, თავს შევიკავებ იმის გაპროტესტებისგან, რომ მეორე მსოფლიო ომში რუსის ჯარში ყოფნა თურმე მონობა ყოფილა! დავუშვათ ასეც იყო! კარგი! და გერმანიის დაქვემდებარებაში ყოფნა და ფაშისტთა ბრძანებების შესრულება რატომ არ იყო მონობა ვითომ?!

თითქოს გავცდი პუბლიკაციის ძირითად ხაზს, მაგრამ, უბრალოდ, მინდა, ყურადღება გავამხვილო: ქართველი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ცნებაუცხო ქვეყანაჩანაცვლებული აქვს მხოლოდ და მხოლოდრუსეთით”. სხვაუცხო ქვეყანამათთვის არ არსებობს და მთავარია, რუსმა არ დაგიშავოს რამე, თორემ ამერიკელი, ინგლისელი, ფრანგი ან გერმანელი თუ გადაგივლის, შეურაცხგყოფს, თავს შენზე მეტად და მაღლა დაიჭერს და წარმოაჩენს, ეს არაფერი!

საზოგადოების ამ ნაწილის შეგნებით, .. ევროპის განვითარებული ქვეყნები და ამერიკა, თავისთავად, რა თქმა უნდა, დგანან კიდეც შენზე მაღლა და სრული უფლებაც აქვთ, თავზე დაგასხდნენ.

რამ გამოიწვია ასეთი ტუტუცური აზროვნება და გონების ამდაგვარი დაჩლუნგება საზოგადოების ამ ნაწილში?

პასუხი მარტივია: იმ მიზანმიმართულმა, ძვირად დაფინანსებულმა და ისტერიულმა პროპაგანდამ, რომელიც, 25 წელიწადზე მეტია, ინტენსიურად მიმდინარეობს და რომელსაც ანტირუსულპროამერიკული ისტერიაც შეიძლება ეწოდოს.

საქართველოში ამ ისტერიის მთავარი დასაყრდენი დაარსების დღიდანვე იყო რესპუბლიკური პარტია.

თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, ამერიკის საელჩოსა და რესპუბლიკელთა მოქმედება უკვე ახირებულ და მოძველებულ ცირკს უფრო ჰგავს, ვიდრე პროპაგანდას.

აკი, პროპაგანდის მთავარი მიზანი სწორედ ის არის, რომ მისი ვინმეს სჯეროდეს. ჩვენში კი, განსაკურებით ბოლო რამდენიმე წელიწადია, ეჭვი მეპარება, ამ ნატოს კარზე კაკუნბრახუნისა ვინმეს სჯეროდეს. ხალხში ეს საღადაო თემა უფროა უკვე, ვიდრე რაიმე პროპაგანდის ნაყოფის მანიშნებელი. ზოგიერთი ენაკვიმატი იმასაც კითხულობს, _ რა გაუჭირდა, კაცო, ამ ნატო დეიდას ისეთი, კარზე ერთი ზარი რომ ვერ დააყენა და გადაგვატყავა თითები კაკუნითო?

ამიტომაც ასეთი ოხუნჯობანი სწორედ ცირკს უფრო გვაგონებს, ვიდრე პროპაგანდას. სხვათა შორის, სწორედ საცირკო ნომერივით დიდოსტატურად ჩაატარა ერთი ფოკუსი მილიარდერმა ივანიშვილმა და ყველასთვის გასაოცრად თითქმის ნულპროცენტიანი რესპუბლიკელები უცებ აღმოჩნდნენ ქვეყნის როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეში.

თუმცა, ვგონებ, შეცდომა სწორედ ის არის, რომ ჩვენში ბევრს ეს “ბიძინას ფოკუსად” მიაჩნია. სინამდვილეში კი სწორედ “ნორლანდის ფოკუსია”… იმ როტაციული “ნორლანდებისა”, რომლებსაც დაახლოებით 5-6 წელიწადში ერთხელ გვიცვლის ხოლმე ამერიკის შეერთებული შტატები.

