Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე 7 ცივილიზაცია, რომელთა განადგურების მიზეზები უცნობია

7 ცივილიზაცია, რომელთა განადგურების მიზეზები უცნობია

მიკენები

ადამიანის არსებობის განმავლობაში დედამიწაზე ბევრჯერ შეიქმნა ახალი ცივილიზაცია. ამჟამინდელ ცივილიზაციამდე პლანეტაზე იქმნებოდა, შემდეგ კი იკარგებოდა მეცნიერებისა და კულტურის კერები. მათი ნაწილი გაქრა მეცნიერებისთვის გასაგები მიზეზებით: ომები, კლიმატი, დაკნინებადაცემა, მაგრამ ზოგიერთმა ძლიერების პიკზე შეწყვიტა არსებობა. ამ ისტორიული გამოცანების ამოხსნას მეცნიერები, მრავალი ათეული წელია, ცდილობენ.

მიკენების ცივილიზაცია

მიკენების ცივილიზაცია

ესაა მძლავრი ცივილიზაცია, რომელმაც უამრავი კვალი დატოვა ისტორიაში. ლეგენდაში (ჰომეროსის “ილიადა”) მეფე აგამემნონზე, რომელიც ბერძნებს მეთაურობდა ტროას ომში, ხშირად არიან ნახსენები მიკენები. როცა მშობლიურმა ქვეყანამ ვეღარ შეძლო მიკენების ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება, მათ ვაჭრობას მიჰყვეს ხელი და ძალიან კარგი ვაჭრებიც იყვნენ. როდის და როგორ დაიწყო ამ ცივილიზაციის დაისი? _ ამ კითხვაზე პასუხი ისტორიკოსებს ჯერჯერობით არ აქვთ.

მიკენების ცივილიზაცია უცებ განადგურდა, მოსახლეობა კი სხვა ქვეყნებში მიმოიფანტა.

ტრიპოლიეს კულტურა

ტრიპოლიეს კულტურა

ტრიპოლიეს კულტურა

ეს იყო დედამიწის ერთ-ერთი ძველი ცივილიზაცია, რომელმაც იარსება რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში _ ჩვენს ერამდე 5500-დან 2750 წლამდე; არსებობდა მოლდოვას, რუმინეთისა და უკრაინის ტერიტორიებზე. სახელწოდება მიიღო უკრაინის სოფელ ტრიპოლიეს მიხედვით (კიევის ოლქი, ობუხოვის რ-ნი). არქეოლოგები დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხვდებოდნენ ამ ცივილიზაციის უცნაურ წეს-ჩვეულებას: ისინი წვავდნენ თავიანთ ქალაქებს და მათ ადგილას ახალს აშენებდნენ. მორიგი ხანძარი ამ კულტურის განადგურებით დასრულდა, მიზეზი კი ჯერაც დაუდგენელია.

კჰმერების იმპერია

კჰმერების იმპერია

კჰმერების იმპერია

კჰმერებმა თავიანთი იმპერია ჩვ.წ. აღ-მდე IX საუკუნეში შექმნეს თანამედროვე კამბოჯის ტერიტორიაზე. კჰმერებმა, მამაცმა მეომრებმა და გამჭრიახმა მხედართმთავრებმა, სწრაფად მოიპოვეს ძალაუფლება რეგიონში, მაგრამ მათ ცივილიზაციას დიდხანს არ უარსებია. გარეგნულად ყველაფრით უზრუნველყოფილმა ხალხმა დეგრადაცია განიცადა, სავარაუდოდ, მანკიერი თვისებების გამო.

ანასაზის ცივილიზაცია

ანასაზის ცივილიზაცია

ანასაზის ცივილიზაცია

ეს იყო პუებლოს ინდიელთა ცივილიზაციის წინამორბედი, შედარებით ნაკლებად განვითარებული თვითმყოფადი კულტურა.

ანასაზის ხალხმა (ანასაზი მდებარეობდა აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთში) შეიმუშავა საცხოვრებლის მშენებლობის საკუთარი სისტემა. მათ კვეთდა პირდაპირ კლდეებში. ამ ცივილიზაციის დაცემა, მეცნიერთა ვარაუდით, გამოიწვია მეზობელი ტომების თავდასხმებმა.

ჰარაპების ცივილიზაცია

ჰარაპების ცივილიზაცია

ჰარაპების ცივილიზაცია

ძველეგვიპტურ და შუმერულ კულტურებთან ერთად ინდური ცივილიზაცია უძველესად ითვლება კაცობრიობის ისტორიაში. ის მოიცავდა უზარმაზარ ტერიტორიას. სამწუხაროდ, ჰარაპების ცივილიზაცია განადგურდა. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანები მოულოდნელად აიყარნენ თავიანთი მიწა-წყლიდან და სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად.

 მინოსის ცივილიზაცია

მინოსის ცივილიზაცია

მინოსის ცივილიზაცია

გახსოვთ ლაბირინთი, რომელშიც გამომწყვდეული იყო მითური (თუმცა, შეიძლება, რეალური) მინოტავრი? ამ კულტურას არქეოლოგებმა კრეტის დიდი მეფის, მინოსის, სახელი უწოდეს. მინოსის კულტურა პირველი ცივილიზაცია იყო ევროპაში. მის კრახს მეცნიერები ვულკანის ამოფრქვევას უკავშირებენ, თუმცა ამ თეორიას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. მართლაც, რატომ უნდა ყოფილიყო მოულოდნელი ვულკანის ამოფრქვევა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც მშვენივრად იცოდნენ ამბები იმ მთისა, რომლის ახლოსაც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ? და რატომ არ უშველეს თავს ხომალდებით, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავ ზღვაოსნებად ითვლებოდნენ?

კლოვისის ცივილიზაცია

კლოვისის ცივილიზაცია

კლოვისის ცივილიზაცია

10 ათასი წლის წინათ ჩრდილოეთ ამერიკის ცენტრალურ დაბლობზე დიდი ცივილიზაციის წარმომადგენლები სახლობდნენ. კლოვისის ხალხის წარმომადგენლები შესანიშნავი მონადირეები იყვნენ და იოლად უსწორდებოდნენ სხვა, უფრო მცირერიცხოვან და არაორგანიზებულ ტომებს. მით უმეტეს უცნაურია კლოვესის ცივილიზაციის გაქრობა.

ზოგიერთი არქეოლოგის ვარაუდით, კლოვისის განადგურება მოულოდნელმა აცივებამ გამოიწვია.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here