თამამად შეგვიძლია, ვთქვათ _ ამ თვეში საქართველოშიახალი ნორლანდიჩამოდის და ისიც, დარწმუნებული ვარ, არანაკლები ოსტატობით განაგრძობსსაცირკო ნომრებს”.

წარმატებითგანხორციელდება ცირკის ჟონგლიორძველი ნორლანდისმიერ, ასევე, დახვეწილი ჟონგლიორიახალი ნორლანდისთვისსაჟონგლიორო რგოლების გადაცემა; უფრო ზუსტად, იმ ადამიანებისა, რომლებსაცბუბლიკებივითიყენებს ხოლმე თეთრი სახლი, და ამიტომ ჩვენც თამამად შეგვიძლია, მათ რესბუბლიკელები ვუწოდოთ.

მაშ ასე, სულ მალე თეთრი სახლის რეს-ბუბლიკ-ელები ერთი ჟონგლიორის ხელიდან მეორე ჟონგლიორს გადაეცემა და ჩვენს ქვეყანაში ცირკიც ზუსტად ისევე გაგრძელდება, როგორც აქამდე.

არადა, ქართველი ექსპერტები “ბრძნული” დაჟინებით სვამენ კითხვას: რა შეიცვლება ამერიკის ძველი ელჩის წასვლით და ახალი ელჩის მოსვლით?

და შემდეგ მიდის ისეთი გაურკვეველი წიაღსვლები, ნორმალურ კაცს პირს დაგაფჩენინებს. განიხილავენ ახალი ელჩის ბიოგრაფიას _ სად ყოფილა აქამდე, რა უკეთებია, სად რისთვის მიუღწევია და სად კრახი განუცდია… ამის მიხედვით ცდილობენ, დაადგინონ, რას მოიმოქმედებს ის საქართველოში და როგორ პოლიტიკას გაატარებს.

აი, მე კი ერთი ძველი ამბავი მახსენდება, თბილისში თქმული, რომელიც მართალია თუ არა, კაციშვილმა არ იცის, მაგრამ ზუსტად კი ესადაგება ამერიკის ელჩების წასვლა-მოსვლის თემას:

ერთხელ ერთმა უნიჭო პოეტმა აკაკი წერეთელს სთხოვა, გამიმხილეთ ლექსის წერის საიდუმლო, როგორ წერთ ასეთ კარგ ლექსებს, მითხარით და მეც ისე მოვიქცევი და მეც თქვენნაირად დავწერო.

“მგოსნის” სისულელეს აკაკიმ, რა თქმა უნდა, ხუმრობით უპასუხა: მთაწმინდის მთაზე ადი, იქიდან გადმოხედე თბილისს და, რასაც დაინახავ, ჩაიწერე, სულ ეგ არისო. რეგვენი “მგოსანი” ავიდა მთაწმინდაზე და დილიდან საღამომდე იყურებოდა იქიდან. საღამომდე წერდა უბის წიგნაკში, რასაც ხედავდა: “ეტლი მიდის”, “ეტლი მოდის”, “ეტლი მიდის”, “ეტლი მოდის” და ბოლოს გამწარებულმა წამოიძახა: “მე აკაკის ასე და ისე, ლექსი მაინც არ გამოდის!”

სწორედ ასეა. თუ სიტყვაეტლისნაცვლად სიტყვაელჩსგამოვიყენებთ, ხოლო სიტყვალექსისნაცვლად სიტყვასახელმწიფოსანდემოკრატიას”, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

ნუ შეგვეშინდება იმის აღიარებაც რომ ჩვენ, ანუ საქარველოს მოქალაქეები, ხსენებული რეგვენი “მგოსნის” მსგავსად, მართლაც, წლებია, ვუყურებთ, ვინიშნავთ “ბლოკნოტში” და იმედი გვაქვს _ “ელჩი მიდის”, “ელჩი მოდის” და ასე დაუსრულებლად.

აი, აკაკის ნაცვლად ვის ეკუთვნის გინება, ანუ ვინ “აგვგზავნა მთაწმინდაზე დემოკრატიული ლექსის დასაწერად” და როდის, მკითხველმა მოიფიქროს და დაასახელოს…

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here